მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 52

1ოცდაერთის წლის იყო სედეკია მეფობასა შინა მისსა. და ერთდაათ წელ იმეფა იერუსალიმს შინა, და სახელი დედისა მისისაჲ ამიტალ, ასული იერემიასი, ევლოვენნაჲთ.

2და ქმნა ბოროტი წინაშე თუალთა უფლისათა, ვითარსახედ ქმნა იოაკიმ,

3რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ იქმნა ძჳნად იერუსალჱმისა და იუდაჲსსა, ვიდრემდის არა განსთხინა იგინი პირისაგან მისისა და განდგა სედეკია მეფისაგან ბაბილონისასა.

4და იქმნა წელსა მეცხრესა მეფობისა სედეკიასსა, თთუესა მეათესა, ათსა თთჳსასა. მოვიდა ნაბუქოდონოსორ, მეფე ბაბილონისა, და ყოველი ძალი მისი იერუსალჱმსა ზედა, და გარემოპატნეზა იგი და გარემოაშენა მას მოთხვითთა ქვათა მომრგულები.

5და მიიწია ქალაქი იწროებად და ვიდრე მეათერთმეტედ წლამდე მეფისა სედეკიაჲსსა,

6თთუესა მეოთხესა, მეცხრესა თთჳსასა, და განმტკიცნა სიყმილი ქალაქსა შინა, და არა იყუნეს პურნი ერსა შორის ქუეყანისასა.

7და განიბძარა ქალაქი, და ყოველნი კაცნი მებრძოლნი ივლტოდეს, და გამოვიდეს ქალაქისაგან ღამე გზასა ბჭისა საშუალისა ზღუდეთაჲსასა და წინმოზღუდვილობისასა, რომელი იყო მტილსა თანა მეფისასა და ქალდეველნი ქალაქსა ზედა გარემოჲს. და წარვიდეს გზასა ისრაელისასა.

8და სდევნა ძალმან ქალდეველთამან უკანა მეფისა, დაეწინეს მეფესა სედეკიას წიაღ იერიქოჲსა, უდაბნოს შინა, და ყოველნი ყრმანი მისნი განიბნინეს მისგან.

9და შეიპყრეს მეფე სედეკია, და მოიყვანეს იგი მეფისა მომართ ბაბილონისა, დევლათად, ქუეყანად ემათისა, და ეზრახა მეფე ბაბილონისაჲ სასჯელისა თანა სედეკიას.

10და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიასნი წინაშე თუალთა მისთა, და ყოველნი მთავარნი იუდაჲსნი მოსწყჳდნა დევლათას შინა.

11და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა, და შეკრა იგი ბორკილებითა, და მიიყვანა იგი მეფემან ბაბილონისამან ბაბილონად, და მისცა იგი სახიდ წისქვილისა ვიდრე დღედმდე, რომელსა მოკუდა.

12და თთუესა მეხუთესა, მეათესა თთჳსასა. ესე წელიწადი ცხრა და მეათე ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონისა, მოვიდა ნაბუზარდან, მთავარქონდაქარი მდგომი წინაშე პირსა მეფისა ბაბილონისასა, იერუსალიმდ.

13და დაწუა სახლი უფლისაჲ, და სახლი მეფისაჲ, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიდი მოცეცხლა ცეცხლითა;

14და ყოველი ზღუდე იერუსალიმსა გარემოს დაარღჳა ძალმან ქალდეველთა მთავარქონდაქართამან.

15ხოლო დავრდომილთაგანი ერისათანი და ნეშტი ერისაჲ და დაშთომილნი ქალაქსა შინა და მილტოლვილნი იგი შევრდომილნი მეფისა მიმართ ბაბილონისა და ნეშტი სიმრავლისაჲ განსახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან.

16ხოლო დავრდომილთაგან ქუეყანისათა დაუტევნა ნაბუზარდინ, მთავარქონდაქარმან, ვენაჴისმოქმედად და ქუეყანისმოქმედად.

17და სუეტნი რვალისანი სახლისა უფლისანი, და ხარისხნი და ზღუაჲ რვალისაჲ სახლსა შინა უფლისასა შეჰმუსრეს ქალდეველთა, და მიიღეს ყოველი რვალები მათი ბაბილონად.

18და ხჳრები, და საპყრობელები, და გჳრგჳნი, და სავსები, და ფიალები, და ფუცხუები, და ყოველნი ჭურჭელნი რვალისანი, რომელთა მიერ შემწირველობდეს მათ მიერ, წარიხუნეს.

