მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 10

1და ვითარ ესმა ადონიბეზეკს, მეფესა იერუსალჱმისასა, ვითარმედ: ისო დაიპყრო გაჲ და მოსრნა იგინი, ვითარცა ყო იერიქოჲ და მეფე მისი, ეგრე უყო გაის მეფესა მისსა. და რამეთუ მიადგეს მკჳდრნი გაბაონისნი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

2და შეიშინეს მათგან ფრიად, რამეთუ უწყოდეს, ვითარმედ ქალაქი დიდი იყო გაბაონი, ვითარცა ერთი დედაქალაქთაგანი, და ყოველნი კაცნი მისნი ძლიერნი.

3და მიუვლინა, ადონიბეზეკ, მეფემან ისრაჱლისამან, ელამს, მეფესა ქებრონისასა, და აფიდომს, მეფესა ლაქისასა, და დაბირს, მეფესა ადოლანისასა

4და ჰრქუა: აღდეგით და აღმოვედით ჩემდა და შემეწიენით მე და ვჰბრძოდით გაბაონსა, რამეთუ მიადგეს იგინი ისოს და ძეთა ისრაჱლისათა.

5და აღვიდეს ხუთნი ესე მეფენი იებოსელთანი: მეფე იერუსალჱმისა, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერემოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ და მეფე ოდოლამისაჲ, იგინი და ყოველი ერი მათი, და გარე მოადგეს გაბაონსა და ჰბრძოდეს მათ.

6და მიავლინეს მკჳდრთა გაბაონისათა ისოჲსა ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს: ნუ დაალტობ ჴელთა შენთა მონათა შენთათჳს. აღმოვედით ჩუენდა მსთუად და განგუარინენ ჩუენ და შეგუეწიე ჩუენ, შეკრებულ არიან ჩუენ ზედა ყოველნი მეფენი ამორეველთანი და მკჳდრნი მთისანი.

7და აღვიდა ისო გალგალით, იგი და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა ყოველი ძლიერი ძალითა.

8და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ მათგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიან იგინი, არა დაგიდგეს მათგანი არა ვინ წინაშე თქუენსა.

9და რამეთუ მიიწია მათა ისო მეყსეულად, ღამე ყოელ მიიწია გალგალით

10და შესულიბნა იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა და შემუსრნა იგინი უფალმან შემუსრვითა დიდითა გაბაონს შინა და დევნა-უყვეს მათ გზასა აღსავალსა ბეთორონისასა და მუსრვიდეს მათ მიაზეკადმდე და მაკედადმდე.

11და რაჟამს ივლტოდეს იგინი პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა შთამართსა მას ბეთორონისასა, და უფალმან დასდვა მათ ზედა ქვაჲ სეტყჳსაჲ ზეცით გარდამო ვიდრე აზეკადმდე. და იყვნეს უმრავლეს მომკუდარნი იგი ქვითა სეტყჳსათა, ვიდრე რომელნი-იგი მოწყჳდნეს ძეთა ისრაჱლისათა მახჳლითა ბრძოლასა შინა.

12მაშინ იტყოდა ისო უფლისა მიმართ დღესა მას, რომელსა მოსცა უფალმან ღმერთმან ამორეველი ჴელთა ისრაჱლისათა, რაჟამს შემუსრნა იგინი გაბაონს შინა და შეიმუსრნეს პირისაგან ისრაჱლისა, და თქუა ისო: დადეგინ მზე გაბაონსა ზედა და მთოვარე ჴევსა ზედა იალონისასა, ვიდრემდის უბრძანო ერსა ამას.

13და დადგა მზე და მთოვარე დადგომით, ვიდრემდის სძლო უფალმან მტერთა მათთა. არა, აჰა, ესერა, ესე ყოველი წერილ არს წიგნსა სიმართლისასა? და დადგა მზე საშუვალ ცასა, არა ვიდოდა დასლვად სრულიად დღის ერთის.

14და არა იყო ესე მლევანი დღე პირველი, არცა დასასრული, ვითარმცა ისმინა ღმერთმან კაცისაჲ, რამეთუ უფალი ჰბრძოდა ისრაჱლისა თანა.

15და მოიქცა ისო და ყოველი იგი ისრაჱლი და დაიბანაკეს გალგალსა.

16და ივლტოდეს ხუთნი ესე მეფენი. და დაემალნეს ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

17და უთხრეს ისოს და ჰრქუეს: იპოვნეს ხუთნი იგი მეფენი დამალულნი ქუაბსა შინა მაკედონიასასა.

18და ჰრქუა ისო: მიაგორვეთ ქვები პირსა ზედა ქუაბისასა და დაადგინენით მას ზედა კაცნი მცველად მათ.

19ხოლო თქუენ ნუ დასცხრებით უკუანა მტერთა თქუენთათა და ეწიენით ბუნაურსა მათსა. და ნუ აუფლებთ შესლვად ქალაქად მათა. რამეთუ მოგუცნა იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

20და იყო, რაჟამს დააცადა ისო და ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ მათი ფრიად სრულიად და განრინებულნი განერნეს ქალაქებსა.

21და მოიქცა ყოველი ერი ისოჲსა მაკედად ცოცხალნი. და არავინ აღიკუმინა ძეთა ისრაჱლისათამან ენითა თჳსითა.

