მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 17 |
1და იყვნეს საზღვარნი ნათესავისა ძეთა მანასესთანი, რამეთუ ესე პიმშოჲ იყო იოსებისი, და მაქირს პირმშოსა მანასესა, მამასა გალაადისსა, რამეთუ კაცი მბრძოლი იყო გალაადიტს შინა და ბასანიტიდს შინა. 2და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა. 3და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა. 4და წარდგეს წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ისოჲსა, ძისა ნავჱსა, და წინაშე მთავართა და თქუეს: ღმერთმან ამცნო ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა სამკჳდრებელი შორის ძმათა ჩუენთა და სცეს მათ ნაწილი ბრძანებითა უფლისათა შორის ძმათა მამისა მათისათა. 5და აღმოუჴდა მანასეს ნაწილად ველი ლაბეკისაჲ ქუეყანისაგან გალაადის და ბასანისა, რომელ არს წიაღ იორდანესა. 6რამეთუ ასულთა ძეთა მანასესთა დაიმკჳდრეს ნაწილი შორის ძმათა მათთა, ხოლო ქუეყანა გალაადისა ხუდა ძეთა მანასესთა, რომელ დაშთომილ იყვნეს. 7საზღვარნი ძეთა მანასესთანი ასერ მაქთოჲთგან, რომელ არს პირისპირ სუქემსა. და მივლენ საზღვარნი იამინდ კერძო და იასებდ წყაროდ კერძო თაფოჲსა მანასჱსთა. 8იყოს თაფთოჲცა საზღვართა ზედა მანასესთა. 9ჴევსა ზედა კანესასა ჩრდილოჲთ კერძო ჴევსა ზედა იარისასა, რომელ არს ბელეკუნი ეფრემისი, შუვა ქალაქსა მანასესა და საზღვარნი მანასესნი. 10ჩრდილოჲთ კერძო ნაღუარევისა და იყოს გამოსავალად მისა ზღუაჲ ჩრდილოჲთ კერძო და იზაქარისა აღმოსავალით. 11იყოს მანასესი შორის იზაქარისა და შორის ასერისა, ბეთსანს და დაბნები მათი, და მკჳდრნი დორისანი, დაბნები მისი, და მკჳდრნი მაგედოჲსანი და დაბნები მისი, და მკჳდრნი თანაქისანი და დაბნები მისი, და მესამე ნაწილი ნაფეთისი და დაბნები მისი. 12[და] ვერ შეუძლეს ძეთა მანასესთა მოსრვად ამის ქალაქებისა. და იწყო ქანანელმან დაშენებად ქუეყანასა მას. 13და იყო, რამეთუ სძლეს ძეთა ისრაჱლისათა და მორჩილ იყვნეს ქანანელნი, ხოლო მოსრვით არა მოსრნეს იგინი. 14სიტყუას უგებდეს ძენი იოსებისნი ისოს და ჰრქუეს: რაჲსათჳს დაგჳმკჳდრე ჩუენ ნაწილი ერთი და საზომი ერთი? ხოლო მე ერმრავალ ვარ და ღმერთმან მაკურთხა მე. 15და ჰრქუა მათ ისო: ერმრავალ თუ ხარ შენ, აღგუალე მაღნარად და განკაფე თავისა შენისად. გიწრობს თუ შენ მთა ეფრემისი. 16და ჰრქუეს ძეთა იოსებისთა: ვერ კმა არს ჩუენდა მთა, რამეთუ ცხენი რჩეული და მახჳლი აქუს ქანანელთა, რომელი მკჳდრ არს ბეთსანს შინა და დაბნებსა მისსა ღელესა შინა იზრაჱლისასა. 17და ჰრქუა ისო ძეთა იოსებისთა: ერმრავალ თუ ხარ შენ და ძალი დიდი გაქუს, არა იყოს შენდა ნაწილი ერთი. 18რამეთუ მაღნარი შენდა იყოს და რაჟამს აჰჴოცო ქანანელი, რამეთუ ცხენი რჩეული არს მისი, შენ ვერ სძლო მას. |
წინა თავი | შემდეგი თავი |