მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 4

1და ვითარცა დაასრულა ყოველმან ერმან წიაღსლვად იორდანესა, მიუგო უფალან ისოს და ჰრქუა:

2მოიყვანენ ერისაგანნი ათორმეტნი კაცნი: ერთი თითოჲსაგან ნათესავისა,

3უბრძანე მათ და არქუ: აღიღეთ ამიერ საშუვალ იორდანესა, სადა ქუე დადგეს ფერჴნი მღდელთანი, მზანი ქვანი ათორმეტნი. და ესენი წიაღიხვენით თქუენ თანა და დასხენით იგინი საბანაკესა თქუენსა, სადა დაიბანაკოთ მუნ ამას ღამესა.

4და მოუწოდა ისო ათორმეტთა კაცთა პატიოსანთა ძეთაგან ისრაჱლისათა, ერთსა თითოსაგან თესლისა.

5და ჰრქუა მათ ისო: მოდით წინაშე ჩემსა. წინაშე პირსა უფლისასა საშუვალ იორდანესა. და აღებით აიღენ კაცად-კაცადმან ქვაჲ ერთი ზედა ბჭეთა თჳსთა მსგავსად რიცხჳსა მის ნათესავთა ისრაჱლისათა.

6რათა იყვნენ ესენი თქუენდა სასწაულად მარადის. და რაჟამს გკითხვიდეს შენ ძე შენი ხვალე და გრქუას: რა არიან ქვანი ესე თქუენდა?

7და შენ აუწყო ძესა შენსა და ჰრქუა, ვითარმედ: დასწყდა იორდანე მდინარე პირისაგან კიდობნისა შჯულისა უფლისა ყოვლისა ქუეყნისასა, რაჟამს წიაღვიდოდა მას. და იყვნენ თქუენდა ქვანი იგი საჴსენებელად ძეთა ისრაელისათა მიუკუნისამდე.

8და ყვეს ეგრე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს. და აღიხუნეს ათორმეტნი საშუვალ იორდანესა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს დასრულებასა მას წიაღსლვისასა ძეთა ისრაჱლისათასა და წიაღიხუნეს მათ თანა ბანაკად. და დასხნეს იგინი მუნ.

9და აღჰმართნა ისო სხუანი ათორმეტნი ქვანი იორდანესა შინა ადგილსა, მას, სადა დადგეს ფერჴნი მღდელთანი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და არიან მუნ დღეინდელად დღედმდე.

10და დადგეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისაჲ, იორდანუსა შინა, ვიდრე დაასრულა ისო ყოველი, რავდენი ამცნო უფალმან ისოს თხრობად ერსა მას, და ისწრაფა ერმან მან და წიაღჴდა.

11და იყო, რაჟამს აღასრულა ერმან მან წიაღსლვაჲ, წიაღჴდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და ქვანი იგი წინა მათსა.

12და წიაღჴდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი და ზოგი ნათესავისა, მანასესი განმზადებული წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა ამცნო მათ მოსე.

13ოთხი ბევრი ჭურვილი ბრძოლად და წიაღჴდეს წინაშე უფლისა ბრძოლად იერიქოსა ქალაქისა.

14მას დღესა შინა აღამაღლა უფალმან წინაშე ყოვლისა ნათესავისა ისრაჱლისა, და ეშინოდა მისგან, ვითარცა ეშინოდა მოსესგან, რავდენ ჟამ ცხოველ იყო იგი.

15და მიუგო უფალმან ისოს და ჰრქუა:

16უბრძანე მღდელთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი იგი შჯულისა საწამებლისაჲ გამოსლვად იორდანისაგან.

17და უბრძანა მღდელთა მათ ისო და ჰრქუა: გამოვედით იორდანით.

18და იყო ვითარ გამოჴდეს მღდელნი იგი, რომელთა აქუნდა კიდობანი იგი შჯულისა უფლისა, იორდანისაგან. და დაიდგნეს ფერჴნი მათნი ჴმელსა ზედა. და წარმოემართა წყალი იგი იორდანისა ადგილსავე თჳსსა და ვიდოდა, ვითარცა გუშინ და ძოღან დღეთა ყოლად კიდესა.

19და ერი იგი აღმოჴდა იორდანით მეათესა თთუესა პირველისასა და დაიბანაკეს ძეთა ისრაჱლისათა გალგალს შინა მიერ კერძო მზის აღმოსავლით იერიქოჲსა.

20და ათორმეტნი ესე ქვანი, რომელნი აღმოიხუნეს იორდანით, დასხნა ისო გალგალს შინა.

21და ჰრქუა: რაჟამს გკითხვიდენ თქუენ შვილნი თქუენნი და გქუან: რა არიან ქვანი ესე?

22უთხრათ შვილთა თქუენთა და ჰრქუათ, ვითარმე: ჴმელსა ზედა წიაღმოჴდა ისრაჱლი იორდანესა,

23რამეთუ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წყალი იორდანისა წინაშე მათსა, ვიდრე წიაღსლვადმდე მათა.

24ვითარცა ყო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, ერუთრაჲ ზღუაჲ, რომელ განაჴმო უფალმან ღმერთმან ჩუენმან, წინაშე ჩუენსა,

25ვიდრემდის წიაღვჰჴდით, რათა ცნან ყოველთა ნათესავთა ქუეყანისათა, რამეთუ ძალი უფლისა ძლიერ არს, და ჰმსახურებდეთ უფალსა ღმერთსა თქუენსა, ყოველსა ჟამსა.


წინა თავი შემდეგი თავი