მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 32

1სიტყუაჲ ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წელსა მეათესა სედეკია მეფისა იუდაჲსსა; ესე წელი რვა და მეათე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისაჲ.

2და ძალმან მეფისა ბაბილოვნისამან შეიცვეს იერუსალჱმი, და იერემია იცვებოდა ეზოსა შინა საპყრობილისასა, რომელ არს სახლსა შორის მეფისა იუდაჲსსა,

3რომელსა შინა შეაყენა იგი მეფემან სედეკია მეტყუელმან: რად წინაწარმეტყველებ შენ მეტყუელი? ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მივსცემ ქალაქსა ამას ჴელსა შინა მეფისა ბაბილოანისასა, და დაიპყრეს იგი.

4და სედეკია, მეფე იუდაჲსი, არა განერეს ჴელთა ქალდეველთასა, რამეთუ მიმცემელმან მივსცე ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და იზრახოს პირმან მისმან პირისა მიმართ მისისა, და თუალთა ამისთა თუალნი მისნი იხილნენ;

5და ბაბილონად შევიდეს სედეკია, და მუნ დაჯდეს, ვიდრე არა ზედ მივჰხედო მას, - თქუა უფალმან, - რამეთუ ჰბრძავს ქალდეველთა, რომელთა მიმართ ვერ წარემართოს.

6და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი:

7აჰა, ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა შენისა, მოვალს შენდა მეტყუელი: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, რამეთუ შენი არს სამართალი ნათესავობისაჲ - დაპყრობად იგი მოსაგებელად.

8და მოვიდა ჩემდა ანამეილ, ძე სალომისი, ძმისა მამისა ჩემისაჲ, სიტყჳსაებრ უფლისა, ეზოსა საპყრობილისასა და მრქუა მე: მოიგე აგარაკი ჩემი, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, რამეთუ შენი არს სამართალი და შენი ნათესავობაჲ მოგებად სამკჳდრებელად, და შენ უხუცეს ხარ, და ვცან, რამეთუ სიტყუაჲ უფლისაჲ არს.

9და მოვიგე აგარაკი ანამელისაგან, ძისა სალომისა, ძმისა მამისა ჩემისა, ანათოთს შინა, ქუეყანასა ბენიამენისსა, და მიუწონე მას ვეცხლი შჳდთა სიკილათა, და ათთა ვეცხლთა;

10და დავწერე წიგნსა შინა და დავჰბეჭდე, და ვიმოწმენ მოწამენი და მიუწონე ვეცხლი სასწორითა.

11და მოვიღე წიგნი მოგებისაჲ დაბეჭდული, და მცნებაჲ და სამართალნი, და აღმოკითხული და გამოცხადებული.

12და მივეც წიგნი მოგებისა ბარუქს, ძესა ნირისსა, ძისა მაასისსა, წინაშე თუალთა ანამეილისთა, ძისა სალომისთა, ძმისა მამისა ჩემისათა, და წინაშე თუალებსა მდგომარეთასა და დამწერელთა წიგნსა მოგებისასა, და წინაშე თუალებსა ყოველთა იუდეანთასა, მსხდომარეთა ეზოსა საპყრობილისასა.

13და მიუწერე ბარუქს წინაშე თუალთა მათთა მეტყუელმან:

14ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, ღმერთი ისრაჱლისაჲ: მიიღე წიგნი მოგებისაჲ, ესე დაბეჭდული და წიგნი ესე აღმოკითხული და გამოცხადებული, და დაუსხნე ესენი ჭურჭელსა შინა კეცისასა, რაჲთა ეგენ ვიდრე დღეთამდე მრავალთა.

15რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან, მიერთისა მპყრობელმან: მერმეცა მოიგებოდიან სახლნი და აგარაკნი და ვენაჴნი ქუეყანასა ამას შინა.

