მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 22

1მაშინ შეკრიბნა ისო რუბენეანნი და ძენი გადისნი და ზოგისა ნათესავისა მანასესნი.

2და ჰრქუა მათ: თქუენ გესმა ყოველი, რავდენი გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან, და ისმინეთ ჴმისა ჩემისა ყოვლადვე, რავდენიცა გამცენ თქუენ.

3არა დაუტევენით ძმანი თქუენნი ამათ დღეთა და უფროჲს მოდღენდელად დღედმდე ღაიმარხენით მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი.

4ხოლო აწ განუსუენა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა ჰრქუა მათ: აწ მიიქეცით და მივედით სახიდ თქუენდა. და ქუეყანად სამკჳდრებელისა თქუენისად, რომელ მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა.

5და ეკრძალენით ფრიად ყოფად მცნებათა შჯულისათა, რომელ გუამცნო ჩუენ მოსე, მონამან უფლისამან. და გიყუარდინ უფალი ღმერთი თქუენი ყოველთა გზათა მისთა, ეკრძალენით მცნებათა მისთა და შეუდეგით მას მსახურებად მისა ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა სულითა თქუენითა.

6აკურთხნა იგინი ისო და წარავლინნა იგინი და წარვიდეს სახიდ თჳსა.

7და ზოგთა ნათესავთა მანასესთა მისცა მოსე ბასანი და ზოგთა მისცა ისო მამათა მათთა წიაღმო იორდანესა ზღჳსკიდესა. და რაჟამს წარავლინნა იგინი ისო სახიდ მათა, აკურთხნა იგინი.

8და თქუა: ფასითა მრავლითა წარვიდენ სახიდ მათა. და საცხოვარი მრავალი ფრიად, და ვეცხლი, და ოქროჲ, და რვალი, და რკინა და სამოსელი ჯეკმა ფრიად განიყვეს ნატყუენავი მტერთა მათთა ძმათა მათ თანა.

9და წარვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა მანასესნი ძეთა ისრაჱლისათაგან სელოჲთ ქუეყანით ქანაანისათ მისლვად ქუეყანად გალადისად სამკჳდრებელად მათა, რომელ-იგი დაემკჳდრა ბრძანებითა უფლისათა ჴელითა მოსესითა.

10და მოვიდეს გალილოთდ იორდანისად, რომელ არს ქუეყანასა ქანაანისასა, და ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან მუნ ბომონი იორდანესა ზედა, ბომონი დიდი ხილვით.

11და ესმა ძეთა ისრაჱლისათა, რომელ იტყოდეს: აჰა, ესერა, ქმნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან ბომონი საზღვარსა ზედა ქუეყანასა ქანაანისასა ზედა გალილოთს იორდანისასა ძეთა ისრაჱლისათა.

12და შეკრბეს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი სელომდ, რათამცა აღვიდეს და ჰბრძოდეს მათ.

13და მიუვლინეს ძეთა ისრაჱლისათა ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: ქუეყანად გალაადისად ფინეზ, ძე ელიეზერისი, ძისა აჰრონისი მღდელთმოძღურისა.

14და ათნი მთავართაგანნი მის თანა, მთავარი ერთი სახლისაგან ტომისასა ყოველთაგან ნათესავთა ისრაჱლისათა, მთავარნი რვანი ტომთანი არიან ათასისთავნი ისრაჱლისანი.

15და მივიდეს ძეთა მიმართ რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა ქუეყანად გალაადისად და ეტყოდეს მათ და ჰრქუეს:

16ესრე იტყჳს ყოველი კრებული უფლისა: რაჲ არს ცოდვაჲ ესე, რომელ სცოდეთ წინაშე ღმრთისა ისრაჱლისა უკუნქცევად დღეთა უფლისაგან, რამეთუ ჰქმნენით თქუენდად ბომონნი და განსდეგით უფლისაგან?

17მცირედ ნურაჲ არს თქუენდა ცოდვაჲ იგი ფოგორისი, რამეთუ არა განწმენდილ ვართ მისგან მოაქადღედმდე? და იყო წყლულებაჲ კრებულსა ზედა უფლისასა.

18და თქუა: უკუნიქეცით დღეს უფლისაგან. და იყოს, უკუეთუ განსდგეთ თქუენ უფლისაგან ხვალე, ყოველსა ზედა ისრაჱლსა იყოს რისხვაჲ.

19და აწ მცირე თუ რაჲ არს თქუენდა ქუეყანაჲ ეგე სამკჳდრებელისა თქუენისაჲ, წიაღმოვედით ქუეყანასა ამას სამკჳდრებელსა უფლისასა. სადა დამკჳდრებულ არს კარავი უფლისაჲ, დაემკჳდრენით ჩუენ თანა და ნუ განსდგებით უფლისაგან და ჩუენგან ნუ განსდგებით საქმითა მით ბომონისათა გარეშე საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა.

