მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 14

1და ესენი არიან, რომელთა დაიმკჳდრეს ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანა ქუეყანასა ქანანისასა, რომელ დაუმკჳდრეს ელიაზარ მღდელმან და ისო ნავესმან და მთავართა ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

2ნაწილად-ნაწილად დაიმკჳდრეს. ვითარცა ამცნო უფალმან ჴელითა ისოჲსითა. ცხრათა ნათესავთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა წიაღ იორდანითგან.

3და ლევიტელთა არა სცა ნაწილ მათ შორის.

4რამეთუ იყვნეს ძენი იოსებისნი მანასე და ეფრემ და არა სცეს ნაწილი ქუეყანისა ლევიტელთა და ქალაქნი საყოფელად და გარემოსი მათი საცხოვართა.

5ვითარცა ამცნო უფალმან მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა და განიყვეს ქუეყანაჲ.

6და მოვიდეს ძენი იუდაჲსნი ისოჲსა გალგალს შინა და ჰრქუა მას ქალებ იეფონისმან კენეზელმან: შენ უწყი სიტყუაჲ, რომელ თქუა უფალმან მოსეს მიმართ, კაცისა ღმრთისა, ჩემთჳს და შენთჳს კადჱს ბარნჱს შინა.

7რამეთუ ორმეოცის წლის ვიყავ, რაჟამს მიმავლინა მე მოსე, მონამან უფლისამან, მოხილვად ქუეყანისა.

8და მიუგეს მათ სიტყუაჲ გონებით თჳსით ძმათა ჩემთა, რომელ აღმოვიდეს ჩემდა და გარდაცვალეს გონებაჲ ერისაჲ. ხოლო მე შევეყავ შემდგომად უფლისა, ღმრთისა ჩემისა.

9და ფუცა მოსე მას დღესა შინა და თქუა: ქუეყანასა რომელსა მიხუედ, შენდად იყოს სამკჳდრებელად და შვილთა შენთა უკუნისამდე. რამეთუ შევეყავ შემდგომად უკუანა უფლისა ღმრთისა ჩემისა.

10და აწ გამომზარდა მე უფალმან, ვითარცა თქუა ესე, მეორმეოცდამეხუთე წელი არს, ვინათგან თქუა უფალმან ღმერთმან სიტყუაჲ ესე მოსეს მიმართ და ვიდოდა ისრაჱლი უდაბნოსა ზედა და აწ, აჰა, ესერა, მე დღეს ოთხმეოცდახუთ წლის ვარღა, დღეს მიძლავს.

11ვითარცა რაჟამს წარმავლინა მოსე, ეგრეთვე მიძლავს აწ განსლვად და შესლვად ბრძოლად.

12და აწ გთხოვ შენ მთასა ამას, ვითარცა თქუა უფალმან მას დღესა, რამეთუ შენ გესმა სიტყუაჲ ესე მას დღესა შინა. აწ, ესერა, აკიმელნი მუნ არიან ქალაქნი. ძნელნი და დიდნი, უკუეთუ უფალი იყოს ჩემ თანა, მოვსრნე იგინი,

13ვითარცა მრქუა მე ისო. და მისცა ქებრონი ქალებს, ძესა იეფონჱსა, კენეზიელსა სამკჳდრებელად.

14ამისთჳს იქმნა ქებრონი იეფონეს კენეზელისა სამჳდრებელად მოდღენდელად დღედმდე. რამეთუ იგი შეუდგა ბრძანებასა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.

15ხოლო სახელი ქებრონისი იყო პირველად არაბოკ ქალაქი, დედაქალაქი არანაკიმელთაჲ ესე, და ქუეყანაჲ დასცხრა ბრძოლისაგან.


წინა თავი შემდეგი თავი