22და ჰრქუა ისო: აღიღეთ ქუაბსა მას და გამოიყუანენით ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით.

23და გამოიყვანნეს ხუთნი ესე მეფენი მიერ ქუაბით: მეფე იერუსალიმისაჲ, და მეფე ქებრონისაჲ, და მეფე იერიმოთისაჲ, და მეფე ლაქისაჲ, და მეფე ოდალომისაჲ.

24და რამეთუ გამოიყვანნეს იგინი ისოჲსსა, მოუწოდა ისო ყოველსა ისრაჱლსა და წინამძღუართა ბრძოლისათა, რომელნი თანაუვიდოდეს მას და ჰრქუა მათ: მიდით და დაადგემდით ფერჴთა თქუენთა ქუედთა ზედა მათთა. და მივიდეს და დაადგნეს ფერჴნი მათნი ქედთა ზედა მათთა.

25და ჰრქუა მათ ისო: ნუ გეშინინ მათგან, ნუცა შესძრწუნდებით! მჴნე იყვენით და განძლიერდით! რამეთუ ესრე უყოს უფალმან ყოველთა მტერთა თქუენთა, რომელთა ჰბრძავთ თქუენ მათ.

26და მოწყჳდნა იგინი ისო და ვითარცა მოჰკიდნა იგინი ხუთთა ძელთა. და იყვნეს იგინი დამოკიდებულ ძელსა ზედა მიმწუხრადმდე.

27და იყო, დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიხუნეს ძელთაგან. და შთასთხინა იგინი ქუაბსა მას, რომელსაცა შეივლტოდეს მუნ და მიაგორეს ქვები დიდ-დიდი მოდღენდელად დღედმდე.

28და მაკედაჲ დაიპყრეს მას დღესა შინა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აჴოცნეს იგინი და ყოველი მშუმინვიერი, რომელ იყო მას შინა, არავინ განრინებულნი და ოტებულნი. და უყვეს მეფესა მაკედასასა, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

29და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა მაკედაჲთ ლომნად და ჰბრძოდა იგი ლომნასა.

30და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს ლემნაჲ და მეფჱ მისი. და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი მას შინა. და არა დაშთა მისგანი არცა ერთ განრინებული და ოტებული და ეგრე უყვეს მეფესა მას, ვითარცა უყვეს მეფესა იერიქოჲსასა.

31და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლებნაჲთ ლაქისა და მოადგეს მას.

32და მისცა უფალმან ლაქისი ჴელთა ისრაჱლისათა. და დაიპყრეს იგი დღესა მეორესა და მოსრნეს იგინი პირითა მახჳლისათა და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ყვეს ლებნასა მაშინ.

33აღმოვიდა ელამ, მეფე გაბერისაჲ, შეწევნად ლაქისა. და მოკლა იგი ისო პირითა მახჳლისაჲთა და ერი მისი, და არა დაშთა მათგანი განრინებული და ოტებული.

34და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ლაქისით ოდოლამდ. და გარე მოადგეს მას და ჰბრძოდეს მათ. და მოსცა იგი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა.

35და დაიპყრეს იგი მას დღესა შინა და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა. და ყოველი მშუმინვიერი მას შინა მოსრეს, ვითარცა უყვეს ლაქისსა.

36და წარვიდა ისო და ყოველი ისრაჱლი მის თანა ქეგრონდ და გარე მოადგეს მას.

37და დაიპყრეს და მოსრეს იგი პირითა მახჳლისათა და ყოველი მშუმინვიერი, რავდენი იყო მას შინა, არა იყო მას შინა განრინებულ, ვითარცა უყვეს ოდოლამსა, აჴოცეს იგი და რაჲცა იყო მას შინა.

38და მოაქცია ისო და ყოველმან ისრაჱლმან დაბირდ და გარე მოადგეს მას.

39და დაიპყრეს იგი და მეფე მისი და დაბნები მისი და მოსრეს იგი პირთა მახჳლისათა. და აღჴოცეს იგი და ყოველი მშუმინვიერი მის თანა, და არა დაუტევეს რაჲთურთით განრინებული, ვითარცა უყვეს ქებრონსა, ეგრე უყვეს დაბირსა და მეფესა მისსა, ვითარცა უყვეს ლებნასა და მეფესა მისსა.

40და მოსრა ისო ყოველი ქუეყანაჲ მთისაჲ და ნაგები და ველი და აჰლოთი და მეფენი მისნი და არა დაუტევეს მუნ განრინებული და ყოველი მშუმინვიერი მისგან აჴოცეს, ვითარცა ამცნო უფალმან ღმერთმან ისრაჱლისა მას.

41და მოსრნა იგინი ისო კადჱს ბარნეთგან ვიდრე გაზედმდე, ყოველი ქუეყანაჲ გოსომისაჲ მიგაბაონდმდე.

42და ყოველნი მეფენი ესე და ქუეყანაჲ მათი დაიპყრა ისო ერთბამად. რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა შეეწეოდა ისრაჱლსა.

43და მოაქცია ისო და ყიველმან ისრაჱლმან მის თანა გალგალდ.


წინა თავი შემდეგი თავი