მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 50 |
1სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ჴვლითა იერემია წინაწარმეტყუელისათა. 2მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აოჴრდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებული მიეცა. მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა, 3რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაოჴრებელად. და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის, კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს. 4მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი, - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი. 5ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღათქმაჲ საუკუნოჲ არა მოაკლდეს. 6ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი. 7ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ. 8უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა. 9რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად. 10და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი. 11და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი. 12სირცხჳლეულ იქმნა დედა თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ. აჰა, უკანასკნელი წარმართთა ოჴერ და ურწყულ და უვალ. 13რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად. და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა. 14წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა, მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა თქუენსა ზედა, რამეთუ უფალსა შესცოდა. 15და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს დაეფანნი მისნი, დაირღვა ზღუდე მისი, რამეთუ შურისგება ღმრთისა მიერ არს. შური იძიეთ მის ზედა, ვითარცა ყო, უყავთ მას. 16მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა. კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ და კაცადი ქუეყანად თჳსისა მიივლტოდიან. 17ცხოვარი ცთომილი ისრაჱლი, ლომთა განაგარეეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისმან, და ესრეთ უკანასკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუქოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა. 18ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე შურისძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა. ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისასა. 19და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმელსა და შორის ბასანსა და შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა. და აღივსნენ სულნი მათნი. 20მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი, 21- ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო! და უჩინო-ყავ, - იტყჳს უფალი, - უკანაგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ. 22ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, 23ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის? 24წინაგანგეწყვეა შენ და ზედადაგესხნენ შენ? და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე, შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე. 25განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ შორის ქუეყანასა ქალდეველთასა, 26რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი, განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი. ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული. 27აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი და შთამოვიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ. 28ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა. 29და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა. 30ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან. 31აჰა, მე შენ ზედა, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, - მაგინებელთა, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისა. 32და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი, და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოსნი მისნი. 33ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მიმძლავრებულ არიან ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსანი. ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი, 34და მჴსნელი მათი ძლიერ უფალი ძალთაჲ, ყოვლისა მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ და განაძჳნნეს დამკჳდრებულნი ბაბილონისნი. 35მახჳლი ქალდეველთა ზედა, - თქუა უფალმან, - და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილოვნისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულისჴმისმყოფელთა ზედა მისთა, და მოისპნენ. 36მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ. მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ. 37მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყუნენ, ვითარცა დედანი. მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ. 38მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის და ექადოდინ. 39ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს მერმე უკუნისამდე, და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად, 40ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და მოზღურენი მათნი, - თქუა უფალმან, - არა დაეშენოს მუნ კაცი, და არა იმსხემოს ძემან კაცისამან. 41აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ. 42მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე; უგბილ არიან და არა შეიწყალებენ: ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ განმზადებულნი, ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო! 43ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა. 44აჰა, ვითარცა ლომი, გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა, ადგილსა ეთამისთა, სამკჳდრებელსა შორის დასაბამისსა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დაეადგინო, რამეთუ ვინ ვითარ მე? და ვინ წინააღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა? 45ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა და გულისსიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოვარი. 46მით, რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანა, და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის. |
წინა თავი | შემდეგი თავი |