მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 44

1სიტყუაჲ ქმნილი იერემიას მიმართ უფლისა მიერ ყოველთა ზედა იუდეანთა, დამკჳდრებულთა ეგჳპტეს შინა და მსხდომარეთა შორის ტაფნასა და მაადულოსა და მემფისა და ქუეყანასა შინა პათურისსა მეტყუელი:

2ესრეთ თქვა უცალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაელისამან: თქუენ იხილენით ყოველნი ძჳრნი, რომელნი მოვჴადენ იერუსალემსა ზედა და ქალაქთა ზედა იუდაჲსთა, და აჰა, არიან უშენ დღესა ამას მკჳდრთაგან

3პირისაგან უკეთურებისა მათისა, რომელი ქმნეს განსამწარებელად ჩემდა წარსრულთა კუმევად და კუთნვად ღმერთთა სხუათა, რომელნი არ იცოდენით თქუენ და მამათა თქუენთა,

4და მივავლენდ თქუენდა ყრმათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა აღმსთობი და მიმავლენელი და მეტყუელნი: ნუ იქმთ საქმესა შეგინებისა ამისსა, რომელი მოვიძულე.

5და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი მოქცევად უკეთურებისაგან მათისა, არკუმევისა ღმერთთა სხვათასა.

6და დასწუთა რისხვაჲ ჩემი და გულისწყრომაჲ ჩემი, და აღეტყინა ცეცხლი ბჭეთა შორის იუდაჲსათა და გარეშე იერუსალჱმსა და იქმნეს აღსაოჴრებელად და უგზოდ, ვითარცა დღესა ამას.

7და აწ ესრეთ თქუა უფალმან საბაოთისამან, ღმერთმან ისრაჱლისმან: რაჲსათჳს თქუენ იქმთ ბოროტთა დიდთა სულთა ზედა თქუენთა? მოკუეთად თქუენი მამაცი და დიაცი, ჩჩჳლი და მწოარი შორისისაგან იუდაჲსასა არდატევებისათჳს თქუენგანსა არცა ერთსა,

8განმწარებისათჳს ჩემისა საქმეთა მიერ ჴელთა თქვენთაჲსა, კუმევითა ღმერთთა სხუათათა ქუეყანასა ეგჳპტისასა, სადა შეხუედით მსხემობად მუნ, რაჲთა აღმოიჭრნეთ და რაჲთა იქმნეთ საწყევარად და საყუედრელად წარმართთა შორის

9არდავიწყებითა თქვენგან ძჳრთა მამათა თქუენთასა, და ძჳრთა თქუენთა, და ძჳრთა მეფეთა იუდაჲსათასა, და ძჳრთა ცოლთა მათთასა და ძჳრთა ცოლთა თქუენთასა, რომელნი ქმნეს ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და გარეშე იერუსალჱმისა.

10და არა დასცხრეს ვიდრე დღისამდე ამის, და არ შეიშინეს, და არცა ერჩდეს შჯულთა ჩემთა, და არა ვიდოდეს უკანა ბრძანებათა ჩემთა, რომელნი მივსცენ წინაშე პირსა მამათა მათთასა და წინაშე პირსა მათსა.

11ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე დავამტკიცებ პირსა ჩემსა თქუენ ზედა ბოროტთათჳს მოსრულება ყოვლისა იუდაჲსასა.

12და მიიხუნენ დანაშთომნი იუდაჲსნი დამსხმელნი პირთა მათთანი შესლვად ქუეყანად ეგჳპტისა მსხემობად მუნ, წარწყმედისათჳს ყოველთა ნაშობთა იუდაჲსათა ეგჳპტესშინათა. და დაეცნენ მახჳლისა მიერ და სიყმილისა, და მოაკლდენ კნინითგან ვიდრე დიდადმდე, და მახჳლითა და სიყმილითა მოკუდენ, და იყუნენ საფიცად და წარსაწყმედელად, დასაწყევარად და საყუედრელად.

13და ზედმივიხილო მსხდომარეთა ზედა ეგჳპტეს შინა, ვითარცა ზედმივიხილე იერუსალჱმსა ზედა მახჳლისა მიერ და სიყმილისა და სიკუდილისა.

14და არა იყოს მათდა განრინებული, არცა დაშთომილი არცა ერთი ნეშტთაგანი იუდაჲსათა მოსრულთაჲ მსხემობად ქუეყანასა შორის ეგჳპტისასა, მიქცევად ქუეყანადვე იუდაჲსსა, რომელსა ზედა იგინი ესვენ სულითა მათითა მიქცევად მუნ, არა მიიქცენ თჳნიერ მხოლოდ განლტოლვილნი, ესე იგი არს, განრომილნი.

