მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იერემია წინასწარმეტყველი
თავი 9

1ვინ მოსცეს თავსა ჩემსა წყალი და თუალთა ჩემთა წყაროჲ ცრემლთაჲ? და ვსტიროდი ერსა ამას ჩემსა დღე და ღამე მოწყლულთა ასულისა ერისა ჩემისათა.

2ვინ მომცეს მე უდაბნოს შინა სადგური უკანასკნელი? და დაუტევო ერი ჩემი და წარვიდე მისგან, რამეთუ ყოველნი იმრუშებენ კრებულნი შეურაცხმყოფელთანი.

3და მორთხმულ-ყვეს ენაჲ მათი, ვითარცა მშჳლდი. ტყუილი და არსარწმუნოებაჲ განძლიერდა ქუეყანასა, რამეთუ ბოროტთაგან ბოროტთა მომართ გამოვიდეს და მე არა მიცნეს, - იტყჳს უფალი.

4კაცადი მოყუსისაგან თჳსისა ერიდენით და ძმათა თქუენთა ნუ ესავთ, რამეთუ ყოველი ძმაჲ წიხლითა წიხლვიდეს და ყოველი მეგობარი ზაკულად ვიდოდის.

5კაცადი ძჳნად მოყუსისა თჳსისა მოკიცხარობს, ჭეშმარიტება არა თქუას. ისწავა ენამან მათმან თქმაჲ ტყუილისაჲ. მიჰხუეჭდეს და არა მოაკლეს მიქცევად.

6ვახში ვახშსა ზედა, ზაკუაჲ ზაკუასა ზედა. არა ინებეს ცნობაჲ ჩემი, - იტყჳს უფალი.

7ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ. აჰა, მე გავაჴურვნე იგინი და გამოვცადნე იგინი, რამეთუ ვყო პირისაგან უკეთურებისა ასულისა ერისა ჩემისა. ისარ მწყლველ.

8ენაჲ მათი, მზაკუარებ სიტყუანი პირისა მათისანი მოყუასსა თჳსსა ჰზრახავს მშჳდობითთა და გულსა თჳსსა შორის აქუს მტერობაჲ.

9ნუ ამათ ზედა არ მივიხილოა? - იტყჳს უფალი, - ანუ ერსა ზედა ესევითარსა არ შური იგოსა სულმან ჩემმან?

10მთათა ზედა აღიღეთ ტყება და ალაგთა ზედა უდაბნოჲსათა გოდება, რამეთუ მოაკლდეს არყოფისაგან კაცთა მრავალთაჲსა. არა ისმინეს ჴმაჲ მყოფობისაჲ მფრინველთაგან ცისათა და ვიდრე საცხოვართამდე განჰკრთეს თქრომით.

11და მივსცე იერუსალიმი გარდასახლებად და სამკჳდრებელად ვეშაპთა და ქალაქნი იუდაჲსნი უჩინოსაქმნელად დავსხნე არდამკჳდრებისაგან.

12ვინ არს კაცი გულისხმისმყოფელი? და გულისხმა-უყო ესე და რომელმან სიტყვა პირისა უფლისაჲ ამას თანა მიგითხრას თქუენ, რომლისათჳს წარწყმდა ქუეყანაჲ; დაეტევა, ვითარცა უდაბნოჲ არსაგზაურობისაგან მისისა.

13და თქუა უფალმან ჩემდამო: - დატევებისათჳს მათგან სჯულისა ჩემისა, რომელი მივეც წინაშე პირსა მათსა, და არა ისმინეს ჴმისა ჩემისა,

14არამედ ვიდოდეს შემდგომად სათნოთა გულისა მათისა უკეთურისათა და შემდგომად კერპთა, რომელნი ასწავნეს მათ მამათა მათთა.

15ამისთჳს, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაილისაჲ, - აჰა, მე ვაჭამნე მათ ჭირნი და ვასუა მათ წყალი ნავღლისაჲ.

16და განვაბნინე იგინი წარმართთა შორის, რომელთამი არა უწყოდეს მათ და მამათა მათთა. და მოვავლინო მათ ზედა მახჳლი, ვიდრემდის აღვჴოცნე იგინი მის მიერ.

17ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოუწოდეთ შემსხმელთა გოდებისათა, და მოვიდედ. და ბრძენთა დედათა მიავლინენით და იტყოდიან:

18და ისწრაფეთ და მოიღეთ თქუენ ზედა გოდებაჲ, და დამოადინნედ თვალთა თქუენთა ცრემლნი, და წამთა თქუენთა სდიოდედ წყალი,

19რამეთუ ჴმაჲ საწყალობლობისა ისმა სიონს შინა. ვითარ დავგლახაკენით, გურცხუენა ფრიად, რამეთუ დაუტევეთ ქუეყანაჲ, განვთხიენით კარვებნი ჩუენნი.

20ისმინეთ, დედანო, სიტყვა ღმრთისაჲ და შეიწყნარნენ ყურთა თქვენთა სიტყვანი პირისა მისისანი და ასწავეთ ასულთა თქუენთა გურინვაჲ და დედაკაცმან მოყუასსა თჳსსა გოდებაჲ,

21რამეთუ აღმოვიდა სიკვდილი სარკმელთა თქუენთაჲთ და შევიდა ქუეყანად მიმართ თქუენად მოსპოლვად ჩჩჳლთა გარეგნით და ჭაბუკთა უბანთაგან.

22ესრეთ იტყჳს უფალი: და იყვნენ მკუდარნი კაცთანი მაგალითებად პირსა ზედა ველისა ქუეყანისა თქუენისასა და, ვითარცა თივაჲ, უკუანა მთიბელისა, და არა იყოს შემკრებელ.

23ამათ იტყჳს უფალი: ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თჳსისა, და ნუ იქადინ ძლიერი ძლიერებისა მერ თჳსისა, და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თჳსსა,

24არამედ ამას ზედა იქადოდენ მოქადული გულისხმის-ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი მოქმედი წყალობისა და მსჯავრისა და სიმართლისაჲ ქუეყანასა ზედა, რამეთუ ამათ შინა არს ნება ჩემი, - იტყჳს უფალი.

25აჰა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მიხედვა-ვყო ყოველთა ზედა მეტკუეთილთა დაუცუეთელობისა მათისათა

26ეგჳპტესა ზედა, და იდუმეასა ზედა, და ედომსა ზედა, და ძეთა ზედა ამმონისთა, და ძეთა ზედა მოაბისთა და ყოველთა ზედა გარემოკუეცილსა პირით კერძო მისით დამკჳდრებულთა უდაბნოს შინა, რამეთუ ყოველნი წარმართნი უმეტკუეთილო არიან ჴორცითა და ყოველი სახლი ისრაილისაჲ უმეტკუეთილებ გულებითა მათითა.


წინა თავი შემდეგი თავი