მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 8

1და ჰრქუა უფალმან ისოს: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები! წარიყვანენ შენ თანა ყოველნი კაცნი მბრძოლნი. აღდეგ და აღვედ გაიდ. აჰა, ესერა, მე მიმიცემიეს ჴელთა შენთა მეფე გაისაჲ და ქუეყანაჲ მისი.

2და ჰყო გაი და მეფე მისი, ვითარცა ჰყავ იერიქოსა და მეფესა მისსა. და ნატყუენავი მისი და ცხოვარი მისი მოიტყუენო შენდად, ხოლო დაადგინენ შენ მზირნი უკუანა ქალაქისა.

3და აღდგა ისო და ყოველი ერი მბრძოლი აღსლვად გაიდ და წარარჩია ისო ოცდაათი ათასი კაცი ძლიერი ძალითა და წარავლინნა იგინი ღამე.

4ამცნო მათ და ჰრქუა: თქუენ უმზირდით უკუანა ქალაქსა და ნუ განეშორებით ქალაქსა და მზა იყვენით ყოველნი. და მე

5და ყოველი ერი ჩემ თანაჲ მიუჴდეთ ქალაქსა. და იყოს ვითარ გამოვიდენ მკჳდრნი გაისანი შემთხუევად ჩუენდა, ვითარცა-იგი პირველად იყო, და ვივლტოდით ჩუენ პირისაგან მათისა.

6და რაჟამს გამოვიდენ უკუანა ჩუენსა, განვაშორნეთ ქალაქსა და მათ თქუან: ივლტიან ესენი პირისაგან ჩუენისა, ვითარცა-იგი პირველად.

7და თქუან: აღსდგეთ სადარანოჲსა მისგან და შეხჳდეთ ქალაქად და მოსრათ ქალაქი იგი. და მოგცეს იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან, ჴელთა თქუენთა.

8და რაჟამს დაიპყრათ ქალაქი იგი, აღუდვათ მას ცეცხლი და მსგავსად მის სიტყჳსა ყავთ. აჰა, ესერა, გამცნებ თქუენ.

9და წარავლინნა იგინი ისო ღა მივიდეს სადარანოდ დაიმალნეს საშუვალ ბეთელსა და საშუვალ გაისა ზღჳთგან გაისით. და ისო იყო მას ღამესა საშუვალ ერსა მას.

10და აღიმსთო ისო განთიად და აღიხილა ერი. და აღვიდა იგი და მოხუცებულნი ისრაჱლინი პირისპირ ერისა მის გაის ზედა.

11და ყოველი ერი მბრძოლი მის თანა აღვიდა, მივიდეს და მიიწინეს წინაშე ქალაქსა მას აღმოსავალით კერძო. და დადარნებულნი იგი ქალაქსა ზღჳთ კერძო იყვნეს. და დაიბანაკეს ჩრდილოთ კერძო გაისსა.

12და იყო ჴევი საშუვალ მათსა გაისსა. და წარიყვანა ხუთი ათასი კაცი, დამალნა იგინი საშუვალ ბეთნავსა და საშუვალ ზღუასა გაისსა.

13და დაიბანაკა ერმან ყოველი ბანაკი ჩრდილოთ კერძო ქალაქისა მის. წიაღჴდა ისო მას ღამესა ჴევსა მას.

14და იყო, ვითარ იხილა მეფემან მან გაისამან, ისწრაფა, აღიმსთო და გამოჴდა შემთხუევად მათა პირისპირ ბრძოლად, იგი და ერი მისი. და მან არა უწყოდა, რამეთუ დადარანებულ იყვნეს მისთჳს უკუანა ქალაქსა მას.

15და იხილა და ივლტოდა ისო და ყოველი ისრაჱლი პირისაგან მათისა და ევლტოდეს გზასა უდაბნოჲსასა.

16და ისწრაფა ყოველმან ერმან შედგომად კუალსა მათსა და სდევდეს ძეთა ისრაჱლისათა და განაშორნეს იგინი ქალაქსა.

17არა დაშთა არავინ გაისს შინა, რომელმან არა დევნა-უყო უკუანა ისრაჱლსა და დაუტევეს ქალაქი იგი განღებული და სდევდეს უკუანა ისრაჱლსა.

18და ჰრქუა უფალმან ისოს: მიყავ ჴელი შენი გეონითა, ლახურითა, ჰორლითა, რომელ არს ჴელსა შინა შენსა ქალაქსა ზედა. რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს იგი (დადარანებულნი იგი აღდგენ ადრე ადგილით მათით). და მიყო ისო გეონი და ჴელი მისი ქალაქსა ზედა.

19და დადარანებულნი იგი აღდგეს ადგილით მათით. და გამოჴდეს, ვითარცა განყარა ჴელი, და შევიდეს ქალაქად და დაიპყრეს იგი, და ისწრაფეს და მოწუეს ქალაქი იგი ცეცხლითა.

