მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 2 |
1შვილო, უკუეთუ შეიწყნარნე სულისა ჩემისა თქუმულნი მცნებანი და დაიფარნე შენ თანა, 2ერჩდეს სიბრძნესა ყური შენი და მისცე გული შენი გულისხმის-ყოფასა და წინაუყუნე იგინი სასწავლელად ძესა შენსა. 3უკუეთუ ხადო სიბრძნესა და გულისჴმის-ყოფასა მისცე ჴმაჲ შენი, 4და უკუეთუ გამოეძიებდე მას, ვითარცა ვეცხლსა რჩეულსა, და, ვითარცა საფასესა, გამოიკულევდე, 5მაშინ გულისჴმა-ჰყო შიში ღმრთისა და მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ ჰპოო, 6რამეთუ უფალმან მოსცეს სიბრძნე და პირისა მისისაგან მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ 7და დაუუნჯის ცხორებაჲ, რომელთა წარიმართნიან, შეეწევის სლვასა მათსა 8დაცვად გზათა სიმართლისათა და გზაჲ მოშიშთა მისთა დაიცვის. 9მაშინ გულისჴმა-ჰყო სიმართლე და მშჯავრი და წარმართნე ყოველნი ალაგნი კეთილისანი, 10რამეთუ უკუეთუ მოვიდეს სიბრძნე გონებასა შენსა და მეცნიერებაჲ სულსა შენსა, კეთილის-ყოფაჲ გთნდეს, 11ზრახვამან კეთილმან დაგიცვას შენ და გონებამან წმიდამან დაგმარხოს შენ, 12რათა გიჴსნეს შენ გზისაგან ბოროტისა და კაცისა, რომელი არა იტყოდის სარწმუნოსა. 13ვაჲ, რომელთა დაუტევნეს გზანი წრფელნი და ვიდოდეს გზათა ბნელისათა, 14რომელნი იხარებენ უკეთურებას ზედა და უხარის გულარძნილებასა ზედა ბოროტსა; 15რომელთა გზანი დრკუ არიან და გულარძნილ ალაგნი მათნი, 16რათა განგაშორონ შენ გზისაგან წრფელისა და უცხო-გყონ სიმართლისაგან გონებისა. შვილო, ნუ გეწევინ შენ ზრახვაჲ ბოროტი. 17რომელმან-იგი დაუტევის მოძღურებაჲ სიჭაბუკესა და შჯული საღმრთოჲ დაივიწყის, 18რამეთუ დაუდგა სიკუდილსა თანა სახლი თჳსი და ჯოჯოხეთს შინა ნაშობთა თანა ქუეყანისათა ალაგნი მისნი. 19ყოველნი, რომელნი ვლენან მას შინა, არა მოიქცენ, არამედ ინანდენ და ვერ ეწინენ ალაგთა სიწრფოებისათა, რამეთუ ვერ ეწიფოს მათ წელიწადი ცხორებისაჲ. 20უკუეთუმცა სრულ იყვნეს იგინი ალაგთა კეთილთა, ეპოვნესმცა გზანი სიმართლისანი წრფელნი, 21რამეთუ წრფელთა დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ და უმანკონი დაშთენ მას ზედა. 22გზანი უღმრთოთანი წარწყმდეს ქუეყანით და უსჯულონი უჩინო იქმნეს მისგან. |
წინა თავი | შემდეგი თავი |