მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 48 |
1მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია. 2არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი, 3რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა. 4შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა, 5რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა. 6ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა, 7ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად. 8და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან: 9ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა. 10წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან. 11განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა. 12ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ. 13და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა. 14ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად. 15წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი. 16ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად. 17შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი. 18შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ, 19გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა? 20ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი. 21და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა, 22და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა, 23და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა, 24და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა. 25დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან: 26დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა. 27და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო. 28დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა. 29მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი. 30ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო? 31ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა. 32და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი. 33დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად. 34ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს. 35და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა. 36ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან. 37ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ. 38და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან. 39ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა, 40რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა. 41დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ. 42და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა. 43შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან. 44მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან, 45საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი. 46ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ. 47და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა, |
წინა თავი | შემდეგი თავი |