მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 12

1და ესე მეფენი მის ქუეყანისანი, რომელ მოსრნა მოსე: და ძეთა ისრაჱლისათა დაიმკჳდრეს ქუეყანა მათი წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით კერძო, ჴევითგან არნონით ვიდრე მთადმდე აერმონდ და ყოველი არაბიაჲ აღმოსავალით კერძო.

2სეონ მეფე ამორეველთა, რომელ დამკჳდრებულ იყო ესებონს შინა, რომელ უფლებდა აროჱრითგან, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა საშუვალ ჴევსა, და ზოგი გალადისაჲ ვიდრე იაბოკდმდე, საზღვარნი ძეთა ამონისთანი.

3და არაბიაჲ მისაზღვარადმდე, არაბად ზღუასა მარილოვანსა აღმოსავალით გზასა ისიმოთისასა, თემანსა ქუეშე ასიდოთს ფაგას.

4და ოგ, მეფე ბასანისა, დაშთომილ იყო გმირთაგანი, რომელ მკჳდრ იყო ასტაროთს შინა.

5მთავარი იყო ერმონით და სელქაჲთგან და ყოველი ბანაკი ვიდრე საზღვრადმდე გესორისა და მაქატი, და ზოგი გალაადისა საზღვარი სეონ მეფისა ესებონისანი.

6მოსე, მონამან უფლისამან, და ძეთა ისრაჱლისათა მოსრნეს იგინი. და მისცა იგი მოსე ნაწილად რუბენს, და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესა.

7და ესე მეფენი ამორეველნი, რომელნი მოსრნა ისო და ძეთა ისრაჱლისათა წიაღ იორდანესა ზღუასა თანა ბაალგადს, ველსა ზედა ლიბანისასა ვიდრე მთადმდე ალუგისად აღმავალთასა სეირად და მისცა იგი ისო ნათესავთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად ნაწილად მათა.

8მთათა შინა და ველთა, და არაბიას შინა და ესედოთს შინა და უდაბნოსა ზედა და ნაგებსა შინა ქეტელი და ამორეველი და ქანანელი... და ფერეზელი და ეველი და იებოსელი.

9მეფე იერიქოჲსაჲ მეფჱ გაისა, რომელ არს მახლობელად ბეთელსა.

10მეფჱ იჱრუსალემისაჲ, მეფჱ ქებრონისაჲ,

11მეფჱ იერიმოთისაჲ, მეფჱ ლაქისაჲ,

12მეფჱ ეგლომისაჲ, მეფჱ გაზერისაჲ,

13მეფჱ დაბირისაჲ, მეფჱ გარედისაჲ,

14მეფჱ ერმაისაჲ, მეფჱ არედისაჲ,

15მეფჱ ლებნაისაჲ, მეფჱ ოდოლამისაჲ,

16მეფჱ მაკედასაჲ, მეფჱ თაფფოჲსაჲ,

17მეფჱ ოფერისაჲ, მეფჱ აფეკისაჲ,

18მეფე ასურისაჲ, მეფჱ სამბონისაჲ,

19მეფჱ მარონისაჲ, მეფჱ აქსაფისაჲ,

20მეფჱ თანაქისაჲ, მეფჱ მაგედონისაჲ,

21მეფჱ კედჱსაჲ, მეფჱ იეკონამ,

22ქერმევისაჲ, მეფჱ დორ

23ნაფეთდორისაჲ, მეფჱ გოიმისაჲ,

24მეფჱ თერსაჲსაჲ, ყოველნი ესე მეფენი ოცდათერთმეტ.


წინა თავი შემდეგი თავი