მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 6 |
1და იერიქოჲ შეყენებულ იყო და განძლიერებულ პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა. და არა ვინ გამოვიდოდა მისგან, არცა შევიდოდა. 2და ჰრქუა უფალმან ისოს: აჰა, ესერა, მე მოგცე ჴელთა შენთა იერიქოჲ და მეფჱ მისი, რომელ არს მუნ შინა ძლიერი ძალითა. 3ხოლო შენ მოადგინენ მას ყოველნი მბრძოლნი გარემოჲს იობელითა მით სმენად თქუენდა ჴმაჲ ნესტჳსა და იყოს, ვითარცა დაჰბეროთ ნესტუსა მას, მოადგეთ ქალაქსა მას ყოველნი კაცნი მბრძოლნი გარემო ქალაქსა მას ერთჯერ, ესრე ჰყოთ ექუს დღე. 4და შჳდთა მღდელთა აღეხუნედ შჳდნი ნესტუნი იობელისნი წინაშე კიდობნისა მის და დღესა მას მეშჳდესა მოადგეთ ქალაქსა მას შჳდგზის და მღდელთა მათ დაჰბერონ ნესტუსა მას რქისასა. 5და იყოს, რაჟამს დაჰბეროთ ნესტუთა მათ, ღაღად-ყავნ ყოველმან ერმან. და ღაღადებასა შინა მათსა დაეცნენ თჳთ ზღუდენი იგი ქალაქისანი და შევიდეს ყოველი ერი, შეიმართოს კაცად-კაცადმან პირისპირ ქალაქად. 6და შევიდა ისო, ძე ნავესი, მღდელთა მიმართ. მიუგო და ჰრქუა მათ: აღიღეთ კიდობანი შჯულისაჲ. და შჳდთა მღდელთა აღიხუნენ შჳდნი ნესტუნი რქისანი წინაშე კიდობნისა მის უფლისა. 7და ეტყოდა მათ და ჰრქუა: ამცენით ესა გარემო მოსლვად და მოდგომად ქალაქსა მას. და მბრძოლნი თანავიდოდედ. შეჭურვილნი წინაშე კიდობნისა მის უფლისა. 8და იყო აღძრვაჲ ერისაჲ და შვიდთა მათ მღდელთა, რომელთა აქუნდა შვიდნი ნესტუნი სამღდელონი, წარმოვიდენ ეგრეთვე წინაშე უფლისა, ასმინედ მაგრიად და კიდობანი შჯულისა უფლისა შეუდეგინ. 9ხოლო მბრძოლნი იგი თანაუვიდოდედ წინ და მღდელნი იგი, რომელნი ჰბერვიდენ ნესტუსა და რომელნი შეუდგენ უკუანა კიდობანსა მას შჯულისა უფლისასა, გარეწარვიდოდედ და ჰბერვიდედ ნესტუსა. 10ხოლო ერსა მას ამცნო ისო და ჰრქუა: ნუ ჰჴმობთ, ნუცაღა ვის ესმინ ჴმაჲ თქუენი ვიდრე დღედმდე, რომელსა გიბრძანა თქუენ ჴმობად, და მაშინ ჴმა-ჰყოთ. 11და შე-გარე-ვლო კიდობანმან შჯულისა უფლისამან ქალაქი და მუნთქუესვე მივიდა ბანაკად და იყო მუნ. 12და დღესა მეორესა აღდგა ისო განთიად და აღიღეს მღდელთა კიდობანი უფლისა 13და მღდელთა მათ შჳდთა, რომელთა აქუნდეს კიდობანი, ნესტუნი, წინავიდოდეს წინაშე უფლისა. და მღდელნი იგი ჰბერვიდეს ნესტუთა ღა სხუაჲ იგი ყოველი ერი შევიდეს კუალად ბანაკად. და მისა შემდგომად შევიდენ მბრძოლნი და სხუანიცა ერნი შეუდგენ კიდობანსა აღთქმისა უფლისასა, და ვიდოდენ და ჰბერვიდენ ნესტვთა რქისათა. 14და გარემოიცუეს ქალაქი დღესა მეორესა ერთბამად და კუალად წარჴდენ ბანაკადვე და ესრეთ ყუეს ექუს დღე. 15და დღესა მას მეშჳდესა აღდგეს აღმოსლვასა ცისკრისასა და შე-გარე-ვლეს ქალაქი შჳდგზის. 16და მეშჳდესა მას გარეშესლვასა დაჰბერეს მღდელთა ნესტუთა მათ და ჰრქუა ისო ძეთა ისრაჱლისათა: ღაღატ-ყავთ, რამეთუ მოგცა თქუენ ქალაქი ესე. 17და იყოს ქალაქი ესე შეჩუენებულ და ყოველი, რაჲ არს მის შინა ძალითა უფლისათა, ხოლო რააბ მეძავი განარინეთ და ყოველივე, რომელნი იყონ სახლსა შინა მისსა, რამეთუ დამალნა მსტოვარნი, რომელნი მივავლინენი. 18ხოლო თქუენ ეკრძალენით შესაჩუენებელსა მისგან. ნუსადა გულსა მოგიჴდეს თქუენ და აღიღოთ შესაჩუენებელისა მისგან და ჰყოთ ბანაკი ძეთა ისრაჱლისათა შეჩუენებულ და მოგუსრნეთ ჩუენ. 19და ყოველი ვეცხლი და ოქროჲ, და ყოველი რვალი და რკინაჲ წმიდა იყოს უფლისა, საფასედ უფლისად შეიღოს. 20და დაჰბერეს ნუსტჳთა მღდელთა მათ. და რაჟამს ესმა ერსა მას ჴმაჲ იგი ნესტჳთა, ღაღად-ყო ყოველმან ერმან ერთბამად ღაღადებითა დიდითა და ძლიერებითა და დაეცა ზღუდე გარემოს და აღჴდა ყოველი იგი ერი ქალაქად კაცად-კაცადი პირისპირ და იპყრეს ქალაქი იგი, 21და შეაჩუენეს იგი და რაიცრა იყო ქალაქსა მას შინა მამაკაცითგან ვიდრე დედაკაცმდე და ჭაბუკითგან მიმოხუცებულადმდე და ვიდრე ჴბოდ და ცხოვრადმდე და მი-კარაულადმდე პირითა მახჳლისათა. 22და ორთა მათ ჭაბუკთა მსტოართა ჰრქუა ისო: შევედით სახლსა მას დედაკაცისასა და გამოიყვანეთ იგი მიერ ღა ყოველი რაჲცა არს მისი. 23და შევიდეს ჭაბუკნი იგი მსტოარნი მის ქალაქისანი სახლსა მას დედაკაცისასა და გამოიყვანეს რააბ მეძავი და მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და ყოველი, რაჲცა იყო მათი და ყოველი ნათესავი მისი და დაადგინეს იგი გარეშე ბანაკსა ისრაჱლისასა. 24და ქალაქი იგი დაწვეს ცეცხლითა ყოვლითურთ, რაჲცა იყო მას შინა, გარნა ოქროჲსა და ვეცხლისაჲ, რვალისა, რკინისაჲ, მისცეს იგი შეღებად საფასედ უფლისად. 25და რააბ მეძავი და სახლი მისი და მამული განარინა ისო. და დაეშენა შორის ისრაჱლსა მოდღეინდელად დღედმდე, რამეთუ დამალნა მსტოარნი იგი, რომელ მოავლინა ისო სტუანვად იერიქოჲსა. 26და აფუცა ისო მას დღესა შინა წინაშე უფლისა და თქუა: წყეულ იყავნ წინაშე უფლისა კაცი იგი, რომელმან აღჰმართოს, ანუ აღაშენოს ქალაქი იგი იერიქოჲ პირმშოსა ზედა თჳსსა. და დადვას საძირკველი მისი და უმწემესსა ზედა მისსა აღმართნეს ბჭენი მისნი (და ეგრე ყო ოზან ბეთელმან აბირონს ზედა, პირმშოსა ზედა, დადვა საძირკველი მისი. და რომელ დაუშთა უმწემესი, მის ზედა აჰმართნა ბჭენი მისნი). 27და იყო უფალი ისოს თანა. და ისო სახელი მისი დიდ ყოველსა ქუეყანასა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |