მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 46

1სიტყვა, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისათა,

2ძალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა, ქარამის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ, წელსა მეოთხესა იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა.

3აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,

4დაასხენით ცხენებსა, ამჴედრდით ცხენოსანნი და განჰმზადენით ჩაფხუტნი თავთა მიერ თქუენთა. წარმოიღეთ ჰოროლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.

5რად? რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ მით, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ, ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცვულნი გარემოჲს, - იტყჳს უფალი.

6ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო ევფრატსა ზედა მოუძლურდეს, და დაეცნეს.

7ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?

8წყალი ეგჳპტე, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე, და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.

9აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებრძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლუდნი აღვედით, მოირათხთ მშჳლდი.

10და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე შურისძიებისა არს, ძიებად შური მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.

11აღვედ გალადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა, ასულისა ეგჳპტისა. ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

12ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე,

13რომელნი თქუნა უფალმან ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორისსა, მეფისა ბაბილონისა, დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.

14მიუთხართ შორის ეგჳპტისა, და სასმენელ-ყავთ შორის მაგდოლოჲსა, და დაჰმოწმეთ შორის მემფისა და შორის ტაფნისა. თქუთ: ზედ დადეგ და განჰძზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.

15მით, რამეთუ ივლტოდა აპის ზუარაკი რჩეული შენი, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი.

16და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მივიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.

17მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.

18ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მეფე ძალთა სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი მთათა შორის, და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.

19ჭურჭელნი ტყუეობისანი იქმნენ თავისა შენისად. მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს, და ეწოდოს ვაება არყოფისაგან მკჳდრთა მის შორის.

20დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.

21და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი მით, რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურისძიებისა მათისაჲ.

22ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისა, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდიან, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.

23მოკაფეთ მაღნარი მისი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს მკალთასა, და არა არს რიცხჳ მათი.

24ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთგამოჲსათა.

25თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.

26და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.

27ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.

28და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენთანა მე ვარ. უშიში, და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება. და გწუართო შენ მსჯავრით, და უბრალოობით არ უბრალოგყო შენ.


წინა თავი შემდეგი თავი