მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 31

1მას ჯამსა შინა, - თქუა უფალმან, - ვეყო მე ღმრთად ნათესავსა ისრაჱლისასა, და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.

2ესრეთ თქუა უფალმან: ვპოე სიტფოჲ უდაბნოს შინა მომსრველთა თანა მახჳლითა, მიმავალნი მაწანებელთამი ისრაჱლისათა. ვიდოდეთ და ნუ მოსრავთ ისრაჱლსა,

3რამეთუ შორით უფალი გამოუჩნდეს მას. სიყუარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარებენ, ამისთჳს მოგიზიდენ შეწყალებად.

4მერმე აღგაშენო შენ, და აღეშენოს ქალწული ისრაჱლისაჲ. მერმე მოიღო ბობღანი შენი და გამოხჳდე მწყობრსა შორის მემღერეთასა.

5მერმე დაჰნერგენით ვენაჴებნი მთათა შინა სამარიაჲსათა, დამნერგველთა დაჰნერგენით და აქებდით.

6რამეთუ არს დღე ჩინებისა სიტყჳს-მგებელთასა მთათა შორის ეფრემისთა. აღდეგით და აღვიდეთ სიონად უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა,

7რამეთუ ამათ ეტყჳს უფალი იაკობსა: განიშჳთ და დაიჴჳვლეთ თავსა ზედა წარმართთასა, სასმენელებ-ყავთ და აქებდით და თქუთ: იჴსნა უფალმან ერი თჳსი, ნეშტი ისრაჱლისაჲ.

8აჰა, მე მოვიყვანებ მათ ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და შევკრიბნე იგინი დასასრულით ქუეყანისაჲთ დღესასწაულსა ფასეკისასა და შვილ-ისხას ერი მრავალი, მათ შორის: კოჭლი და ბრმაჲ, მუცელქმნული და მშობელი, ერთბამად ეკკლესიაჲ დიდი და მოიქცენ აქა.

9ტირილით განვიდეს შენგან და ნუგეშინის-ცემით მოვიყვანნე იგინი გამსუენემან ნაკადულებსა ზედა წყალთასა გზასა შინა წრფელსა. და არღა სცთებოდიან მას ზედა მერმე, რამეთუ ვექმენ ისრაჱლსა მამად და ეფრემი პირმშოჲ ჩემი არს.

10ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ წარმართთა და მიუთხართ ჭალაკთა შორიელთა. თქუთ: განმფიწლავმან ისრაჱლისამან შეკრიბოს იგი და შეკრიბოს იგი, ვითარცა მაძოვნებელმან სამწყსო თჳსი,

11რამეთუ იჴსნა უფალმან იაკობი, განარინა იგი ჴელისაგან უმტკიცესთა მისთასა.

12და მოვიდენ და იშუებდენ და იხარებდენ მთასა ზედა სიონისასა, და მოვიდენ და განცჳბრდენ კეთილთა ზედა უფლისათა ქუეყანასა ზედა იფქლისა და ღჳნისა და ნაყოფთასა, და საცხოვართა და ცხოვართა და ზროხათასა. და იყოს სული მათი, ვითარცა ხე ნაყოფიერი და ვითარცა სამოთხე დამთრვალი, და არ მოემშიოსყე მერმე.

13მაშინ იხარებდენ ქალწულნი შესაკრებელთა შორის ჭაბუკთათა და მოხუცებულნი მხიარულ იყვნენ ერთბამად. და გარდავაქციო გლოაჲ მათი სიხარულად, და ვყუნე იგინი განმხიარულებულ და ვახარო მათ ჭუილისაგან მათისა.

14განვადიდო და დავათრო სული მღდელთა, ძეთა ლევისთა, და ერი ჩემი კეთილთა ჩემთაგან აღივსოს, - თქუა უფალმან.

15ესრეთ თქუა უფალმან: ჴმაჲ ჰრამას შორის ისმა გოდებისა და ტირილისა და ბავთისა, რაქილისა, მტირალისა ძეთა მისთა ზედა, და არა ინება ნუგეშინის-ცემის ძეთა თჳსთა, რამეთუ არა არიან.

16ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოაკლდებინ ჴმაჲ შენი ტირილისაგან და თვალნი შენნი ცრემლთაგან, რამეთუ არს სასყიდელი საქმეთა შენთა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ქუეყანისაგან მტერთაჲსა.

17და იყოს სასოება აღსასრულისა შორის შენისა, - თქუა უფალმან, - და მოიქცენ ძენი შენნი საზღვართა მათთა.

18მსმენელსა მესმა ეფრემის გოდებისაჲ: მწუართე მე და განვიწუართე, ხოლო მე, ვითარცა ზუარაკი, არ განვისწავლე. მომაქციე მე და მოვიქცე, რამეთუ შენ უფალი ღმერთი ჩემი ხარ.

19რამეთუ შემდგომად ტყუეობისა ჩემისა შევინანე და შემდგომად გულისხმის-ყოფისა ჩემისა ვიცემდი თეძოთა ზედა, და სულთ-ვითქუემდ დღეთა ზედა სირცხჳლისა ჩემისათა, და მკდემაცა და შეგივრდი შენ, რამეთუ მოვიღე ყუედრებაჲ სიჭაბუკით ჩემითგან.

20ძე საყუარელი, ეფრემ, ჩემი, ყრმაჲ მშუენებელი, რამეთუ ვინაჲთგან სიტყუანი ჩემნი მის შორის არიან. ჴსენებით მოვიჴსენო მისი. მერმე ამისთჳს ვისწრაფი მის ზედა. მწყალობელმან შევიწყალო იგი, - თქუა უფალმან.

21დადგინენ შენდაღ; სიონ, ებგურნი. ყავ შენდად ტანჯვაჲ. მიეც გული შენი ბეჭთა შენთა გზასა, რომელსა ხუალ, მოიქეც, ქალწულო ისრაჱლისაო. მიიქეც ქალაქთა მიმართ შენთა მგლოარე,

22ვიდრემდის მიიქცევი, ასული შეურაცხქმნილი? რამეთუ აღგაგო შენ უფალმან მაცხოვარებად დასანერგველად ახლად, რომლისა მაცხოვარებასა გარეუვიდოდიან კაცნი.

23ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაჱლისამან: მერმეცა თქუან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა შორის იუდაჲსსა და ქალაქთა შორის მისთა, ოდეს მოვაქციო ტყუეობაჲ მათი. კურთხეულ არს უფალი მთასა ზედა მართალსა წმიდასა მისსა,

24და დამკჳდრებულნი მუნ - იუდა და ყოველნი ქალაქნი მისნი - მოქმედებითურთ ქუეყანისაჲთ, და აღებულ იქმნენ შორის სამწყსოსა,

25რამეთუ დავათრვე ყოველი ქუეყანა წყურიელი და ყოველი სული მშიერი აღვავსე კეთილებითა.

26ამისთჳს აღვდეგ, და ვიხილე, და ძილი ჩემი ტკბილ იქმნა ჩემდამო.

27აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და დაუთესო სახლსა ისრაჱლისასა და სახლსა იუდაჲსასა თესლი კაცთაჲ და თესლი საცხოვართა.

28და იყოს, ვითარცა ვიღჳძებდ, მათ ზედა აღფხურად, და აღჴუარდვად, და დარღუევად და ბოროტებად, და წარწყმედად, ეგრეთ ვიღჳძო მათ ზედა, აღშენებად და დანერგვად, - თქუა უფალმან,

29მათ დღეთ შინა არღარა თქუან მერმე: მამათა ჭამეს კაწახი და კბილნი შვილთანი მოლხუეს,

30არამედ კაცადი ცოდვასა შინა თჳსსა მოკუდეს, ყოველი კაცი, კაწახის-მჭამელისანი, მოლხუენ კბილნი მისნი.


წინა თავი შემდეგი თავი