15და მიუგეს იერემიას ყოველთა მამაკაცთა მეცნიერთა, ვითარ უკმევენ ცოლნი მათნი ღმერთთა სხვათა და ყოველთა დედათა მდგომარეთა, შესაკრებელმან დიდმან და ყოველმან ერმან მსხდომარეთა ქუეყანასა ეგჳპტისასა, ქუეყანასა პათოქსისასა, მეტყუელთა:

16სიტყუაჲ, რომელ სთქუ ჩუენდამო სახელითა უფლისაჲთა, არა გისმინოთ შენ,

17რამეთუ მყოფელთა ვყოთ ყოველი სიტყუაჲ, რომელი გამოვიდეს პირისაგან ჩუენისა კუმევად მეფეას ცისასა და ზორვად მისსა საზორველთა, ვითარიგი ვყავთ ჩუენ, და მამათა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა და მეფეთა ჩუენთა ქალაქთა შინა იუდაჲსათა და გამოსავალთა იერუსალჱმისათა, და აღვივსენით პურითა, და ვიქმნენით ტკბილ და ძჳრნი არ ვიხილენით.

18და ვითარცა მოვაკლეთ მკუმეველთა მეფიას ცისასა, და მზორველთა მისდა საზორველთასა ნაკლულევან ვიქმნენით ყოველნი ჩუენ, და მახჳლისა მიერ და სიყმილისა მოვაკლდით.

19და დედათა თქუეს: და რამეთუ უკმევთ ჩუენ მეფეას ცისასა და უზორავთ მას საზორველთა, ნუ თჳნიერ ქმართა ჩუენთასა უქმენით მას მსუნევანნი, და უგენით მას საგებნი.

20და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა ძლიერთა და დედებსა, და ყოველსა ერსა მიმგებელთა მისდა სიტყუათასა მეტყუელმან:

21არა საკუმეველსა რომელსა აკუმევდით ქალაქთა შორის იუდაჲსათა და გამოსავალთა შორის იერუსალჱმისათა თქუენ და მამანი თქუენნი, და მეფენი თქუენნი, და მთავარნი თქუენნი და ერი ქუეყანისაჲ? მოიჴსენა უფალმან და აღვიდა გულსა ზედა მისსა.

22და ვერ უძლებდა მერმე თავს-დებად უფალი პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთაჲსა და საძაგელებათა თქუენთაჲსა, რომელნი ჰქმნენით, და იქმნა ქუეყანაჲ თქუენი მოსაოჴრებელად, და უვალად და საწყევარად არყოფისა მიერ მკჳდრთასა, ვითარცა დღესა ამას პირისაგან,

23რომლითა უკუმევდით და რომლითა შესცოდეთ უფალსა, და არა ისმინეთ ჴმისა უფლისაჲ, და შჯულსა შინა მისსა და წამებათა შორის მისთა, და ბრძანებათა ზედა მისთა არა ხჳდოდეთ. და გპოვნეს თქუენ ბოროტთა ამათ, ვითარცა დღესა ამას.

24და ჰრქუა იერემია ყოველსა ერსა და დედებსა: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა.

25ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაჱლისაჲ: თქუენ და ცოლთა თქუენთა სთქუთ პირითა თქუენითა, და ჴელითა თქუენითა აღასრულეთ მეტყუელთა: მყოფელთა ყვნეთ აღსაარებანი ჩუენნი, რომელნი აღვიარენით კუმევად მეფიას ცისასა, და სწრაფაჲ გებად მისსა საგებთა დადგრომილნი დაადგერით აღსარებათა თქუენთა, და მყოფელთა ჰყვენით აღთქმანი თქუენნი.

26ამისთჳს ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდამან, მსხდომარეთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა: აჰა, მე ვფუცე სახელსა ჩემსა დიდსა, - თქუა უფალძან ღმერთმან: უკუეთუ იყოს მერმე სახელი ჩემი წოდებულ პირითა ყოვლისა იუდეანისა მეტყუელისაჲთა. ცხოველ არს უფალი ღმერთი ყოველსა შინა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

27რამეთუ მე ვიღჳძე ბოროტებად მათდა, და არა კვთილობად და მოაკლდეს ყოველი იუდაჲ, დამკჳდრებულნი ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა მახჳლისა მიერ და სიყმილისა, ვიდრემდის არა მოაკლდენ.

28და განრინებულნი მახჳლისაგან მიიქცენ ქუეყანით ეგჳპტით, ქუეყანად იუდასასა კნინნი რიცხჳთა, და ცნან ყოველთა ნეშტთა იუდაჲსათა, მსხემთა ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, სიტყუაჲ, თუ ვისი დაადგრეს - ჩემი ანუ მათი.

29და ესე თქუენდა სასწაულ, იხილო, რამეთუ მე ზედმოვიხილო თქუენ ზედა ადგილსა ამას შინა ბოროტებად, რათა სცნათ, ვითარმედ დადგრომით დაადგრენ სიტყვანი ჩემნი თქუენ ზედა ბოროტებად.

30ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე მივსცემ ფარაოს, უფროსსა მეფისა ეგჳპტისასა განცემულად ჴელებსა მტერთა მისთასა და ჴელებსა მეძიებელთა სულისა მისისათასა, ვითარცა მივეც სედეკია, მეფე იუდაჲსი, ჴელთა ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილოვნისათა მტერისა მისისა და მეძიებელისა სულისა მისისათა.


წინა თავი შემდეგი თავი