19და სასაკუმეველნი და ვეხნები, და საპფოთნი, და მაზმაროთნი, და საწურველები, და სასანთლეები და სამსხუერპლოები, და ჭაშაკები, რომელნი იყვნეს ოქროსანი და რომელნი იყვნეს ვეცხლისანი მიიხუნა მთავარქონდაქარმან.

20და სუეტთა ორთაჲ და ზღჳსა ერთისაჲ და ზუარაკთა ათორმეტთა რვალისათა ქუეშე კერძოთა ზღჳსათა, რომელნი ქმნნა მეფემან სოლომონ სახლსა შინა უფლისასა, არა იყო სასწორი რვალისა ყოველთა ამათ ჭურჭელთა.

21და სუეტთაჲ, ოცდაათხუთმეტ წყრთა იყო სიმაღლე სუეტისა ერთისაჲ, და საბელი ათორმეტთა წყრთათაჲ გარეშესწუდებოდა მას და სისქე ოთხთა თითთაჲ გარემოჲს

22და სუეტისთავი მათ ზედა რვალისაჲ, და სიმაღლე სუეტისთავისა ერთისა ხუთ წყრთა. და ბადე და ბროწეულები სუეტისთავსა ზედა გარემოჲს ყოველნი რვალისანი, და ამათებრვე მეორესაცა სუეტსა რვაჲ ბროწეული (წყრთეულად ათორმეტთა წყრთათაჲ).

23და იყვნეს ბროწეულნი ოთხმეოცდაათექუსმეტ კერძოსა ერთსა, და იყვნეს ყოველნი ბროწეულნი ას ბადესა ზედა გარემოჲს.

24და წარიყვანა მთავარქონდაქარმან სარეა, მთავარმღდელი პირველი, და სოფონია მღდელი მეორე და სამნი მცველნი გზათანი.

25და ქალაქისაგან წარიყვანა საჭურისი ერთი, რომელი იყო ზედამდგომელი კაცთა მებრძოლთა და შჳდნი კაცნი სახელოანნი პირისწინაშენი მეფისანი, პოვნილნი ქალაქსა შინა, და მწიგნველი მთავარი ძლიერთაჲ, მწიგნველი ერისა მის ქუეყანისაჲ და სამეოცნი კაცნი ერისაგან ქუეყანისაჲსა, პოვნილნი შორის ქალაქისა.

26და მიყვანნა იგინი ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და მიიყვანნა იგინი მეფისა ბაბილონისაჲსა დევლათად.

27და მოსწყვდნა იგინი მეფემან და მოაკუდინნა იგინი დევლათას შინა, ქუეყანასა ემათისასა, და განსახლულ იქმნა იუდა ზედაკერძოჲსაგან ქუეყანისა მისისა.

28და ესე ერი, რომელი განასახლა ნაბუქოდონოსორ წელსა მეშჳდესა, იუდეანნი - სამ ათასნი და ოცნი და სამნი,

29წელსა რვა და მეათესა ნებუქოდონოსორისსა, იერუსალიმით სულნი რვაასოცდაათორმეტნი.

30წელსა შინა სამ და მეოცესა ნაბუქოდონოსორისსა განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან იუდეანთა სულები რვაასდაორმოც და ხუთნი, ყოველნი სულნი ოთხ ათას ექუსასნი.

31და იქმნა ოცდამეათშჳდმეტსა შინა წელსა განსახლვასა იოაკიმ მეფისა იუდაჲსსა. მეათესა თთუესა, მეოთხე და მეოცესა თთჳსასა, გამოიყვანა უკუეცა ულამედარახ მეფემან ბაბილონისამან წელსა შინა, რომელსა განმეფნა თავი იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და გამოიყვანა იგი სახლისაგან, რომელსა შინა იცვებოდა.

32და ეზრახა მას ტკბილთა და მისცა საყდარი მისი ზეშთა საყდრებსა მეფეთა მისთანათასა ბაბილონსა შინა.

33და უცვალა სამოსელი პყრობილებისა მისისაჲ, და ჭამდა პურსა მარადის წინაშე პირსა მისსა ყოველთა დღეთა, რომელთა ცოცხალ იყო.

34და ჭამადი მისი ჭამადი მიმდემადი მიეცემოდა მას მეფისა მიერ ბაბილონისა დღისაგან დღისამდე ვიდრე დღისამდე, რომელსა მოკუდა ყოველთა დღეთა სიცოცხლისა მისისათა.


წინა თავი