მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 37

1მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა.

2და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა.

3და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა.

4და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს იერუსალიმით.

5და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი:

6ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა, ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად, ქუეყანად ეგჳპტისა.

7და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა.

8რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა წარვიდენ,

9არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა.

10და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა ფარაოსისა,

11გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა.

12და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი, რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი.

13და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და შეიყვანა იგი მთავართა მიმართ.

14და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი სახიდ მღჳმისა და ქერეთად.

15და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია.

16და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცე.

17და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა?

18და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა?

19და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე მუნ.

20და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა.


წინა თავი შემდეგი თავი