მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 7

1სიტყუა, რომელი იყო იერემიას მიმართ უფლისა მიერ და ჰრქუა:

2დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა და აღმოიკითხე სიტყუა ესე და არქუ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა.

3ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: განჰმართლენით გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ შორის ადგილსა ამას.

4ნუ ესავთ თავთა თჳსთა სიტყუათა ზედა მტყუართა, ვითარმედ რაჲთურთით არას მარგებენ ჩუენ მეტყველნი: ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს,

5რამეთუ უკუეთუ განმმართებელთა განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და მყოფელთა ჰყოთ მსჯავრი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა,

6და მწირსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლსა უბრალოსა არა დასთხევდეთ ადგილსა ამას შინა, და შემდგომად ღმერთთა უცხოთასა არა ხჳდოდით განბოროტებად თქუენდა.

7და დაგამკჳდრნე თქუენ ადგილსა შინა თქუენსა, ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე.

8ხოლო უკუეთუ თქვენ ესვიდეთ სიტყვათა მიმართ ცუდთა, ვინაჲ არას ირგებთ.

9და ჰმკლველობდეთ და იმრუშებდეთ და იპარვიდეთ. და ჰფუცვიდეთ უსამართლოსა ზედა, და უკუმევდეთ ბაალსა, და ხჳდოდით შემდგომად ღმერთთა უცხოთა, რომელთა არა უწყით (ბოროტ-ყოფაჲ თქუენდად).

10და მოხუედით და დასდეგით წინაშე ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა და სთქუთ: განვეშორენით ქმნად ყოველთა ამათ საძაგელებათა.

11ნუ ქუაბ ავაზაკთა სახლი ჩემი? რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა მუნ წინაშე თქუენსა, და, აჰა, ვიხილე, - იტყჳს უფალი,

12რამეთუ ხჳდოდით ადგილსამი ჩემსა სილომსშინაჲსა, რომელსა დაიკარგა სახელმან ჩემმან მის ზედა მუნ უწინარეს, და იხილეთ, რანი უყვენ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა.

13და აწ ამის წილ, რომელ ჰქმნენით ყოველნი ესე საქმენი, და ვიტყოდე თქუენდამი, განთიად ვიტყოდი, და არა ისმინეთ ჩემი, - თქუა უფალმან, - და გიწოდეთ თქუენ, და არა მომიგეთ.

14მეცა უკუე უყო სახლსა ამას, რომელსა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, რომლისამი თქუენ ესავთ მის ზედა და ადგილისა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარ-იგი უყავ სილომსა.

15და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, - ყოველი თესლი ეფრემისი.

16და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო.

17ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა?

18ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა, და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა, და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთა, რაჲთა განმარისხონ მე.

19ნუ მე განმარისხებენა იგინი? - თქუა უფალმან, - არა თავთა თჳსთა, რაჲთა ჰრცხუენნეს პირთა მათთა.

20ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, რისხვა და გულისწყრომაჲ ჩემი განეფინოს ადგილსა ამას ზედა და კაცთა ზედა საცხოვართა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველთა ზედა ნაშრომთა ქუეყანისათა, და აღეგზნას და არა დაშრტეს.

21ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: ყოვლადდასაწუელნი თქუენნი შეკრიბენით მსხუერპლთა თქვენთა თანა და ჭამეთ ჴორცი.

22რამეთუ არა ვთქუ მამათა მიმართ თქუენთა და არა ვამცენ მათ: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყუანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ყოვლადდასაწუელთათჳს და მსხუერპლთა,

23არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ მეტყუელმან: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ვიყო მე თქვენდა ღმრთად, და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად. და ვიდოდეთ ყოველთა ზედა გზათა ჩემთა, რომელნიცა გამცნენ თქუენ, რაჲთა იყოს თქუენდა.

24და არა ისმინეს ჩემი, არცა მოყვეს ყური მათი, არამედ ვიდოდეს მოგონებათა შინა გულისა მათისა ბოროტისათა, და იქმნეს უკუმართთამი და არა წამართთამი.

25დღითგან, რომლით გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე დღისამდე ამის, და გამოვავლინენ თქუენდამო ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი და ცისკარსა მივავლინე.

26და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა.

27და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე და არა ისმინონ შენი, ხადოდი მათ და არარაი მიგიგონ შენ.

28და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი, რომელმან არა ისმინა ჴმისა უფლისა ღმრთისა მისისა, არცა შეიწყნარა წურთილებაჲ, მოაკლდა სარწმუნოება და მოღებულ არს ჭეშმარიტებაჲ პირისაგან მათისა.

29აღპარსე თავი შენი და განაგდე და აღიღე ბჭეთა ზედა გლოაჲ, რამეთუ აგამოუცდელა უფალმან და განიშორა ნათესავი მოქმედი ამათი.

30რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და აწ ესმნეს საძაგელნი მათნი შორის სახლისა, რომლისა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა შეგინებად მისსა.

31და აღაშენეს ბომონი ტაფეთისი, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენნომისსა, დაწუად ძეთა მათთა და ასულთა მათთა ცეცხლისა მიერ, რომელი არა ვამცენ მათ, არცა მოვიდა გულსა შინა ჩემსა.

32ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არღა თქუან მერმე ბომონი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენნომესი, არამედ ჴევი მოწყუედილთა და დაჰფლნენ ტაფეთს შინა არყოფისათჳს ადგილისა.

33და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა იყოს წარმდევნელი.

34და მოვაკლო ქალაქთაგან იუდაჲსთა და საგზაურთაგან იერუსალიმისათა ჴმაჲ კეთილმშუებიარისა და ჴმაჲ მოხარულისა, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ მოსაოჴრებელად იყოს ყოველი ქვეყანა.


წინა თავი შემდეგი თავი