მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 30 |
1სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყველი: 2ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, მეტყველმან: დაწერენ შენდად სიტყვანი ყოველნი, რომელნი გამოვაცხადენ შენდამი წიგნსა ზედა, 3რამეთუ, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი ყოვლისა მპყრობელი, - და მოვაქციო განსახლვაჲ ერისა ჩემისა ისრაილისა და იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - და კუალადვაქცინე იგინი ქუეყანად, რომელი მივეც მამათა მათთა, და ეუფლნენ მას. 4ესე სიტყვანი, რომელნი თქუნა უფალმან ისრაილსა ზედა და იუდასა: 5ესრეთ იტყჳს უფალი: ჴმაჲ შიშისაჲ ისმინეთ, ჴმაჲ შიშისა და ვალალებისა, რომელსა ძრწოდენ წელნი თქუენნი, და არა არს ცხოვრება და მშჳდობა. 6იკითხეთ და იხილეთ, უკეთუ შვა წული? და შიშისათჳს, რომლითა შეპყრობილ იყუნენ წელნი და განრინება მით, რამეთუ ვიხილე ყოველი კაცი და ჴელნი მისნი წელთა ზედა მისთა, ვითარცა შობადისანი, გარდაიქცა. პირები დანდალუკიან იქმნა. 7ვაჲ, რამეთუ დიდ დღე იგი და არა არს ეგემლევანი. და ჟამი იწროებისაჲ არს და ჭირისა იაკობისისა, და ამისგანცა. 8მას დღესა შინა, - თქუა უფალმან ძალთამან, - შევმუსრო უღელი მისი ქედისაგან შენისა, და საკრველნი მისნი განვხეთქნე. და არა უქმოდიან მერმე იგინი უცხოთა. 9და უქმოდიან უფალსა ღმერთსა მათსა და დავით, მეფე მათი, აღუდგინო მათ. 10ხოლო შენ ნუ გეშინის, ყრმაო ჩემო იაკობ, - თქუა უფალმან, - ნუ იწიწვი, ისრაილ, აჰა, მე გაცხოვნებ შენ შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობი და დაყუდნეს, და იკეთილვნებოს და არა იყოს შემაშინებელ, 11რამეთუ შენ თანა მე ვარ, - თქუა უფალმან, - განრინებად შენდა, რამეთუ ვყო მოკლება ყოველთა შორის წარმართთა, რომელთა მიმართ გაგაბნიე შენ, მუნ. გარნა შენ არა გყო მოკლებულად და გწუართო შენ მსჯავრითა და განმართლებით არა განგამართლო შენ, 12რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: იძულებითი არს შემუსრვაჲ შენი, სალმობიერ წყლულები. 13არ არს მსჯელ სასჯელისა შენისა, სალმობიერად იკურნე, - სარგებელ არა არს შენდა. 14ყოველთა მიყუართა შენთა დაგივიწყეს შენ. არა გამოიკითხონ შენთჳს, რამეთუ წყეულებითა მტერისაჲთა დაგეც შენ წურთაჲ მტკიცე ყოველსა ზედა ცრუობასა შენსა, განმრავლდეს ცოდვანი შენნი, განძლიერდეს უსჯულოებანი შენნი. 15რასა ჰჴმობ შემუსრვასა შენსა ზედა? იძულებით არს ლმობა შენი სიმრავლისათჳს უსჯულოებათა შენთაჲსა, რამეთუ განძლიერდეს რაჲ ცოდვანი შენნი, გიყუნეს შენ ესენი. 16ამისთჳს ყოველნივე მჭამელნი შენნი შეიჭამნენ და ყოველთა მტერთა შენთა ყოველი ჴორცი მათი მოიჭამონ. სიმრავლესა ზედა უსამართლოებათა შენთასა განმრავლდეს ცოდვანი შენნი, გიყვნეს შენ ესენი და ყოველნი. მაჭირვებელნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, და იყვნენ განმყოფელნი შენნი განსაყოფელ. და ყოველნი წარმტყუენველნი თქუენნი მივსცნე წარსატყუენველად. 17რამეთუ მოვაწინე კურნებანი შენნი, წყლულისაგან სალმობიერისა განგკურნო შენ, - თქუა უფალმან, - რამეთუ განთესულად იწოდე, იონ, ნადირი თქუენი არს, რამეთუ მეძიებელი არა არს მისი. 18ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო განსახლვაჲ საყოფელთა იაკობისთაჲ, და ტყუეობაჲ მისი შევიწყალო. და აღეშენოს ქალაქი სიმაღლესა ზედა მისსა და ტაძარი მსჯავრისაებრ მისისა აღემართოს. 19და გამოვიდენ მათგან მძნობარნი და ჴმაჲ მემღერთაჲ, და განვამრავლნენ იგინი და არა შემცირდენ და განვფინნე იგინი და არა შეკნინდენ. 20და შევიდენ ძენი მათნი, ვითარცა პირველად, და წამებანი მათნი წინაშე პირსა ჩემსა განმართლდენ და ზედმივიხილო ყოველთა ზედა მაჭირვებელთა მათთა. 21და იყვნენ უძლიერესნი მათნი მათ ზედა, და მთავარი მათი მათგან გამოვიდეს და შევკრიბნე იგინი და მოიქცენ ჩემდა, რამეთუ ვინ არს ესე, რომელმან მისცა გული თჳსი მოქცევად ჩემდამო? - თქუა უფალმან. 22და იყვნეთ ჩემდა ერად და მე ვიყო თქუენდა ღმრთად, 23რამეთუ რისხვაჲ უფლისაჲ გამოვიდა გულისწყრომით, გამოვიდა რისხვაჲ მიქცეული უთნოთა ზედა 24მივიდა და არა უკუნიქცეს რისხვაჲ გულისწყრომისა უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს და ვიდრემდის დაადგინოს ჴელ-ყოფაჲ გულისა მისისაჲ. უკანასკნელთა დღეთასა ცნენით იგინი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |