მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 1

1იგავნი სოლომონისნი, ძისა დავითისა, რომელი მეფობდა ისრაჱლსა ზედა,

2ცნობად სიბრძნისა და სწავლულებისა, ცნობად სიტყუათა გონიერებისათა,

3შეწყნარებად ქცევითა სიტყუათა, ცნობად სიმართლისა ჭეშმარიტებით და სასჯელისა წარმართებად,

4რათა მისცეს უმანკოთა მეცნიერებაჲ და ყრმათა ჩჩჳლთა ცნობაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ.

5რომელთა ესმეს ბრძენსა და უბრძნეს იყოს; მენავეთმოძღურობაჲ მოიპოოს, ხოლო მეცნიერმან მოღუაწებაჲ მოიპოოს,

6ცნას იგავი და დაფარული სიტყუაჲ, თქმული ბრძენთაჲ, და უწყებანი მათნი.

7და დასაბამი სიბრძნისა არს შიში უფლისა. გულისჴმა კეთილ ყოველთა, რომელთა ყონ იგი, ხოლო კუალად მსახურებაჲ ღმრთისამიმართი, დასაბამ ცნობისა - სიბრძნე და სწავლულებაჲ უღმრთოთა შეურაცხ-ყვიან.

8ისმინე, შვილო, სწავლაჲ მამისა შენისაჲ, და ნუ განეშორები შჯულსა დედისა შენისასა,

9რამეთუ გჳრგჳნი მადლისა დაიდგა თავსა შენსა, და მანიაკი ოქროჲსაჲ ყელსა შენსა.

10შვილო, ნუსადა გაცთუნებენ შენ კაცნი უღმრთონი, ნუცა ინებებ სლვად გზათა მათთა.

11გილოცვიდენ ღათუ და გეტყოდიან: მოედ ჩუენ თანა და მეზიარე სისხლსა დავარწყოთ ქუეყანად კაცი მართალი სიცრუვით,

12და შთავნთქათ იგი, ვითარცა ჯოჯოხეთმან ცხოველი, და აღვიღოთ ქუეყანით საჴსენებელი მისი.

13და მონაგები მისი მრავალსასყიდლისაჲ დავიპყრათ და აღვავსნეთ სახლნი ჩუენნი ნატყუენავითა.

14ნაწილი შენ შემოჰრთე ჩუენ თანა და ზოგად პავასიკი მოვიგოთ ყოველთა და ვაშკარანი ერთი იყავნ ჩუენ ყოველთაჲ.

15შვილო, ნუ ხვალ გზასა მათ თანა. მოაქციენ ფერჴნი შენნი ალაგთაგან მათთა,

16რამეთუ ფერჴნი მათნი ბოროტისა მიმართ რბიან და მოსწრაფე არიან დათხევად სისხლისა,

17რამეთუ არა ცუდად დაურწყიან მახე მფრინველსა,

18რამეთუ იგინი, რომელნი კაცის-კლვასა თანამდებ არიან, იუნჯებენ თავისა თჳსისა ძჳრსა, ხოლო დაქცევაჲ კაცთა უშჯულოთაჲ ბოროტ არს.

19ესე გზანი არიან ყოველთანი, რომელნი იქმან უშჯულოებასა, რამეთუ უღმრთოებითა სულნი მათნი წარიწყმიდნიან.

20სიბრძნე გამოსავალთა იქებინ და უბანთა ზედა განცხადებულად იქცევის,

21ზედა წუერთა ზღუდეთასაჲ იქადაგების, ბჭეთა ზედა ძლიერთასა დაადგრების, ბჭეთა ზედა ქალაქისათა კადნიერად იტყჳნ.

22რაოდენ ჟამ უმანკონი იყვნენ, სიმართლესა შინა არა ჰრცხუენოდის, ხოლო უგუნურნი იგი გინებისა არიან გულისმთქუმელ: უღმრთო იქმნეს და მოიძულეს მეცნიერებაჲ,

23და თანამდებ იქმნეს მხილებისა; აჰა, ესერა, მე წინაგიყოფ თქუენ სულისა ჩემისა თქუმულთა და გასწავლნე თქუენ სიტყუანი ჩემნი.

24რამეთუ გიწოდე თქუენ და არა ისმინეთ ჩემი. და განვაგრძვენ სიტყუანი ჩემნი და არა მერჩდით მე.

25არამედ შეურაცხ-ჰყვენით ზრახვანი ჩემნი და მხილებათა ჩემთა არა მომხედეთ.

26აწ უკვე წარწყმედასა თქუენსა მეცა გეცინოდი და მომცხრებოდის.

27რაჟამს მოიწიოს თქუენ ზედა ჭირი მომსრველი და ოდეს იგლოვდეს თქუენ ზედა მეყსეულად შფოთი, ხოლო დაქცევაჲ მსგავსად ნიავქარისა მოვიდეს, ანუ რაჟამს მოგიჴდეს თქუენ ჭირი და გარემოდგმაჲ.

28რამეთუ იყოს, ოდეს მხადოდით მე, ხოლო მე არა ვისმინო თქუენი; მეძიებდენ მე უკეთურნი და არა მპოონ,

29რამეთუ მოიძულეს სიბრძნე და შიში ღმრთისაჲ არა გამოიძიეს,

30და არცა ინებეს ჩემთა ზრახვათა კრძალვაჲ და შეურაცხ-ყვნეს მხილებანი ჩემნი.

31აწ უკუე ამიერითგან ჭამდენ თავისა თჳსისა გზისა ნაყოფსა და გულისთქუმითა თჳსითა განძღენ.

32ამისთჳს, რამეთუ ავნებდეს ჩჩჳლთა და მოსწყუედდეს, და განკითხვამან უღმრთონი მოსრნეს,

33ხოლო რომელმან ისმინოს ჩემი, და დაემკჳდროს სასოებით, და დაადგრეს უშიშად ყოვლისაგან ბოროტისა.


შემდეგი თავი