მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 3 |
1და აღიმსთო ისო განთიად. და წარმოიძრნეს სატიმით და მოვიდეს იორდანედ ოდენ. და დადგეს მუნ წიაღსლვადმდე. 2და იყო, შემდგომად სამისა დღისა გამოვლეს მწიგნობართა მათ ბანაკი იგი 3და ამცნეს ერსა მას და ჰრქუეს: რაჟამს იხილოთ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. და მღდელნი ჩუენნი და ლევიტელნი, რომელთა აღეღოს იგი, წარემართენით ადგილთაგან თქუენთა და შეუდეგით უკუანა მათსა. 4და იყავნ განშორებაჲ საშუვალ თქუენსა და მისსა ორ ათასითა ოდენ წყრთითა, ადგილ-იპყართ ნუ შეეახლებით მას არამედ რათა უწყოდით ოდენ გზაჲ, რომელსა ხჳდოდით, რამეთუ არა სრულ ხართ გზასა ამას გუშინ და ძუღან დღეთა. 5და ჰრქუა ისო ერსა: განწმიდენით ხვალისა რამეთუ ხვალე ყოს უფალმან თქუენ შორის საკჳრველი. 6და ჰრქუა ისო მღდელთა: აღიღეთ კიდობანი იგი შჯულისაჲ და წარუძეღუთ ერსა ამას. და აღიღეს მღდელთა მათ კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ვიდოდეს წინა ერისა მის. 7და ჰრქუა უფალმან ისოს: ამას დღესა შინა ვიწყებ აღმაღლებად შენდა წინაშე ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა, რათა უწყოდიან, რამეთუ, ვითარცა ვიყავ მოსეს თანა, ეგრე ვიყო შენ თანაცა. 8აწ ამან მღდელთა, რომელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ დ არქუ: რაჟამს შეხჳდეთ ზოგსა წყალსა იორდანისასა, იორდანესა შინა ადგილ-იპყართ. 9და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: მოკერბით აქა და ისმინეთ სიტყუაჲ უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲ. 10ამით გულისხმა-ჰყოთ, რამეთუ ღმერთი ცხოველი არს ჩუენ შორის და მოსრვით მოსრნეს პირისაგან თქუენისა ქანანელნი და ქეტელნი და ეველნი და ფარეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი. 11აჰა, ესერა, კიდობანი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისა წიაღვალს იორდანესა. 12გამოირჩიენით თქუენ ათორმეტნი კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათა: ერთი თითოსაგან ნათესავისა. 13და იყოს, რამეთუ დადგენ ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აღეღოს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყანისაჲ წყალსა შინა იორდანისასა, წყალი იორდანისა დასწდეს, ხოლო წყალი იგი დამომავალი დადგეს. 14და წარიძრა ერი იგი საყოფელთაგან მათთა წიაღსლვად იორდანესა. ხოლო მღდელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისაჲ წარძღუანვად ერისა. 15და ვითარცა შევიდოდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა იორდანედ, და ფერჴნი მღდელთანი მათ კიდობნისა აღმღებელთანი შეისოლვნენ მცირედ წყალსა იორდანისასა, ხოლო იორდანე სავსე იყო რაჲთურთით კიდემდე მისად, ვითარცა დღეთა იფქლის მკისათა. 16დადგეს წყალნი იგი ზენადამომავალნი. დგა მკდნარად განყენებულად შორს ჯეკმა ფრიად ადამინითაგან ვიდრე კარიათიმდმდე, ხოლო შთამავალი იგი შთაჴდა ზღვასა მარილოვანსა და სრულიად მოაკლდა და ერი იგი დგა მართლ იერიქოჲსა. 17და დგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა ჴმელსა ზედა შორის იორდანესა. და ყოველნი ძენი ისრაჱლისანი წიაღვიდოდეს ჴმელსა, ვიდრემდის დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |