მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 13 |
1და ისო მოხუცებულ იყო, გარდასრულ დღეთა და ჰრქუა უფალმან ისოს: შენ მოხუცებულ ხარ და მოყოფილ ხარ დღეთა შენთა და ქუეყანაჲ მრავალი დატევებულ არს სამკჳდრებელად. 2და ესე არს ქუეყანაჲ, რომელ დატევებულ არს - ყოველი საზღვარნი ფილისტიმისანი: გესორი 3და ქანანელი უდაბნოთაგან, რომელ არს წინაშე პირსა ეგჳპტისასა მისაზღვრადმდე აკარონისად მარცხლ ქანანელთასა, შერაცხილ არს ხუთთა მათ სანახპეტოთა ფილისტიმისათა: გაზეულსა, და აზოტელსა, ასკანოლიტელსაჲ, და აკარონელსა და ეველსა თემანითგან, 4და ყოველსა ქალაქსა ქანანისასა წინაშე გაზასა, და სიდონელნი აფეკადმდე ვიდრე საზღვრად ამორეველთა, 5და ყოველი ქუეყანა ფილისტიმისაჲ, და ყოველი ლიბანი მზისაღმოსავლითგან, გალგალითგან მთასა ქუეშე აერმონსა ვიდრე შესავალადმდე ემათისად. 6ყოველი, რომელნი მკჳდრ არიან მთასა შინა ლიბანითგან ვიდრე სერეფოთ მაიდმდე, ყოველნი სიდონელნი, მე ავჴოცნე იგინი პირისაგან ისრაჱლისა და განუყავ იგი წილით ისრაჱლსა, ვითარცა გამცნებ შენ. 7და აწ განუყავ ქუეყანაჲ ესე სამკჳდრებელად ცხრათა მათ ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა (იორდანითგან ვიდრე ზღუადმდე დიდად ზღჳს დასავალი მისცეს მათ, ზღუაჲ დიდი ეზღუანვის), 8ხოლო ორთა მათ ნათვსავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, რომელ არიან მათ თანა რუბენსა და გადს, რომელ მისცა მოსე წიაღ იორდანესა, აღმოსავლით კერძო, მისცა იგი მოსე, მონამან უფლისამან. 9აროერითგან, რომელ არს კიდესა ნაღუარევისა არნონისასა და ქალაქი, რომელ არს საშუვალ ჴევსა, და ყოველი მისორიმე დაბათგან. 10ყოველი ქალაქები სეონ მეფისა ამორეველთასა, რომელ მეფობდა ესებონს შინა, მისაზღვრადმდე ძეთა ამონისთა, 11და გალაადი და საზღვარნი გესორისანი, და მაქათისანი, ყოველი მთაჲ აერმონი და ყოველი ბასანიტი ელქადმდე. 12ყოველი სამეუფოჲ ოგისი ბასანს შინა, რომელ მეფობდა ასტაროთს და ედრაინს შინა, ესე დაშთომილ იყო გმირთაგანი, და მოკლა იგი მოსე და აღჴოცა, 13და არა აღჴოცეს ძეთა ისრაჱლისათა გესური და მაქატი და ქანანელი და შენი, მეფჱ გესურისა და მაქათისაჲ შორის ძეთა ისრაჱლისათა მოდღენდელად დღედმდე. 14ხოლო ნათესავსა ლევისსა არა სცა სამკჳდრებელი, რამეთუ ღმერთი ისრაჱლისა იგი თავადი იყო მათა სამკჳდრებელ, ვითარცა ჰრქუა მათ უფალმან (და ესე არს განყოფაჲ, რომელ განუყო მოსე ძეთა ისრაჱლისათა, არაბოთ მოაბისასა წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო). 15და მისცა მოსე ნათესავსა რუბენისსა ტომად-ტომად მათა. 16და იყო საზღვარი მათი აროერითგან, რომელ არს წინაშე ჴევსა არნონისასა, და ქალაქი, რომელ არს ჴევსა შინა არნონისასა, 17და ყოველი მისურიმი ესებონმდე და ყოველი ქალაქი, რომელ არს მისურს შინა, და დებონი, და ბამოთი, ბაალი და სახლნი ბელმონისნი, 18და ისაჲსაჲ და კედმოთი, და სებამაჲ, და მაფაათი, 19და კარიათაიმი, და სართი, და სეორი მთასა შინა ენაკისასა, 20და ბითფოგორი, და ასედორი, ფასგაჲ და ბეთსიმოთი, და ყოველი ქალაქი მისურისაჲ, 21და ყოველი სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორეველთაჲსაჲ, რომელ მეფობდა ესებონს შინა, რომელ მოკლა მოსე იგი, და წინამძღუარნი მადიამისანი და ები, და ჰროკამ, და სურ, და ჰრუბენ მთავარი სეონისაჲ, რომელ მკჳდრ იყო ქუეყანასა. 22და ბალაამ ბეორისი მისანი მოკლეს ბრძოლასა. 23და იყვნეს საზღვარნი რუბენისნი იორდანე საზღვრად, ესე სამკჳდრებელი ძეთა რუბენისთა, ტომად-ტომად მათა ქალაქები და ვანები მათი. 24და მისცა მოსე ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა. 25და იყო საზღვრად მათა იარჱსი, ყოველი ქალაქები გალაადისაჲ და ზოგი ქუეყანაჲ ძეთა ამონისთაჲ არუერმდე, რომელ არს წინაშე პირსა ლაბბოჲსასა. 26და ესებონითგან ჰრამოთდმდე მართლ მასფასა, და ბოანიმი და მანაიმი ვიდრე საზღვართა დაბირისათა, 27და ემეკს ბეთარამ ბეთისამნა, და სოქო, და საფონ და სხუა იგი სამეუფოჲ სეონისი მეფისა ესებონისაჲ. იორდანჱ იზღუანის ვიდრე ზღუადმდე ქენეროთისად წიაღ იორდანესა აღმოსავლით. 28ესე სამკჳდრებელი ძეთა გადისთა ტომად-ტომად მათა და ქალაქად-ქალაქად მათა და ვანები მათი. 29და მისცა მოსე ზოგსა ნათესავსა მანასესა და იყო ზოგთა ძეთა მანასჱსთა ტომად-ტომად მათა. 30და იყო საზღვარი მათი მანაიმითგან: და ყოველი ბასანი, და ყოველი სამეუფოჲ ოგისი, მეფისა ბასანისაჲ, და ყოველი დაბნები იაჲრისი, რომელ არიან ბასანიტითს შინასა, სამეოცი ქალაქი. 31და ზოგი გალაადისაჲ, და ასტაროთს შინა, და ედრაინს შინა, ქალაქები სამეუფოჲსა ოგისი ბასანიტს შინა. და მისცნეს ძეთა მაქირისთა, ძისა მანასესთა. 32ესენი, რომელ დაიკმჳდრნა მოსე წიაღ იორდანესა იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით. 33და ნათესავსა ლევისსა არა სცა მოსე მკჳდრობაჲ, რამეთუ უფალი ღმერთი ისრაჱლისა, იგი სამკჳდრებელ იყო მათა, ვითარცა ეტყოდა მათ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |