მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 39

1და იქმნა წელსა მეცხრესა, სედეკია მეფისა იუდაჲსასა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა, და ჰბრძოდეს მას.

2და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი.

3და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა ბაბილონისანი.

4ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა, და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა.

5და დევნა-ყო ძალმან ქალდეველთამან უკუანაგან მათსა, და ეწინეს სედეკიას არავოდს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი და აღმოიყვანეს იგი ნაბუქოდონოსორის მიმართ, მეფისა ბაბილონისა, დევლათას შინა, ქუეყანასა ეთამისასა და იტყოდა მის თანა მსჯავრთა.

6და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი დევლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და მოსწყჳდნა ყოველნი აზნაურნი იუდაჲსანი მეფემან ბაბილონისმან.

7და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა რვალისაჲთა, წარყვანებად იგი ბაბილონად.

8და სახლი მეფისა და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იერუსალიმისაჲ დაარღჳეს.

9და ნეშტი ერისაჲ, დაშთომილი ქალსა შინა და შეცჳვნებულნი, რომელნი შესცჳვნებოდეს მას, და ნეშტნი ერისანი დაშთომილნი განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ბაბალიონად.

10ხოლო ერისაგან დავრდომილნი, რომელთა არა აქუნდა არარაჲ, დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და სცა მათ ვენაჴები და სარწყავები მას დღესა შინა.

11და ამცნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, იერემიაჲსთჳს ნაბუზარდანს მთაეარქონდაქარსა მეტყველმან:

12მიიყვანე იგი და თვალნი შენნი დასხენ მას ზედა, და ნუ უყოფ მას ნურას ბოროტსა, არამედ რამეთუ ვითარცა-რაჲ თქუას შენდამი, ეგრეთ ყავ მის თანა.

13ხოლო მიავლინა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და ნაბუსარ საჭურისმთავარმან, სექქიმ, ნაბსარი, ნირგელ, სარასარრა ბამაღ და ყოველთა დიდებულთა მეფისა ბაბილონისთა.

14და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ და მისცეს იგი გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, და განიყვანეს იგი დეფნიდ და დაჯდა საშუალ ერისა.

15და იერემიაჲს მიმართ იქმნა სიტყვა უფლისაჲ ყოფასაღა მისსა შეწყინებით ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყველი:

16ვიდოდე და თქუ აბდემელექის მიმართ ეთიოპისა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიღებ სიტყუასა ჩემსა ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არსაკეთილოდ, და იყვნენ წინაშე პირსა შენსა მას დღესა შინა, და გაცხოვნო შენ მას დღესა შინა, - თქუა უფალმან, - და არ მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთაგან შენ გეშინის პირისაგან მათისა.

17

18რამეთუ საცხოვნებელმან გაცხოვნო შენ. და მახჳლსა შორის არ შეჰვარდე, და იყოს სული შენი მოპოვნებულ, რამეთუ ესევდ ჩემდამო, - თქუა უფალმან.


წინა თავი შემდეგი თავი