მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 12 |
1რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს მხილებაჲ, უგუნურ არს. 2უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს. 3ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ. 4დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა, ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან. 5გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკვასა. 6სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი. 7ვიდრეცა მიიქცეს უღმრთოჲ, განიხრწნეს; სახლნი მართალთანი დაადგრეს. 8პირი გონიერისა იქებოდის კაცისაგან, ხოლო გულსნეული იგი შეურაცხ იქმნეს. 9უმჯობეს არს კაცი, რომელი შეურაცხებასა შინა ჰმონებდეს თავსა თჳსსა, ვიდრე რომელი პატივსა ეძიებდეს თავისა თჳსისასა და ნაკლულევან იყოს პურითა. 10სწყალობნ მართალი სულსა საცხოვართა თჳსთასა, ხოლო ნაწლევნი უღმრთოთანი უწყალოჲ. 11რომელი იქმოდის თჳსსა ქუეყანასა, განძღეს პურითა, ხოლო, რომელნი შეუდგენ ამაოებასა, უგუნურ არიან; რომელთა ტკბილ-ეყოს შეყოფა ღჳნისა, საყოფელთა შინა თჳსთა დაუტევიან უპატიოებაჲ. 12გულისთქუმაჲ უღმრთოთა ბოროტ, ხოლო ძირნი ღმრთისმსახურებისანი ძლიერებასა შინა. 13ცოდვისაგან ბაგეთასა შევარდეს საფრჴესა ცოდვილი, ხოლო მართალი განერეს მისგან; რომელი ხედვიდეს წრფელად, შეწყალებულ იქმნას, ხოლო რომელი შეემთხჳოს ბჭეთა ზედა, მან შეაწუხნეს სულნი. 14ნაყოფისაგან პირისა კაცისა აღივსოს კეთილითა სული მისი და განძღეს; მისაგებელი ბაგეთა მისთა მიეცეს მას. 15გზანი უგუნურთანი მართლიად ჩანედ წინაშე მათსა, ხოლო ერჩინ ზრახვასა ბრძენი. 16უგუნური იგი დღითი დღე მიუთხრობნ ზრახვასა თჳსსა, ხოლო იფარავნ უპატიოებასა გონიერი. 17საჩინოჲ სარწმუნოებაჲ მიუთხრის მართალმან, ხოლო მოწამე ცრუთა ზაკულ არნ. 18რომელნი იტყჳედ - მომწყლველ, განმკუეთელ, ვითარცა მახჳლი, ხოლო ენამან ბრძენთამან განკურნა. 19ბაგეთა მართალთა წარჰმართიან წამებაჲ, ხოლო მოწამესა მოსწრაფესა აქუს ენაჲ ცრუჲ. 20ზაკვაჲ გულსა შინა მოქმედსა ბოროტისასა, ხოლო რომელთა ჰნებავს მშჳდობის-ყოფაჲ, იხარებდენ. 21არა სთნავს მართალსა არა რაჲ ცრუჲ, ხოლო უღმრთონი განძღენ ბოროტითა. 22საძაგელ უფლისა ბაგენი მზაკვარნი; ხოლო, რომელმან ყვის სარწმუნოებაჲ, შეწყნარებულ მისსა. 23კაცი გულისჴმის-მყოფელი საყდარი არს მეცნიერებისა, ხოლო გული უგუნურთა შეემთხჳოს წყევასა. 24ჴელმან რჩეულმან დაიპყრას ადვილად, ხოლო ზაკულნი იგი იყვნენ წარსატყუენველ. 25სიტყუამან საშინელმან შეაძრწუნის გული კაცისა მართლისა, ხოლო სახარებამან კეთილმან ახარის მას. 26რომელი ცოდვიდეს, მას ეწიოს ძჳრი; ხოლო გზასა უღმრთოთასა შეაცთუნონ იგი. 27ვერ მიემთხჳოს ზაკული ნადირსა, ხოლო მონაგებ პატიოსან არს კაცი წმიდა. 28გზათა შინა სიმართლისათა ცხორებაჲ არს, ხოლო გზანი ძჳრმოჴსენეთანი სასიკუდინე. |
წინა თავი | შემდეგი თავი |