20არა ხედავთა, აქა არს, ზარასა ცთომით სცა შესაჩუენებელისა მისგან და ყოველთა ზედა კრებულსა ისრაჱლისასა, და იყოს რისხვაჲ? და ესე ერთი მარტოჲ იყო, მარტო ხოლო ნუ ესე მოკუდა ცოდვასა მას შინა თჳსსა?

21და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგმან ნათესავმან მანასესმან და ეტყოდეს ათასისთავთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს:

22ღმერთი, ღმერთი უფალი არს და ღმერთმან, ღმერთმან უფალმან მან უწყის და ისრაჱლმან თავადმან ცნას, უკუეთუ განდგომით ვცოდეთ წინაშე უფლისა, ნუ გჳჴსნინ ჩუენ დღესა ამას შინა.

23და თუ ვქმენით თავისა ჩუენისა ბომონი განსადგომელად უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რათამცა შევწირეთ მას ზედა მსხუერპლი მრგულიადდასაწველთაჲ.

24ანუმცა ვყავთ მას ზედა მსხუერპლი ცხორებისა, უფალმან თავადმან იძიენ, არამედ კრძალულებისათჳს სიტყჳსა ვყავთ ესე. და ვთქუთ: რათა არა ჰრქუან ხვალე შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა: რაჲ ძეს თქუენი და უფლისა ღმრთისა ისრაჱლისაჲ?

25რამეთუ საზღვარნი დასხნა უფალმან საშუალ ჩუენსა და თქუენსა იორდანე და არა არს თქუენდა ნაწილ უფლისა? და უცხო ქმნენ შჳლთა თქუენთა შჳლნი ჩუენნი, რათა არა ჰმსახურებდენ უფალსა.

26და ვთქუათ ყოფად ესრე აღშენებად მის ბომონისა არა შესაწირავთათჳს, არცა მსხუერპლთათჳს,

27არამედ რათა იყოს საწამებელად საშუვალ თქუენსა და საშუვალ ჩუენსა და საშუვალ შჳლთა ჩუენთა შემდგომად ჩუენსა, რათა ჰმსახურებდენ მსახურებასა უფლისასა წინაშე მისსა შესაწირავითა ჩუენითა და საკუერთხთა ჩუენთასა და მსხუერპლითა ცხორებისა ჩუენისათა. და არა ჰრქუან შჳლთა თქუენთა შჳლთა ჩუენთა ხვალე, ვითარმედ არა არს თქუენდა ნაწილი უფლისა.

28და ვთქუ: იყოს თუ სადამე და გვეტყოდიან ჩუენ და ნათესავთა ჩუენთა ხვალე და ჰრქუან: იხილეთ მსგავსი ესე საკურთხეველი უფლისა, რომელ ქმნეს მამათა ჩუენთა არა შესაწირავთათჳს და არცა მსხუერპლთათჳს, არამედ შუვა ჩუენსა და შუვა ნათესავისა ჩუენისა.

29ნუ იყოფინ ჩუენდა განდგომად უფლისაგან დღენდელსა ამას დღეს შინა, რათამცა ვქმნენით საკურთხეველი შესაწირავთათჳს და მსხუერპლთა სალამისთა და საკუერთხთა ცხორებისათჳს გარეშე საკურთხეველისა უფლის ღმრთისა ჩუენისასა, რომელ არს წინაშე კარავსა მისსა.

30და ესმა ფინეეზ მღდელსა და ყოველთა მათ მთავართა ერისათა ათასისთავთა ისრაჱლისათა, რომელ იყვნეს მის თანა სიტყუანი ესე, რომელ თქუნეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგთა ნათესავთა მანასესთა, და სთნდა მათ.

31და ჰრქუა ფინეეზ მღდელმან, ძემან ელიაზარისმან, ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა: დღეს გულისხმა-ყავთ, რამეთუ ჩუენ თანა არს უფალი, რამეთუ არა სცოდეთ წინაშე უფლისა ცოდვა ეგე, რამეთუ იჴსნენით ძენი ისრაჱლისანი ჴელთაგან უფლისათა.

32და მიიქცა ფინეეზ მღდელი და მთავარნი იგი ტომთანი ძეთაგან რუბენისთა და ძეთაგან გადისთა და ზოგისგან ნათესავისა მანასესისა ქუეყანით გალაადით ქუეყანად ქანაანისად ძეთა მათ ისრაჱლისათა.

33და მიუთხრნეს მათ სიტყუანი ესე და სთნდა ძეთა ისრაჱლისათა. და ეტყოდეს ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ნუღარა მიხუალთ ბრძოლად მათა მოსრვად ქუეყანისა ძეთა რუბენისთასა, ძეთა გადისთასა და ზოგსა ნათესავსა მანასესა და დაეშენნეს მას ზედა.

34და უწოდა ისო სახელი ბომონსა მას ბომონი რუბენისი და გადისი დ ზოგისა ნათესავისა მანასესი. და თქუა: ვითარმედ საწამებელ არს საშუვალ მათსა, რამეთუ უფალი ღმერთი მათი არს.


წინა თავი შემდეგი თავი