მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 13 |
1შვილი გონიერი რჩეული არს მამისა, ხოლო ურჩი წარსაწყმედელსა მიეცეს. 2ნაყოფისაგან სიმართლისა ჭამდეს შვილი სახიერი, ხოლო სულნი უშჯულოთანი მოისრნენ უჟამოსა. 3რომელი ეკრძალებოდის პირსა თჳსსა, დაიცვას სული თჳსი; ხოლო წარმდებმან ბაგითა შეაძრწუნოს თავი თჳსი. 4გულისთქუმათა შინა არს ყოველი უქმი, ხოლო ჴელნი მჴნეთანი მოღუაწებათა შინა. 5სიტყუაჲ ცილისა სძულს მართალსა, ხოლო უღმრთოსა ჰრცხუენეს და არა ეცეს კადნიერებაჲ. 6სიმართლემან დაიცვნის უმანკონი სლვასა შინა, ხოლო უღმრთონი განაქიქნის ცოდვამან. 7არიან, რომელნი მდიდრად გამოაჩინებენ თავთა თჳსთა და არა რაჲ აქუნ, და არიან, რომელთა დაიმდაბლიან თავნი თჳსნი მრავალსა შინა სიმდიდრესა. 8საჴსარ სულისა კაცისა თჳსი სიმდიდრე; ხოლო გლახაკმან ვერ დაუთმოს რისხვასა. 9ნათელი მრავალთა მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთა დაშრტეს; სულნი მზაკვარნი შესცთენ ცოდვასა შინა, ხოლო მართალთა ეწყალინ და სწყალობნ. 10უგუნური იქმს მტერობით ბოროტსა, ხოლო სიმართლისა მზრახველი თავით თვისით ბრძენ არნ. 11სიმდიდრე უშჯულოებით შეკრებული მოაკლდეს, ხოლო სარწმუნოებით შემყარებულნი განუმრავლებენ თავთა თვისთა; მართალი დგეს სასოებით, ეწყალინ და ავასხის. 12რომელი შეეწიოს გლახაკსა, გულკეთილ-ჰყოფს და სასოდ აღადგენს. 13შეურაცხის-მყოფელნი შეურაცხ იქმნენ, და რომელთა ეშინის მცნებისა ღმრთისა, ლხინებულ იყოს; ძესა მზაკვარსა ნუ რამე კეთილი იყოს, ხოლო მონასა ბრძენსა განემარჯოს საქმენი და წარემართნეს გზანი მისნი. 14შჯული ბრძნისა წყარო არს ცხოვრებისა, ხოლო უმეცარი საბრჴითა მოკვდეს. 15სიბრძნემან კეთილმან მოსცის მადლი, და მეცნიერებამან შჯულისამან - გონება კეთილი, ხოლო გზა შეურაცხის-მყოფელთა წარწყმდეს. 16ყოველნი მოჰაზრენი იქმენ სიბრძნითა, ხოლო უმეცართა განახვნეს სიბოროტენი თვისნი. 17მეფე ამპარტავანი შთავარდების მახესა, ხოლო ანგელოზმან ბრძენმან გამოიჴსნას იგი. 18სიგლახაკე და შეურაცხება წარდევნოს წვრთილებამან, ხოლო რომელმან დაიმარხოს მხილება, დიდებულ იქმნეს. 19გულისთქუმანი ღმრთისმსახურთანი დაატკბობენ სულსა, ხოლო საქმენი უღმრთოთანი შორს არიან მეცნიერებისაგან. 20რომელი თანაუვიდოდის ბრძენთა, ბრძენ იყოს, ხოლო რომელი თანაგურიობდეს უგუნურთა - საცნაურ იყოს. 21რომელნი ცოდვიდენ, უკუანა სდევდეს ბოროტი, ხოლო მართალთა ეწიოს კეთილი. 22სახიერმან კაცმან დაიმკჳდრნის შვილისშვილნი, ხოლო დაეუნჯოს მართალთა სიმდიდრე უღმრთოთა; 23მართალთა დაყუნენ სიმდიდრესა შინა წელნი მრავალნი, ხოლო ცრუნი იგი მსწრაფლ წარწყმდენ. 24რომელი ერიდებოდის კუერთხითა ძესა თჳსსა, სძულს იგი, ხოლო რომელსა უყვარდეს, გულსმოდგინედ სწავლინ. 25 |
წინა თავი | შემდეგი თავი |