მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 11

1და ვითარ ესმა იაბინს, მეფესა ასურისასა, მიუვლინა იობაბს, მეფესა მარდონისასა, და მეფესა სუმერონისასა, და მეფესა აქიფისასა.

2და მეფესა სიდინით კერძოთა დიდსა მთისასა და რაბათდ, რომელ იყო მართლ ქენერეთსა, და ველსა და ნაფეთდორდ და ზღჳსკიდისათა.

3ქანანელთა აღმოსავალით და ზღჳსკიდისათა და ამორეველთა და ქეტელთა და ფერეზელთა და იობოსელთა, რომელ იყვნეს მთასა შინა და ეველთა, რომელ იყვნეს ქუეშე აერმონსა, და მასეფათდ.

4და გამოვიდეს იგინი და მეფენი მათნი მათ თანა, ვითარცა ქჳშაჲ, რომელ არს კიდესა ზღჳსასა, სიმრავლით და ცხენები და ეტლები დიდად ფრიად.

5და შეკრბეს ყოველნი ესე მეფენი და მივიდეს ერთბამად და დაიბანაკეს ერთბამად წყალსა ზედა მერომისასა ბრძოლად ისრაჱლისა.

6და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, რამეთუ ხვალე ამას ჟამსა მიგცნე იგინი დაცემულნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა. ჰუნებსა მათსა დაჰკუეთნეთ კირნი და ეტლები მათი დასწუათ ცეცხლითა.

7და მოვიდა ისო და ყოველი ერი მბრძოლი მათ ზედა წყალსა მას მერომისასა მეყსეულად და დაესხა მათ მთასა შინა.

8და მისცნა იგინი უფალმან ჴელთა ისრაჱლისათა და მოსწყუედდეს მათ და სდევნიდეს მათ სიდონადმდე დიდად და მასრეფოთ მაიდმდე და ვიდრე ველთა მოსეფათისათა აღმოსავალით კერძო. და მოსრნეს იგინი და არა დაუტევეს მათგანი განრინებული.

9და უყო მათ ისო, ვითარცა ამცნო მას უფალმან, და ჰუნეთა მათთა დაჰკუეთნა კირნი და ეტლები მათი დაწუა ცეცხლითა.

10და მოიქცა ისო მას ჟამსა შინა და დაიპყრა ასური და მეფე მისი, რამეთუ ასური მთავრობდა პირველად ყოველთა მეფეთა ამათ.

11და მოსრეს ყოველი მშჳნვიერი მას შინა პირითა მახჳლისათა და აღჴოცეს ყოველი და არა დაშთა მას შინა მშჳნვიერი. და ასური მოწუა ცეცხლითა

12და ყოველი ქალაქები მეფეთა და მეფენი მათნი შეიპყრნა ისო და მოწყჳდნა იგინი პირითა მახჳლისათა. და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ამცნო მონამან უფლისამან მოსე.

13ხოლო ქალაქი, რომელი წინადაცუეთილ იყო, არა მოწუა ისრალმან, გარნა ასური მარტოჲ იგი მოწუა ისო.

14და ყოველი ნატყუენავი მისი განიყვეს თავისა თჳსისად ძეთა ისრაჱლისათა, ხოლო იგინი ყოველნი პირითა მახჳლისათა წარწყმიდნეს, არა დაშთა მათგანი რაჲთურთით მშჳნვიერი.

15ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, და მოსე ეგრევე ამცნო ისოს. და ეგრე ყო ისო. არა გარდაჴდა არარას ყოველთაგან, რომელ ამცნო უფალმან ისოს.

16და დაიპყრა ისო ყოველი ქუეყანა ნაგებისაჲ, და ყოველი ქუეყანა გოსომისაჲ, და ველი დასავალით კერძო, და მთაჲ ისრაჱლისა,

17და ღელენი მთათა ქუეშენი მთიდგან ალაკისათ და რომელ აღჰმართეს სეირასა და გალგალდმდე და ველი ლიბანისა მთასა ქუეშე აერმონსა. და მეფენი მათნი ყოველნი მოსრნა და მოწყჳდნა იგინი.

18და დაყვნა მრავალნი დღენი ისო მეფეთა ამათ მიმართ ბრძოლად.

19და არა იყო ქალაქი, რომელი არა მისცა ძეთა ისრაჱლისათა, ყოველი დაიპყრა ბრძოლით.

20რამეთუ უფლისა მიერ იყო განძლიერებაჲ ისრაჱლისაჲ და გული მათი შეემთხუეოდა ბრძოლად ისრაჱლისა, რათა მოსრნეს, რათა არა იყოს მას ზედა წყალობაჲ, და მოისრნეს იგინი, ვითარცა ჰრქუა უფალმან მოსეს.

21და მოვიდა ისო მას ჟამსა შინა და მოსრნა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა მთისაგან ქებრონისა და დაბირით, და ანობით და ყოვლისაგან საზღვრისა ისრაჱლისა ქალაქებითურთ მათით. და მოსრნა იგინი ისო.

22არა ვინ დაშთა, რომელნი იყვნეს აკიმს შინა ძეთაგან ისრაჱლისათა, გარნა გაზს შინა და გეთს შინა და ასერის შინა დაშთეს.

23და დაიპყრა ისო ყოველი ქალაქი, ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს. და მისცა მათ ისო სამკჳდრებელად ისრაჱლსა განყოფით ნათესავთა მათთა და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.


წინა თავი შემდეგი თავი