მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 29

1და ესე სიტყუანი, რომელნი წარგზავნნა იერემია წინაწარმეტყუელმან იერუსალიმით მოხუცებულთა მიმართ განსახლებისათა და მღდელთა მიმართ და ცრუწინაწარმეტყუელთა და ყოვლისა მიმართ ერისა, ეპისტოლე ბაბილონად მიმართ განსახლებისა და ყოვლისა მიმართ ერისა, რომელნი განსახლნა ნაბუქოდონოსორ იერუსალიმით ბაბილონად.

2შემდგომად გამოსლვისა იექონია მეფისა და მეფიაჲს და საჭურისთა და მთავართა იუდაჲსთა იერუსალიმით და ყოვლისა აზნაურისა და ჴელოვნისა დაპყრობილისა იერუსალიმით,

3ჴელითა ელეასან, ძისა საფანისითა, და გამარია, ძისა ქელკაჲსითა, რომელნი წარავლინნა სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, მეფისა მიმართ ბაბილონისა ბაბილონად, მეტყუელმან:

4ესრეთ თქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან განსახლებასა ზედა, რომელი განისახლა იერუსალიმით ბაბილონად:

5იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, და დაჰნერგეთ სამოთხები და ჭამენით ნაყოფნი მათნი.

6და მიიყვანენით ცოლნი და შვილ-ისხენით, ძენი და ასულნი, და მიიყვანენით ძეთა თქუენთად ცოლებნი და ასულნი თქუენნი მისცენით ქმართა, და შუნენ ძენი და ასულნი, და განმრავლდით მუნ და ნუ შეჰმცირდებით.

7და იძიეთ მშჳდობად ქუეყანისა, რომლისა მიმართ განგასახლენ თქუენ მუნ და ილოცევდით მის ძლით უფლისა მიმართ, რამეთუ მშჳდობასა მისსა შინა იყოს მშვიდობა თქუენი,

8რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: ნუ აღგარწმუნებენ თქუენ ცრუწინაწარმეტყუელნი თქუენნი, შორისნი თქუენსა, და ნუ აღგარწმუნებენ თქუენ მისანნი თქუენნი, და ნუ ისმენთ ძილისშორისთა თქუენთასა, რომელთა იძილისშორისებთ თქუენ,

9რამეთუ ცრუთა გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი სახელითა ჩემითა, არ მივავლინენ იგინი, - თქუა უფალმან.

10რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ოდეს ეგულების სრულ-ყოფაჲ ბაბილონს სამეოცდაათსა წელსა, ზედმოვიხილოთ თქუენდა და დავადგინნე თქუენ ზედა სიტყვანი ჩემნი კეთილნი მოქცევად თქუენდა ადგილისა ამის მომართ.

11რამეთუ მე უწყი გულისსიტყვა, რამეთუ მე ვარ. და ვსიტყუავ თქუენ ზედა, - თქუა უფალმან, - გულისსიტყუასა მშჳდობისასა და არა ძჳრთა, მიცემად თქუენდა ამათ სასოება კეთილი.

12მხადოდით მე და ხჳდოდით და ილოცეთ ჩემდამო, და ვისმინო თქუენი.

13და გამომიძიეთ მე, და გეპოვო თქუენ, რაჟამს მიძიოთ მე ყოვლითა გულითა თქუენითა.

14გამოგეცხადო თქუენ, - თქუა უფალმან, - და მოვაქციო ტყუეობა თქუენი და შეგკრიბნე თქუენ ყოველთაგან წარმართთა და ყოველთაგან ადგილთა, სადა განგთესენ თქუენ, მუნ, - თქუა უფალმან, და მოგაქცინე თქუენ ადგიდ. ვინაჲ განგასახლენ თქუენ მიერ, - თქუა უფალმან, - და მოგაქცინე თქუენ ადგილსა ამას, ვინა-იგი წარგტყუენენ თქუენ.

15რამეთუ სთქუთ: დამიდგინნა ჩუენ წინაწარმეტყუელნი ბაბილონს.

16რამეთუ ამათ იტყჳს უფალი მეფისა მიმართ მჯდომარისა საყდარსა ზედა დავითისსა და ყოველსა ზედა ერსა დამკჳდრებულსა ქალაქსა ამას შინა ძმათა თქუენთა, არა განსრულთა თქუენ თანა განსახლებასა შინა.

17ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ: აჰა, მე განვავლენ მათდამი მახჳლსა და სიყმილსა და სიკუდილსა, და მივსცე მათ, ვითარცა ლეღუნი სუარიმისნი, რომელნი არა იჭამნენ სიჯერკულისაგან.

18და დევნა-ვყო უკანა მათსა მახჳლითა და სიყმილითა და სიკუდილითა და მივსცნე იგინი სარყეველად ყოველთა მეფობათა ქუეყანისათა, და საფიცრად და განსაქარვებელად და სასტჳნველად და საყუედრელად და ყოველთა წარმართთა, სადა განვთესენ იგინი, მუნ

19მის წილად, რამეთუ არა ისმინეს სიტყვა ჩემი, - იტყჳს უფალი, - მე განვავლინნე მათდა მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი აღმმსთობმან და მიმავლენელმან, და არა ისმინეს, - თქუა უფალმან.

20და თქუენ ისმინეთ სიტყუა უფლისაჲ ყოველმან განსახლვამან, რომელი განვავლინე იერუსალიმით ბაბილონად, რამეთუ სთქუთ: დაადგინნა უფალმან ჩვენზედა წინაწარმეტყუელნი ბაბილონს შინა.

21ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, აქიამის ზედა, ძისა კოლიაჲსა, და სედეკიაჲს ზედა, ძისა მაასისა, რომელნი გიწინაწარმეტყუელებენ თქუენ სახელითა ჩემითა უსამართლოდ: აჰა, მე მივსცემ მათ ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა და მოსწყჳდნეს იგინი წინაშე თუალთა თქუენთა.

22და აღიღონ მათ ზედა წყევაჲ ყოველსა შორის განსახლებულობასა იუდაჲსსა ბაბილონს შინა მეტყუელთა: გიყავნ შენ უფალმან, ვითარცა უყო სედეკიას და ვითარცა აქიამს, რომელნი განტაფნა მეფემან ბაბილოვნისამან ცეცხლისა მიერ

23ძლით უსჯულოებისა, რომელ ქმნეს იერუსალიმს შინა, და იმრუშებდეს ცოლებსა მოქალაქეთა მათთასა, და სიტყუა გამოიცხადეს სახელითა ჩემითა ცრუჲ, რომელი რა უბრძანე მათ. და მე ვარ მცნობელი და მოწამე, - იტყჳს უფალი.

24და სამეაჲს მიმართ ელამიტელისა სთქუა:

25ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაილისა: მის წილ, რამეთუ შენ წარსცენ სახელითა ჩემითა წიგნნი ყოვლისა მიმართ ერისა იერუსალიმსშინასა: არ მიგავლინე შენ სახელითა ჩემითა, და სოფონიაჲს მიმართ, ძისა მაასესსა, მღდელისა, და ყოვვლთა მღდელთა მეტყუელმან:

26უფალმან მიგცა შენ მღდლად იოდაეს წილ მღდელისა ყოფად შენ ზედამდგომელად სახლსა შორის უფლისასა, ყოვლისა კაცისა მწინასწარმეტყველებისა და ყოვლისა კაცისა მცბიერისა, რაჲთა მისცე იგი შესაწყუდევლად სინოხს და კატტარრაკატსა მას.

27და აწ რად არა შეჰრისხენით იერემიას ანათოთელსა წინაწარმეტყუელსა თქუენსა?

28რამეთუ მოავლინა ჩუენდა ბაბილონად მიმართ მეტყუელმან: შორსღა არს ჟამი, იშენეთ სახლები და დაემკჳდრენით, დაჰნერგეთ სამოთხეში და ჭამეთ ნაყოფი მათი.

29და აღმოიკითხა სოფონია მღდელმან წიგნი ესე ყურთა მიმართ იერემია წინაწარმეტყუელისათა.

30და იყო სიტყვა უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

31მიავლინე ყოვლისა მიმართ განსახლვისა მეტყუელნი: ესრეთ იტყჳს უფალი სამეას ზედა ელამიტელისა მეტყველისა: ვინაჲთგან გიწინაწარმეტყუელა თქუენ სამეა, და მე არ მოვავლინე იგი და მოსავ-გყუნა თქუენ ცრუსა ზედა,

32ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე ზედმივიხილო სამეას ზედა ელამიტელსა და ნათესავსა ზედა მისსა, და არა იყოს მისი კაცი მჯდომარე შორის თქუენსა ხილვად კეთილთა, რომელნი მე გიყვნე თქუენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განდრეკაჲ თქუა ძჳნად უფლისა.


წინა თავი შემდეგი თავი