16და ვილოცე უფლისა მიმართ შემდგომად მიცემისა ჩემგან წიგნისა მოგებისა ბარუქსა, ძესა ნერისსა, მეტყუელმან:

17მყოფო, უფალო, უფალო! აჰა, შენ შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ ძალითა შენითა დიდითა და მკლავითა შენითა მაღლითა; არ დაიმალოს შენგან არა რაჲ,

18მყოფელისა წყალობასა ათასეულთამდე და მიმგებელისა ცოდვათა მამათასა წიაღთა შვილთა მათთასა შემდგომად მათთა. ღმერთო დიდო და ძლიერო, - უფალი ძალთა სახელი მისი,

19რომელ დიდ არს განზრახვითა და ძლიერ საქმეებითა, ყოვლისა მპყრობელი სახელ - დიდი უფალი, - თუალნი შენნი განღებულ ყოველთა მიმართ გზათა ძეთა კაცთასა მიცემად თითოეულისა გზისა მისისაებრ და ნაყოფთაებრ სიმარჯუეთა მათთასა,

20რომელმან ჰქმნენ სასწაულნი და ნიშნი ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, ვიდრე დღისამდე ამის, და ისრაჱლისა შორის და კაცთა შორის, და ჰყავ შენდა სახელ, ვითარცა დღე ესე,

21და გამოიყვანე ერი შენი ისრაჱლი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა სასწაულებისა მიერ და ნიშებისა, და ჴელისა მიერ მტკიცისა, და მკლავისა მიერ მაღლისა, და ჩუენებათა მიერ დიდთა.

22და მიეც მათ ქუეყანაჲ ესე, რომელსა ეფუცე მამათა მათთა მიცემად მათდა ქუეყანაჲ მადინებელი თაფლსა და სძესა.

23და შემოვიდეს და მიიღეს იგი, და არა შეისმინეს ჴმისა შენისაჲ, და შჯულსა შინა შენსა არა ვიდოდეს, ყოველნი, რაოდენთა ამცნებდ მათ ქმნად, არა ქმნნეს, და ჰყავ შემთხუევაჲ მათი ყოველთა ამათ ძჳრთა.

24აჰა, ერი მოსრულ არს ქალაქსა ამას ზედა დაპყრობად მისსა; და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთა, მბრძოლთა მისთასა პირისაგან მახჳლისა და სიყმილისა და სიკუდილისა, ვითარცა სთქუ, ეგრეთ იქმნა, აჰა, შენ ჰხედავ.

25და შენ, იტყჳ ჩემდამო, მეუფეო, უფალო: მოიგე თავისა შენისად აგარაკი ვეცხლითა. და მოვიგე და დავწერე წიგნი, და დავბეჭდენ და ვიწამენ მოწამენი, და ქალაქი მიეცა ჴელთა ქალდეველთასა.

26და იქმნა სიტყუაჲ უფლისა ჩემდამო მეტყუელი:

27მე ვარ უფალი, ღმერთი ყოვლისა ჴორცისაჲ; ნუ ჩემგან დაიმალვის რაჲმეა?

28ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ: მიცემით მიეცეს ქალაქი ესე ჴელთა ქალდეონ და ჴელთა მეფისა ბაბილონისათა, და წარიღონ იგი.

29და მოვიდენ ქალდეველნი, მბრძოლნი ქალაქსა ამას ზედა, და მოწუან იგი ცეცხლითა, და დაწუან სახლები, რომელთა შორის უკუმევდეს ერდოებსა მათსა ზედა ბაალსა, და უგებდეს საგებთა ღმერთთა სხუათა, განსამწარებელად ჩემდა.

30რამეთუ იყვნეს ძენი ისრაელისანი და ძენი იუდაჲსნი მხოლონი მყოფელ ბოროტისა წინაშე თუალთა ჩემთა სიჭაბუკითგან მათით, გარნა რამეთუ ძეთა ისრაელისათა განმარისხეს მე, საქმესა ზედა ჴელთა მათთასა, - თქუა უფალმან, -

31რამეთუ რისხვასა ზედა ჩემსა და გულისწყრომასა ზედა ჩემსა იყო ქალაქი ესე, რომლით დღითგან აღაშენეს იგი და ვიდრე დღისამდე ამის, შევცვალო იგი პირისაგან ჩემისა

32ყოვლისათჳს უკეთურებისა ძეთა ისრაელისათა და ძეთა იუდაჲსთა, რაჟამს ყვეს განმწარება ჩემი მათ და მეფეთა მათთა, და დიდებულთა მათთა, და მღდელთა მათთა, და წინაწარმეტყუელთა მათთა, კაცთა იუდაჲსთა და მკჳდრთა იერუსალემისათა

33და მოაქციეს ჩემდა ზურგი, და არა პირი მათი, და ვასწავე მათ აღმსთობმან და მასწავლელმან, და არა ისმინეს და არა ინებეს მიღებად სწავლა.

34და დასხნეს სიბილწენი მათნი სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა,

35შებილწებად მისსა არაწმიდებათა მიერ მათთა, და უშენნეს ბომონნი ბაალსა ჴევსა შინა ძისა ენომისსა, გოდოლნი გევს შინა, შეწირვისათჳს ძეთა მათთაჲსა და ასულთა მათთაჲსა მოლოქისსა, რომელნი არა ვამცნენ მათ, არცა აღვიდა გულსა ზედა ჩემსა ქმნაჲ საძაგელებისაჲ ამის საცოდველად იუდაჲსა.

36და აწ ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, ქალაქსა ზედა, რომელსა შენ იტყჳ არმიცემად ჴელთა მეფისა ბაბილონისათა მახჳლითა და სიყმილითა და განვლენითა,

37აჰა, მე შევკრიბნე ყოველთაგან ქუეყანათა, სადა განვსთესენ იგინი მუნ გულისწყრომითა ჩემითა და რისხვითა ჩემითა და განძჳნებითა დიდითა, და მოვაქცინე იგინი ადგილსა ამას, და დავსხნე იგინი სასოებით.

38და იყვნენ ჩემდა ერად, და მე ვიყო მათდა ღმერთად.

39და მივსცე გული სხუაჲ, რაჲთა მეშიშოდიან ყოველთა დღეთა, რაჲთა კეთილი იყოს მათდა და ძეთა მათთა მათ თანა.

40და უანდერძო მათ ანდერძი საუკუნოჲ, რომელი არ მოვაქციო უკანაგან მათსა, რაჲთა კეთილი უყო მე მათ, და შიში ჩემი მივსცე გულთა შორის მათთა არგანდგომისათჳს მათისა ჩემგან.

41და მოვიძინე იგინი, და ვიხარებდე მე მათ ზედა კეთილის-ყოფასა შინა ჩემგან მათსა, და დავჰნერგნე იგინი ქუეყანასა ამას ზედა ჭეშმარიტებითა და ყოვლითა გულითა ჩემითა და ყოვლითა სულითა ჩემითა,

42რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა მოვაწიენ ერსა ამას ზედა ყოველნი ესე დიდნი ძჳდნი, ეგრეთ მოვაწინე მე მათ ზედა ყოველნი კეთილნი, რომელნი მე ვთქუენ მათ ზედა.

43და მოიგნენ მერმეცა აგარაკნი ქუეყანასა შინა, რომელსა შენ იტყჳ, ვითარმედ უვალ არს კაცთაგან და საცხოვართა, და განეცნეს ჴელსა ქალდეველთასა.

44და მოიგნენ აგარაკნი ვეცხლითა და დაიწეროს წიგნსა შინა, და დაიბეჭდოს და იწამებდენ მოწამეთა - ქუეყანასა შინა ბენიამენისსა და გარემოჲს იერუსალემსა, და ქალაქთა შორის იუდაჲსთა, და ქალაქთა შორის მთისათა, და ქალაქთა შორის სეფილაჲსთა, და ქალაქთა შორის ნაგევისთა, რამეთუ მის ყოველი პირველებრვე, - თქუა უფალმან,


წინა თავი შემდეგი თავი