მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 49

1ძეთა ამმონისთა. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაჱლსა შორის? ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსათჳს დაიპყრა მელქომ გალადი? და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს.

2ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ვასმინო რაბათსა ზედა ძეთა ამმონისთასა შფოთი ბრძოლათა და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ. და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.

3ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ. ღაღად-ყავთ, ასულნო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუეობად ვალს, მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად,

4რამეთუ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა.

5აჰა, მე მოვიღო შიში შენ ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან, - ყოველთაგან გარემოსმყოფთა შენთა და განიწესოს კაცადი პირისა კერძ თჳსისა და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი

6და ამის შემდგომად მოვაქციო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, - თქუა უფალმან,

7იდუმეასა, ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწყმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი,

8დაითრგუნა ადგილი მათი, დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მას ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედმივჰხედე მას.

9რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არ დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა დადვან შენ ზედა ჴელი მათი.

10რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი. დაფარვად ვერ უძლონ, წარწყმედად თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისათა და მეზობლისათა.

11და არა არს მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი. და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდენ,

12რამეთუ ამათ იტყჳ უფალი, - აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს, და შენ უბრალოქმნილი არა უბრალო იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.

13რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.

14სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკერბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა,

15რამეთუ, აჰა, კნინღა მიგეც შენ წარმართთა შორის და ადვილ საწუნელ კაცთა შორის.

16ლაღობამან გულისა შენისამან გიწყნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა. შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისა, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდებნი, მიერ გარდამოაგდებენ, - თქვა უფალმან.

17და იყოს იდუმეაჲ უვალად, ყოველი თანწარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა,

18ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, - თქვა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.

19აჰა, ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ? მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა აღმიდგეს მე, და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

20ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეას ზედა და გულისსიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა? არა თუ თანაღირიცხუნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი? არა თუ უვალ იქმნნეს მათ ზედა სავანე მათი?

21რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყია ქუეყანა, და ღაღადება შენი ზღვისა შორის მეწამულისა ისმა.

22აჰა, ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განმარტნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა, და იყოს გული ძლიერთა იდუმეასათა მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისა.

23დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე, განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულმწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.

24მოკლებულ იქმნა დამასკოჲ. მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი, სალმობამან მოიცვა, ვითარცა მშობი.

25ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყვარა?

26ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა, და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, - ჰრქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, -

27და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.

28კიდარს, მეფისა ეზოჲსსა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ ჰრქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი,

29კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად, და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოს,

30ივლტოდეთ ფრიად, განჰკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, განზრახვაჲ და ისიტყუა თქუენ ზედა გულისსიტყვა.

31აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილმდგომსა და მყუდროსა და მჯდომარესა განსუენებულად, - იტყჳს უფალი, - რომლისა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

32და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე საცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი. და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, - თქუა უფალმან,

33და იყოს ეზო მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე. არ დაემკჳდროს მუნ კაცი და არ დაჯდეს მუნ ძე მიწისნაშობისაჲ.

34სიტყუა, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა და თქუა:

35ამათ იტყჳს უფალი ძალთა: აჰა, ესერა, შევჰმუსრო მშჳლდი ელამისა, დასაბამი მძლავრებისა მათისა.

36და მოვხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა, ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა და არა იყოს ნათესავი, რომელ არა მოვიდეს მუნ განმაგაარებელნი ელამისნი,

37და შიშნეულ-ვყუნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემისა, - იტყჳს უფალი, - და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრე მოსპოლვადმდე მათდა.

38და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, - თქუა უფალმან,

39და იყოს უკანასკნელთა დღეთა, ზემოვაქციო ტყუეობა ელამისა, - იტყჳს უფალი, დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუა ესე ელამისთჳს ბაბილოვნელთა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი