მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 42 |
1და მოუჴდეს ყოველნი მთავარნი ძლიერებისანი და იოანან, ძე კარესი, და აზარია, ძე მაასესი, და ყოველი ერი კნინითგან დიდამდე 2მათდა იერემიას წინაწარმეტყუელსა და ჰრქუეს მას: დავარდინ წყალობაჲ ჩუენი წინაშე პირისა შენისა და ილოცე წინაშე უფლისა მიმართ ღმრთისა ნეშტთა ამათთჳს, რამეთუ დავშთით მცირედნი მრავალთაგან, ვითარცა თუალნი შენნი ხედვენ. 3და გჳთხარნ ჩუენ უფალმან ღმერთმან გზაჲ, რომელსა ვიდოდით მას ზედა და სიტყუაჲ, რომელ ვყოთ. 4და ჰრქუა მათ იერემია წინაწარმეტყუელმან: მესმა, აჰა, მე ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა სიტყუათაებრ თქუენთა. და იყოს, სიტყუაჲ, რომელიცა მომიგოს უფალმან, მიგითხრა თქუენ, არა დავფარო თქუენგან თქუმაჲ. 5და მათ ჰრქუეს ირემიას: იყავნ უფალი ჩუენდა მოწამედ მართლად და სარწმუნოდ, ვითარმედ ყოვლისა სიტყჳსაებრ, რომლითაცა მოგავლინოს შენ უფალმან ღმერთმან ჩვენდა მომართ, ეგრეთ ვყოთ, 6დაღათუ კეთილად, დაღათუ ბოროტად ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომლისა ჩუენ მიგავლენთ შენ მისსა, ვისმინოთ, რაჲთა უმჯობეს იყოს ჩუენდა, რამეთუ ვისმინოთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა. 7და იქმნა შემდგომად დღეთა ათთასა, იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიას მიმართ. 8და მიუწოდა იერემია იოანანს, ძესა კარიესისა, და მთავართა ძლიერებისათა მისთანათა, და ყოველსა ერსა კნინითგან მიდიდამდე. 9და ჰრქუა მათ: ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან, რომლისა-იგი მიმავლინეთ მე დათხევად წყალობა თქუენი წინაშე მისსა. 10უკუეთუ მსხდომარენი სხდეთ ქუეყანასა ამას შინა, აღგაშენნე თქუენ და არა დაგარღჳნე. და დაგნერგნე თქუენ და არა აღმოგფხურნე, რამეთუ დაცხრომილ ვარ ბოროტთაგან, რომელნი გიყვენ თქუენ. 11ნუ გეშინინყე პირისაგან მეფისა ბაბილონისა, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა ნუ გეშინისყე, - თქუა უფალმან, - რამეთუ თქუენ თანა ვარ განრინებად თქუენდა და ცხოვნებად თქუენდა ჴელისაგან მისისა. 12და მე გცე თქუენ წყალობა და შეგიწყალნე თქუენ, და მიგაქცინე თქვენ ქუეყანად თქუენდა. 13და უკეთუ იტყჳთ თქუენ: არა დავსხდეთ ქუეყანასა ამას შინა, არსმენისათჳს ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა, 14ვითარმედ ქუეყანად ეგჳპტისა შევიდეთ, და არა ვიხილოთ ბრძოლაჲ და ჴმაჲ საყჳრისაჲ არა ვისმინოთ, და პური არა გუშიოდის, და მუნ დავეშენნეთ. 15ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ნეშტთა იუდაჲსთა, - ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: უკუეთუ თქუენ მისცეთ პირი თქუენი ეგჳპტედ მიმართ და შეხჳდეთ მუნ დაშენებად. 16და იყოს მახჳლი, რომლისა თქუენ გეშინის, პირისაგან მისისა, გპოვნეს თქუენ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, და სიყმილი, რომლისა თქუენ სიტყუაჲ გაქუსყე სივლტოლად პირისაგან მისისა, გეწიოს თქუენ უკუანა თქუენსა ეგჳპტეს შინა, და მუნ მოჰკუდეთ. 17და იყვნენ ყოველნი კაცნი და ყოველნი სხუანი ნათესავნი მოსრულნი პირითა მათითა ქუეყანად ეგჳპტისა, დამკჳდრებად მუნ, და მოაკლდენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და არა იყოს მათი არავინ განრინებულ ბოროტთაგან, რომელთა მე მოვაწევ მათ ზედა. 18რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: ვითარცა დასწუთა გულისწყრომაჲ ჩემი დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა, ეგრეთ დაგწთუეს გულისწყრომაჲ ჩემი თქუენ ზედა შესლვასა თქვენსა ეგჳპტედ, და იყუნეთ უვალად, და ჴელისქუეშეებ, და საწყევარად და საყუედრელად, და არა იხილოთ არღა მერმე ადგილი ესე. 19ესრეთ თქუა უფალმან თქუენ ზედა, დაშთომილთა იუდაჲსთა: ნუ შეხუალთ ეგჳპტედ და აწ მცნობელთა ცანთ, რამეთუ მე შეგწამებ თქუენ, 20ვითარმედ ბოროტი ჰყავთ სულთა შინა თქუენთა, მიმავლენელთა ჩემთა და მეტყუელთა ჩემთა: ილოცე ჩუენთჳს უფლისა მიმართ და ყოველთაებრ, რაოდენნიცა გრქუნეს შენ უფალმან, გჳთხარ ჩუენ, და ვყვნეთ. 21და გითხარ თქუენ დღეს, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, რომლითა მომავლინა მე თქუენდა. 22და აწ უწყოდეთ, რამეთუ მახჳლისა მიერ და სიყმილისა მიერ და სიკუდილისა მიერ მოაკლდეთ ადგილსა შინა, რომელსა თქუენ ილოცავთ შესლვად დამკჳდრებად მუნ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |