მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
ისო ნავეს ძე |
თავი 9 |
1და ვითარ ესმა ყოველთა მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა, და რომელ იყუნეს მთათა და ველთა, და რომელ იყვნეს ყოველსა კიდესა ზღჳსა დიდისასა, და რომელ იყვნეს წინალიბანესა და ქეტელთა, და ამორეველთა და გერგესეველთა და ქანანელთა და ფერეზელთა და ეველთა და იებოსელთა. 2შეკრბეს ერთბამად ბრძოლად ისოსა და ისრაჱლისა თანად ყოველნი. 3და მკჳდრთა გაბაონისათა ესმა ყოველი, რავდენი უყო უფალმან იერიქოსა და გაის. 4და ყვეს მათცა ზაკუვით, და მოვიდეს და იმზადეს საგზალი. და მოიღეს თხიერები ძუელები და აღიკიდეს ზურგებსა მათსა და ღჳნოჲ თხიერებითა ძუელითა და დახეთქილებითა, 5და სადგმელი ჴამლთა მათთა და სანდალნი მათნი დაძუელებულ და დაბებკულ იყვნეს ფერჴთა შინა მათთა. და სამოსელი მათი დაძუელებულ იყო მათ ზედა და პური საგზლისა მათისა განჴმელ იყო და დამღილულ. 6და მოვიდეს ისოსსა, ბანაკსა ისრაჱლისასა გალგალად და ჰრქუეს ისოს და ყოველსა ისრაჱლსა: ქუეყანით შორით მოვალთ და აწ ყავ ჩუენდამო აღთქუმაჲ, და ჰრქუეს ძეთა ისრაჱლისათა ქორეველსა: 7იგულე, ნუუკუე ჩემ შორის შენ ხარ, და ვითარ დავდვა შენ თანა აღთქუმაჲ? 8და ჰრქუეს ისოს: მონანი შენნი ვართ. და ჰრქუა მათ ისო: ვინანი ხართ და ვინა მოსრულ ხართ? 9და ჰრქუეს მას: ქუეყანით შორით მოსრულ ვართ, მონანი შენნი სახელითა უფლისა ღმრთისა შენისათა, რამეთუ გუესმა სახელი მისი და რავდენი უყო ეგჳპტესა. 10და რავდენი უყო ორთა მათ მეფეთა ამორეველთა, რომელ იყვნეს წიაღ იორდანესა სეონს, მეფესა ესებონისასა, და ოგ მეფესა ბასანისასა, რომელ მკჳდრ იყო ასტაროდს შინა და ედრაინს. 11და გურქუეს ჩუენ მოხუცებულთა ჩუენთა. და ყოველთა მკჳდრთა მოხუცებულთა ქუეყანისა ჩუენისათა თქუეს: აღიღეთ თქუენდა საგზალი გზად, წარვედით და მიეგებვოდეთ მათ და არქუთ მათ: მონანი თქუენნი ვართ, და აწ აღთქუმა-ყავ ჩუენდა მომართ. 12რამეთუ ესე პური ტფილი გამოგუცეს ჩუენ თანა დღესა მას, რომელსა გამოვედით მოსლვად თქუენდა, აწ განჴმეს და დამღილულ იქმნნეს. 13და ესე თხიერები, რომელ ღჳნით გუევსო, ახლები იყო და, ესე, განხეთქილ არიან და სამოსელი ჩუენი დაძუელებულ არს გზისაგან დიდისა ფრიადისა 14და მოიღეს მთავართა საგზალი მათი და უფალსა არა ჰკითხეს. 15და ყო ისო მათა მიმართ მშჳდობაჲ და აღუთქუა მათ აღთქუმაჲ განრინებად მათა და ეფუცნეს მათ მთავარნი კრებულისანი. 16და იყო, მესამესა დღესა შემდგომად აღთქუმისა მის მათა მიმართ ესმა, ვითარმედ მახლობელ არიან მათა და შორის მათსა შენ არიან. 17და აღდგენ ძენი ისრაჱლისანი და მივიდვეს ქალაქებსა მათსა. ხოლო ქალაქები მათი არს გაბაონი და კეფირაჲ, და ბეთორი და ქალაქი იარიმი. 18და არა ლალვიდეს მათ ძენი ისრაჱლისანი, რამეთუ ეფუცნეს მათ ყოველნი მთავარნი კრებულისანი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. და დრტჳნვიდა ყოველი კრებული იგი მთავართათჳს. 19და ჰრქუეს ყოველთა მათ მთავართა ყოველსა კრებულსა: ჩუენ ვეფუცენით მათ უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. 20და აწ ვერ შეძლებელ ვართ ჴელსა შეხებად მათა, რამეთუ ესე ჰყოთ, დაიცვნეთ იგინი და განვარინნეთ იგინი და არა იყოს ჩვენ ზედა რისხვაჲ ფიცისა მისთჳს, რომელ ვეფუცენით მათ, და ცხონდენ. 21და იყვნენ იგინი მრეშველ და მერწყულე ყოველსა ამას კრებულსა. და ყო ეგრე ყოველმან კრებულმან, ვითარცა ჰრქუეს მათ მთავართა. 22და შეკრიბნა იგინი ისო და ჰრქუა მათ: რად შეურაცხ-მყავთ მე და სთქუთ, ვითარმედ: შორს ვართ შენგან ფრიად და თქუენ მსოფლელ ხართ, რომელნი დამკჳდრებულ ხართ ჩუენ შორის? 23და აწ წყეულ იყვნეთ, არა მოგაკლდეს თქუენგან მონა მრეშუველი და მერწყული ჩემდა და ღმრთისა ჩემისა. 24და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: რამეთუ თხრობით მოგუეთხრა ჩუენ, რავდენი უბრძანა უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსეს, მონასა თჳსსა, მიცემად თქუენდა ქუეყანაჲ ესე და მოსპოლვად ჩუენდა ყოველნი მკჳდრნი მისნი პირისაგან თქუენისა. და შეგუეშინა ჩუენ თავთა ჩუენთათჳს ფრიად და პირისაგან თქუენისა და ვქმენით საქმე ესე. 25და აწ ჩუენ, ესერა, ჴელთა შინა თქუენა ვართ. ვითარცა გთნავს და ვითარცა გნებავს ყოფად ჩუენდა, გჳყავთ. 26და ყო მათთჳს ესრე და განარინნა იგინი ისო მას დღესა შინა ჴელთაგან ძეთა ისრაჱლისათა და არა მოსრნეს იგინი. 27და დაადგინნა იგინი ისო მას დღესა შინა მრეშუელად და მერწყულად ყოვლისა კრებულისა და საკურთხეველისა ღმრთისა. ამისთჳს იქმნენ მკჳდრნი გაბაონისანი მრეშუელ და მერწყულ საკურთხეველისა ღმრთისა მოდღენდელად დღედმდე. და ადგილსა, რომელსა გამოირჩია უფალმან. |
წინა თავი | შემდეგი თავი |