20და უკუნიხილეს მკჳდრთა გაისთა უკუანა მათსა და ხედვიდეს კუამლსა აღმავალსა ქალაქისასა ზეცად. და არღარა უღირდა, ვიდრემცა ივლტოდეს აქა, ანუ იქი და ერი იგი, რომელ ივლტოდა უდაბნოდ, აღდგეს მდევართა მათ ზედა.

21და ისო და ყოველმან ისრაჱლმან იხილეს, რამეთუ დაიპყრეს დადარანებულთა ქალაქი და რამეთუ აღჴდა კუამლი ქალაქისა ზეცად, მოაქციეს და მოსრნეს კაცნი იგი გაისისანი.

22და იგინი გამოჴდეს ქალაქისაგან და მიეგებვოდეს და იქმნეს იგინი საშუვალ ბანაკსა, ესენი ერთკერძო და ესენი ერთკერძო. და მოსრნეს იგინი, ვიდრემდის რაჲთურთით არა დაშთა მათი განრინებული და მეოტი.

23და მეფე გაისაჲ შეიპყრეს ცოცხალი და მოჰგუარეს ისოს

24და ვითარ დააცადეს ძეთა ისრაჱლისათა მოსრვაჲ ყოველთა მყოფთა გაისა და რომელ იყვნეს ველთა და მთისა დამოსავალთა, ვიდრემდის სდევდეს მათ. და შევიდეს ყოველნი პირსა მახჳლისასა სრულიად. და მოიქცა ისო გაისად და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა.

25და იყვნეს ყოველნი დაცემულნი მას დღესა შინა მამაკაცითგან მიდედაკაცადმდე ათორმეტ ათას ყოველნი მკჳდრნი გაისნი, გარნა საცხოვრისა.

26და ისო არა გარემოაქცია ჴელი თჳსი, რომელ მიყო გეონითა ვიდრე შეჩუენებადმდე ყოველთა მკჳდრთა გაისათა.

27და ნატყუენავი, რომელ იყო ქალაქსა შინა, აღიჭდეს ძეთა ისრაჱლისათა ბრძანებითა უფლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან ისოს.

28და მოწუა ისო ქალაქი იგი ცეცხლითა და ქმნა იგი ბორცუ მიწის უშენებელ უკუნისამდე მოდღენდელად დღედმდე.

29და მეფე გაისაჲ დამოჰკიდეს ძელსა ბორჯღლედსა და იყო ძელსა მას ზედა დამოკიდებულ მიმწუხრადმდე. და დასლვასა მზისასა უბრძანა ისო და გარდამოიღეს გუამი მისი ძელისა მისგან და შთააგდეს იგი გუბსა ბჭეთა თანა ქალაქისათა და აღადგინეს მის ზედა ღუერფი დიდი ქჳშისაჲ მოდღენდელად დღედმდე.

30მაშინ აღაშენა ისო საკურთხეველი უფლისა ღმრთისა ისრაელისა მთასა შინა გებალსა.

31რამეთუ ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა წერილ არს შჯულსა მოსესსა, საკურთხეველი ქვათა ცოცხალთაჲ, რომელთა ზედა არა დაცემულ არს რკინაჲ. და შეწირა მუნ მრგულიად დასაწველი უფლისა და მსხუერპლი ცხორებისაჲ.

32და დაწერა ისო ქვათა მათ ზედა მეორე შჯული, შჯული მოსესი, რომელ დაწერა წერითა ისრაჱლისათა.

33და ყოველი ისრაჱლი და მოხუცებულნი მათნი და მსაჯულნი მათნი და მწიგნობარნი მათნი თანაუვიდოდეს იმიერ და ამიერ წინაშე კიდობნისა. და მღდელთა ლევიტელთა აღიღეს კიდობანი იგი შჯულისა უფლისა და მოქცეულნი და მკჳდრნი, და იყვნეს ზოგნი მახლობელად მთასა ბარიზინსა და ზოგნი მათნი მახლობელად მთასა გებალსა, ვითარცა ამცნო მოსე, მონამან უფლისამან, კურთხევად უფლისა ისრაჱლისა პირველად.

34და ამისა შემდგომად წარიკითხნა ყოველნი სიტყუანი ამის შჯულისანი, კურთხევანი და წყევანი რაჲთურთით, დაწერილნი შჯულსა შინა მოსესსა.

35არა იყო სიტყუაჲ ყოველთაგან, რომელ ამცნო მოსე ისოს, რომელ არა აღმოიკითხა ისო ყურთა ყოვლისა კრებულისა ისრაჱლისათა, მამათასა და დედათასა და ყრმათასა და მოქცეულთა, რომელნი მოადგებოდეს ისრაჱლსა.


წინა თავი შემდეგი თავი