მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 16 |
1და იყვნეს საზღვარნი ძეთა იოსებისთანი იორდანითგან, რომელ არს იერიქოჲთ კერძო, აღმოსავალით უდაბნოდ და აღვიდეს იერიქოჲთ მთით პირსა უდაბნოჲთ ბეთელად. და განვიდეს ბეთელით ლუზად, 2და წარვიდეს საზღვართა ზედა არაქიასხ ტაუთისთა. 3და განვიდეს ზღუად კერძო საზღვართა ზედა იეფალთისთა მისაზღუართამდე ბეთორინისათა. და იყოს გამოსავალი მათი ზღჳთ კერძო. 4და დაიმკჳდრნეს ძეთა იოსებისთა: ეფრემ და მანასე. 5და იყვნეს საზღვარნი ტომად-ტომად მათა: აღმოსავალით ასტაროთი და ადარი ვიდრე ზენა ბეთორონდმდე და გაზარაჲ. 6და განვიდეს საზღვარნი ზღუად კერძო მაქთულდდ, ჩრდილოჲთ, მივიდეს აღმოსავალად თენად სელოთად და წარვიდეს აღმოსავალით იანოქად. 7და დანაართად ატაროთდ, და დაბნები მათი და განვლოს იერიქოჲ და მიიწიოს იორდანედ. 8და თაქუესა გარეწარვლნეს საზღუარნი ზღუად კერძო ჴევსა კანაჲსასა. და იყოს გამოსავალი მისი ზღჳთ კერძო. ესე არს სამკჳდრებელი ნათესავისა ძეთა ეფრემისთაჲ ტომად-ტომად მათა. 9და ქალაქები, რომელ განიკუთნეს ძეთა ეფრემისთა შორის სამკჳდრებელისა, ძეთა მანასესთანი ყოველი ქალაქები და დაბნები მათი. 10და არა მოსპო ეფრემ ქანანელი, რომელ მკჳდრ იყო გაზერს შინა, და შენ იყო ქანანელი შორის ეფრემისა მოაქადღედმდე ვიდრე აღმოსავალადმდე ფარაო მეფისა ეგჳპტისაჲ. და დაიპყრა ქალაქი და მოწუა იგი ცეცხლითა, და ქანანელნი და ფერეზელნი, და მკჳდრნი გაზერისანი და გმირნი, და მისცა იგი ფარაო ზითვად ასულსა თჳსსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |