მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 20

1და ეტყოდა უფალი ისოს და ჰრქუა:

2ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მისცენით ქალაქნი შესავედრებელთანი, რომელ გარქუ თქუენ ჴელითა მოსესითა,

3შესავედრებელად კაცისმკლველისა, რომელმან მოკლას სული არა ნეფსით და იყვნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელ. და არა მოკუდეს კაცსმკლველი იგი მეძიებელისაგან სისხლისასა, ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა განკითხვად.

4მიივლტოდეს ერთსა მას ქალაქთაგანსა და დადგეს შესავალთა მათ ბჭეთა ქალაქისათა და ეტყოდეს ყოველთა მოხუცებულთა მის ქალაქისათა სიტყუათა თჳსთა და შეწყნარებულ იყოს იგი ერისა მის თანა. და სცენ მას ადგილ და დაემკჳდროს მათ თანა.

5და თუ სდევდეს მას მახლობელი სისხლისაჲ მის, ნუ მისცემედ ჴელთა მისთა მომკლველსა მას, რამეთუ არა ნებსით სცა მოყუასსა მას თჳსსა და არა მტერად იყო მისა გუშინ და ძუღუან.

6და დაემკჳდრენ ქალაქსა მას ვიდრე წარდგომადმდე წინაშე ერსა მის საშჯელად ვიდრე სიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელი იყოს დღეთა მათ და მაშინღა მოიქცეს მკლველი იგი ადგილად თჳსა და ქალაქად, რომლისაგან ივლტოდა.

7და დადვეს კედელი გალილეას საზღვარსა ნეფთალემისასა და სჳქემი მთასა ეფრემისასა და ქალაქი არბოკი (ესე არს ქებრონი), საზღვარსა იუდაჲსსა,

8და წიაღ იორდანესა იერიქოჲსა აღმოსავალით მისცეს ბოსორი და უდაბნოჲსა ველსა შინა ნათესავისაგან რუბენისისა და ჰრამოთი გალაადს შინა და გავლანი ბასანიტიდს შინა ნათესავისაგან მანასესისა.

9ესე ქალაქნი განჩინებულნი ყოველთა ძეთა ისრაჱლისათანი და მწირისა, რომელ შევედრებულ იყოს მათ შორის შევედრებად მუნ. ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა, არა ნებსით, რათა არა მოკუდეს ჴელისაგან სისხლისმეძიებელისაჲსა, ვიდრემდე არ დადგეს წინაშე კრებულსა განკითხვად.


წინა თავი შემდეგი თავი