მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 2

1და წარავლინნა ისო, ძემან ნავესმან, სატიმით ორნი ჭაბუკნი მსახურად და ჰრქუა მათ: აღვედით და იხილეთ ქუეყანა იგი და იერიქოჲ. და წარვიდეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს იერიქოდ და შევიდეს სახლსა დედაკაცისა მეძავისასა, რომელსა სახელი ერქუა ჰრააბ. და იყვნეს მუნ.

2და მიეთხრა მეფესა იერიქოჲსასა, ვითარმედ: აჰა, ესერა, კაცნი შემუსრულ არიან აქა ძეთა ისრაჱლისათანი მოხილვად ქუეყანისა.

3და მიავლინა მეფემან იერიქოჲსამან, ეტყოდა ჰრააბს და ჰრქუა: გამოიყვანენ კაცნი იგი, რომელ შემოსრულ არიან სახიდ შენდა ღამე, რამეთ მსტოვრად მოსრულ არიან.

4და მიიყვანნა მან დედაკაცმან კაცნი იგი და დამალნა იგინი. და მათ მიუგო და ჰრქუა:

5შემოვიდეს ჩემდა კაცნი იგი და, რაჟამს დაჰჴშვიდეს ბჭეთა შერიჟუებასა, კაცნი იგი განვიდეს. არა უწყი, ვიდრე ვიდეს. დევნა-უყავთ უკუანა მათსა, ეწივნეთ ხოლო თუ მათ.

6ხოლო მან აღიყვანნა იგინი სჴუენად და დამალნა იგინი სელსა შინა ძნეულსა, რომელ დაზჳნებულ იყო სჴუენსა შინა მისსა.

7და კაცთა დევნა-უყვეს უკუანა მათსა გზასა იორდანისასა წიაღსავალით კერძო და ბჭენი დაუჴშნეს. და იყო, რაჟამს განვიდეს მდევარნი იგი უკუანა მათსა.

8და ვიდრე დაწოლადმდე მათა აღვიდა იგი თავადი მათა სჴუენად და ჰრქუა მათ:

9უწყი, რამეთუ თქუენ მიგცა უფალმან ქუეყანა. და აწ რამეთუ დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა

10და გუასმიეს, რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ზღუაჲ იგი ერუთრაჲსაჲ პირისაგან თქუენისა, რაჟამს გამოხჳდოდეთ ეგჳპტით, და რავდენი-იგი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა: სეონ და ოგ, რომელ-იგი მოსრენით.

11და, ესერა, გუესმა ჩუენ, უგონ ვიქმნენით გულითა ჩუენითა. და არღარა არს სულ არავის თანა პირისაგან თქუენისა, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ღმერთი არს ცასა შინა ზესკნელს და ქუეყანასა ზედა ქუე.

12და აწ მეფუცენით მე უფლისა ღმრთისა, რამეთუ ვჰყოფ თქუენთჳს წყალობასა. და თქუენცა ყავთ წყალობაჲ სახლსა ზედა მამისა ჩემისასა.

13და განარინეთ სახლი მამისა ჩემისაჲ და დედაჲ ჩემი, ძმანი ჩემანი და დანი ჩემნი. და ყოველივე, რაცა არს მათი, და იჴსენით სული ჩემი სიკუდილისაგან.

14და ჰრქუეს მას კაცთა მათ: სული ჩუენი თქუენ წილ იყავნ სიკუდიდ. და მან ჰრქუა მათ: რაჟამს მიგცეს თქუენ უფალმან ქალაქი ესე, ყავთ ჩემთჳს წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ.

15და გარდასხნა სარკუმლით

16და ჰრქუა მათ: მთად წარვედით, ნუუკვე შეგემთხჳნენ მდევარნი იგი თქუენნი და დაემალენით მუნ სამ დღე ვიდრე უკმოქცევადმდე, რომელთა დევნა-უყოფიეს უკუანა თქუენსა. და ამისა შემდგომად წარხჳდეთ გზასა თქუენსა.

17და ჰრქუეს მას კაცთა მათ: უბრალომცა ვართ ფიცსა მას შენსა.

18აჰა, ესერა, ჩუენ შემოვიდოდით ზოგსა ქალაქისასა და დასდვა შენ სასწაულად: შტანგი ესე მეწამული გამოაბა სარკუმელსა, ვინა-იგი გარდამოგუსხენ ჩუენ მას ზედა. და მამაჲ შენი და დედაჲ შენი და ძმანი შენნი და ყოველი სახლი მამისა შენისაჲ შეჰკრიბნე. შენ თანა სახლსა შინა შენსა.

19და იყოს, ყოველი, რომელი გამოვიდეს სახლით შენით გარე, თანამდებ იყოს თავისა თჳსისა. ხოლო ჩვენ უბრალო ვიყუნეთ ფიცსა ამას შენსა. და რავდენნივე იყვნენ სახლსა შენსა, ჩუენ თანამდებ ვიყვნეთ,

20უკუეთუ ვინმე გუავნოს ჩუენ და განცხადნენ სიტყუანი ესე ჩუენნი უბრალო ვიყვნეთ ფიცსა ამას შენსა.

21და ჰრქუა მათ: მსგავსად სიტყჳსა თქუენისა, ეგრეცა ყავთ. და განავლინნა იგინი და წარვიდეს. და მოაბა სასწაული იგი მეწამული სარკუმელსა.

22და წარვიდეს და მივიდეს მთად და იყვნეს მუნ სამ დღე და ეძიებდეს მდევარნი იგი ყოველთა გზათა და არა პოვნეს იგინი.

23და მოიქცეს ორნი იგი ჭაბუკნი და მოვიდეს მთით და წიაღვიდეს ისოჲსა, ძისა ნავესისა, და მიუთხრეს ყოველი, რაჲცა-იგი შეემთხჳა მათ,

24და ჰრქუეს ისოს: რამეთუ მოგუცა უფალმან ჴელთა ჩუენთა ყოველი იგი ქუეყანაჲ და შეშინებულ არიან ყოველნი იგი მკჳდრნი მის ქუეყანისან ჩუენგან.


წინა თავი შემდეგი თავი