მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 41

1და იყო თთუესა მეშჳდესა, მოვიდა ისმაილ, ძე ნათანისი, ძისა ელისამაჲსი, ნათესავისაგან მეფობისა და ყრმაკნი მეფისანი და ათნი მამაკაცნი მათ თანა გოდოლიაჲს მიმართ მასიფად, და ჭამეს მუნ პური ზოგად.

2და აღდგა ისმაილ, ძე ნათანისი, და ათნი მამაკაცნი მის თანა და მოკლეს გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა,

3და ყოველნი იუდეანნი მყოფნი მის თანა მასსიფას და ყოველნი ქალდეველნი პოენილნი მუნ და მამაკაცნი ბრძოლისანი მოსრნა ისმაილმან.

4და იყო დღესა მეორესა მოკლვისა გოდოლიაჲსსა მის მიერ, და კაცმან არა ცნა.

5და მოვიდეს კაცნი სჳქემით და სალიმით და სამარიაჲთ ოთხმეოცნი კაცნი დამყჳნელნი წუერთანი და დამბძარველნი სამოსელთა მათთანი და მეტყებარნი, და მანანაჲ და გუნდრუკი და ძღუენნი ჴელთა შინა მათთა შეღებად სახლად უფლისა.

6და გამოვიდა მიგებებად მათდა ისმაილ მასიფაით, და იგინი ვიდოდეს და ტიროდეს. და ვითარცა მიეახლა მათ, ჰრქუა მათ: შევედით გოდოლიაჲსსა, ძისა აქიკამისა.

7და იყო, შე-რა-ვიდეს საშუალ ქალაქისა, მოსრნა იგინი ისმაილმან, და შთაყარნა ჯურღმულსა მან და კაცთა მათ მისთანათა.

8და ათნი კაცნი იპოვნეს მუნ და ჰრქუეს ისმაილსა: ნუ მომწყუედ ჩუენ, რამეთუ არიან ჩუენდა საუნჯენი ვვლსა შინა, იფქლნი და ქრთილნი და თაფლი და ზეთი. და წარჰჴდა და არა მოსწყჳდნა იგინი შორის ძმათა მათთა.

9ხოლო ჯუღრმული, რომელსა შთაყარნა ისმაილ ყოველნი, რომელნი მოსრა გოდოლიაჲს თანა, ჯურღმული დიდი, ესე არს, რომელი ქმნა მეფემან ასა პირისაგან ასაჲსა, მეფისა ისრაჱლისა, ესე აღავსო ისმაილმან წყლულებითა.

10და მიაქცია ისმაილმან ყოველი ერი დაშთომილი მასსიფას და ასულნი მეფისანი, რომელნი შეჰვედრნა მთავარქონდაქარმან გოდოლიას, ძესა აქიკამისსა. და აღიმსთო ისმაილ და წარვიდა წიაღ ძეთა ამმონისთა,

11და ესმნეს იოანანს, ძესა კარიესსა და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ძჳრნი, რომელნი ქმნნა ისმაილმან, ძემან ნათანისმან.

12და შეკრიბეს ყოველი ლაშქარი მათი და მივიდეს ბრძოლად მისსა. და პოეს იგი წყალსა ზედა მრავალსა გაბაონს შინა.

13და იყო, ვითარცა იხილა ყოველმან ერმან ისმაილისთანამან იონან და მთავარნი ძლიერებისანი მისთანანი, განიხარეს.

14და მოაქცია ყოველმან ერმან, რომელი წარტყუენა ისმაელმან მასსეფაჲთ, და მოქცეულნი მოვიდეს იონანის მომართ, ძისა კარიესისა.

15ხოლო ისმაილ, ძე ნათანისი, განერა რვათა კაცთა თანა პირისაგან იოანნანისსა, და მივიდა ძეთა მიმართ ამმონისთა.

16და მიიხუნა იოანან, ძემან კარისმან, და ყოველთა მთავართა ძალისათა მისთანათა ყოველნი ნეშტნი ერისანი, რომელნი უკმოაქცინა ისმაილისაგან, ძისა ნათანისა, შემდგომად მოკლვისა გოდოლიაჲსისა, ძისა აქიკამისისა, ძლიერნი კაცნი ბრძოლასა შინა, და დედანი და ნეშტნი და საჭურისნი, რომელნი მოაქცინა გაბაონით.

17და წარვიდეს და დასხდეს ქუეყანასა შინა ბიროათამისა, ბეთლემით კერძოსა, წარსლვად ეგჳპტედ.

18პირისაგან ქალდეველთასა, რამეთუ შიშნეულ იქმნნეს პირისაგან მათისა, რამეთუ მოკლა ისმაილმან გოდოლია, რომელი დაადგინა მეფემან ბაბილონისამან ქუეყანასა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი