მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 18

1და განკრბა ყოველი კრებული ძეთა ისრაჱლისათა სელომდ. და აღდგეს მუნ კარავი საწამებელისაჲ და ქუეყანაჲ დაიპყრა მათგან.

2და დაშთეს ძენი ისრაჱლისანი, რომელთა არღა დაემკჳდრა შჳდნი ნათესავნი.

3და ჰრქუა მათ ისო: ვიდრემდის აჰხუმიდეთ დამკჳდრებად ქუეყანისა, რომელ მიგცა თქუენ უფალმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან.

4მომცენით მე თქუენნი სამნი კაცნი ნათესავისაგან და წარვავლინნე იგინი. და აღდგენ და მოვლონ ქუეყანაჲ და აღწერედ იგი წინაშე ჩემსა, ვითარცა ჯერ-არს განყოფაჲ მისი.

5და მოვიდეს მისსა და განუყვეს მათ შჳდად ნაწილად იუდაჲ. დადგეს საზღვრად მათა ბღუარით კერძო. და ძენი იოსებისნი დადგეს საზღვართა ზედა მათთა, ჩრდილოჲთ კერძო.

6ხოლო თქუენ განიყავთ ქუეყანა იგი თქუენდად შჳდად ნაწილად და მომართჳთ მე აქა. და გამოგცე თქუენ ნაწილი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

7რამეთუ არა არს ნაწილი ძეთა ლევისთა თქუენ შორის. და მღდელობაჲ უფლისა ნაწილად მათა არს: და გად და რუბენ და ზოგმან ნათესავმან ძეთა მანასესთამან მიიღეს სამკჳდრებელი მათი წიაღ იორდანესა. აღმოსავალით, რომელ მისცა მათ მოსე, მონამან უფლისამან.

8და აღდგეს კაცნი იგი და წარვიდეს. და ამცნო ისო, რომელნი-იგი წარვიდეს განზომად ქუეყანისა მის და ჰრქუა: წარვედით და განზომეთ ქუეყანაჲ და მოვედით ჩემდა აქა და მოგცე თქუენ სამკჳდრებელი წინაშე უფლისა სელომს შინა.

9და წარვიდეს, და განზომეს ქუეყანაჲ და იხილეს იგი და აღწერეს ქალაქად-ქალაქად შჳდად ნაწილად წიგნსა და მოართუეს ისოს სელომდ.

10და შთაუთხინა მათ ისო წილნი სელომს წინაშე უფლისა.

11და აღმოუჴდა წილი ნათესავსა ბენიამენისსა პირველად ტომად-ტომად მათა. და აღმოუჴდა საზღვარი ნაწილისა მათისა საშუვალ იუდაჲსა და საშუვალ ძენი იოსებისნი.

12და იყვნეს საზღვარნი მათნი ჩრდილოჲთ კერძო იორდანით. და აღვიდეს საზღვარნი ზურგით იერიქოჲსა ჩრდილოჲთ კერძო და აღვიდეს მთასა ზღუად კერძო. და იყოს გამოსავალი მისი მადბარიტის ბეთავნი.

13და განვიდეს მიერ საზღვართა ლუზასათა ზურგით კერძო ლუზასა ბღუარით (ესე არს ბეთელი).

14და შთავიდეს საზღვარნი ატაროთით ადარდ მთად კერძო, რომელ არს ბღუარით კერძო ბეთორონი ქუეყანაჲ. და განვლნეს საზღვარნი და გარეწარვიდეს ერთკერძო, რომელ მიაქცევს ზღუად კერძო ბღუარით კერძო მთისა პირთა ბეთორონ ლიბანსა. და იყოს გამოსავალი მისი კარითბაალდ (ესე არს კარითიმი, ქალაქი ძეთა იუდაჲსთა), ესე არს ნაწილი ზღჳთ კერძო.

15და ნაწილი ბღუარით კერძო ნაწილად კარიათბაალით. და განვიდეს საზღვარნი გაიდდ წყაროსა ზედა წყლისასა ნაფთოჲსასა.

16და შთავიდეს საზღვარნი ზოგსა ზედა მთისასა, რომელ არს პირით კერძო მაღნარსა ძისა ენუმისთა, რომელ არს ერთკერძო ემეკრაფაინსა: ჩრდილო და შთავიდეს გეონომდ, ზურგით კერძო იებუსისსა, ბღუარით კერძო და შთავიდეს წყაროსა ჰრუგელისასა.

17და განვიდეს წყაროსა ზედა სამოჲსასა.

18და განვიდეს გალილოთად, რომელ არს მართლ აღსავალსა ედომისასა, და შთავიდეს ქვად კერძო ბეან ძისა რუბენისსა და განვიდეს ზურგით ბეთაბრა ჩრდილოჲთ კერძო.

19და შთავიდეს ზურგით კერძო ბეთაგლად, ჩრდილოჲთ კერძო. და იყო საზღვარი გამოსავალთაჲ ცხჳრად კერძო ზღუად მარილოვნისა ჩრდილოჲთ ნაწილსა იორდანისასა,

20ბღუარით კერძო. ესე საზღვარნი ბღუარით კერძონი და იორდანე ეზღუანვის ნაწილითგან აღმოსავალით, ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა, საზღვარნი მისნი გარემო ტომად-ტომად მათა.

21და იყვნეს ქალაქნი ძეთა ბენიამენისთა ტომად-ტომად მათა: იერიქოჲ,

22და ბეთაგლაჲ, და ამეკანი, და თარაბაჲ, და სემბრიმი, და ბეთელი,

23და აჳმმი, და აფარი,

24და ეკრენი, და კაფერამ მისი, და გაბაჲ, და ქალაქები ათორმეტი და დაბნები მათი.

25გაბაონი, და ჰრამაჲ, და ბეროთი.

26და მასფაჲ, და კეფირაჲ, და ამოსაჲ.

27და რეკიმი, და იერფაელი, და თარალაჲ.

28და სჱ, და ლიფი, და იებუსი (და ესე არს იერუსალჱმი) და გაათი, და ქალაქი იარემი, და ქალაქები ათცამეტი და დაბნები მათი. ესე არს სამკჳდრებელი ძეთა ბენიამენისთა: ტომად-ტომად მათა.


წინა თავი შემდეგი თავი