მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იერემია წინასწარმეტყველი |
თავი 6 |
1განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი. 2იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო! 3მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა. 4განემზადენით მას ზედა ბრძოლად, აღდეგით და აღვიდეთ მის ზედა შუადღე. ვაჲ ჩვენდა, რამეთუ მიდრკა დღე, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი მწუხრისანი. 5აღდეგით და აღვიდეთ ღამე და განვხრწნნეთ საფუძველნი მისნი, 6რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა: აღმოკაფენით ხენი მისნი და განმფენელი იერუსალიმსა ზედა ძალისა, ჵ ქალაქი მტყუარი სრული, - მძლავრებაჲ მის შორის. 7ვითარ განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაციოს უკეთურებამან მისმან უთნობაჲ, და საარებაჲ ისმეს მას შინა წინაშე პირსა მისსა, მარადის ტკივილითა და გუემითა. 8იწუართოს იერუსალიმი, ნუ განგეშოროს სული ჩემი შენგან. ნუ გყო შენ ქუეყანად უვალად, რომელი არდამკჳდრებულ იქმნეს, 9რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოჰკუფხლევდით, ვითარცა ვენაჴსა, ნეშტსა ისრაილისასა, ზედმიიქეცით, ვითარცა მსთულებელი კუფხალთა ზედა მისთა. 10ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალ-უცყე სმენაჲ. აჰა, სიტყვა უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი. 11და გულისწყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე და არა მოვასრულენ იგინი. მივფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და შესაკრებელსა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად, რამეთუ ქმარი და ცოლი შეპყრობილ იქმნენ, მოხუცებული სავსისა თანა დღითა. 12და გარდაიცვალნენ სახლნი მათნი სხვათა ველთამი და ცოლები მათი ეგრეთვე, რამეთუ განვირთხამ ჴელსა ჩემსა დამკჳდრებელთა ზედა ამის ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, 13რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი. 14და ჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ? 15სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარ სირცხჳლეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაჲ მათი ვერ აგრძნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ, - თქუა უფალმან. 16ამათ იტყჳს უფალი: დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელი არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა. და თქუეს: არა ვიდოდით. 17დავადგინენ თქუენ ზედა ებგურნი. ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსა, და თქუეს: არა ვისმინოთ. 18ამისთჳს ესმა წარმართთა და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის, და რაოდენი ვყავ მათ შორის. 19ისმინე, ქუეყანაო! აჰა, მოვაწევ მე ერსა ამას ზედა ძჳრთა, ნაყოფსა მიქცევისა მათისასა, რამეთუ სიტყვასა ჩემსა არა ერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს. 20რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით. ყოვლადდასაწუელნი თქვენნი არა არიან მითუალულ და მსხუერპლნი თქვენნი არა მეტკბნეს მე. 21ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მივსცემ ერსა ამას ზედა უძლურებასა, და მოუძლურდენ მის შორის მამანი და ძენი ერთბამად, მეზობელი და მოძმე მისი წარწყმდენ. 22ამათ იტყჳს უფალი: აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულისაგან ქუეყანისა. 23მშჳლდი და მაზრაკი ეპყრასყე, მძჳნვარე არს და არ შეიწყალოს. ჴმაჲ მისი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენებისა მიერ და საჭურველისა. წყობაჰყოფს, ვითარცა ცეცხლი, ბრძოლად შენდამი, ასულო სიონისაო! 24გუესმა სასმენელი ეგე და იჴსნნეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან მომიცვნა ჩუენ სალმობითა, ვითარ მშობიარისათა. 25ნუ განხუალთ აგარაკებად და გზათა ზედა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთა მკჳდრ არს გარემოს, 26ასულო ერისა ჩემისაო! გარემოირტყ ძაძა, გარდაისხ ნაცარი გლოვისაებრ სიყუარულისა. ყავ თავისა შენისა ტყებაჲ საწყალობელი, რამეთუ მეყსა შინა მოიწიოს საარებაჲ თქუენ ზედა. 27გამოსაცდელად მიგეც შენ ერთა შორის შეყენებულთა და ცნობად გამოცდასა შინა ჩემდა გზისა მათისა 28ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან. 29მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს. 30ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან). |
წინა თავი | შემდეგი თავი |