მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 23

1უკუეთუ დასჯდე სერობად ტაბლასა ძლიერისასა, ცნობით ცან წინადაგებული შენი და ეგრეთ მიყავ ჴელი შენი.

2უწყოდე, რამეთუ ეგრეთ გიღირს განმზადებად, უკუეთუ უძღებ ხარ.

3ნუ გული გითქუამნ საჭმელთა მისთა, რამეთუ ესენი ჰქონან ცხორებად ტყუვილისა.

4ნუ წარსწუდები, გლახაკ თუ ხარ, მდიდრისა, არამედ გონებითა შენითა განეშორე.

5უკუეთუ მიადგნე თუალნი, არასადა ჩნდეს იგი, რამეთუ განმზადებულ არიან მისა, ვითარცა ფრთენი ორბისანი, და მიიქცეს სახიდ ზედამადგინებელისა თჳსისა.

6ნუ სჭამ კაცისა თანა მოშურნისა, ნუცა გული გითქუამნ საჭმელთა მისთა.

7რამეთუ, ვითარცა-იგი ვინ შთანსთქამნ თმასა, ეგრეთ ჭამდეს და სუმიდეს შენ თანა.

8ნუცა შეიყვანებ შენ თანა და ნუცა სჭამ პურსა მის თანა, რამეთუ წარმოსთხიოს იგი და ჰგმობდეს სიტყუათა შენთა კეთილთა.

9ყურთა მიმართ უგუნურთასა ნურას იტყჳ; ნუუკუე შეურაცხ-ყუნენ სიტყუანი შენნი გონიერნი.

10ნუ გარდასცვალებ საზღვართა საუკუნეთა და მონაგებსა ობოლთასა ნუ შეხუალ, რამეთუ მჴსნელი მათი უფალი ძლიერი არს და საჯოს სასჯელი მართალი შენ თანა.

11

12მიეც გული შენი სწავლასა და სასმენელნი შენნი განჰმზადენ სიტყუათა მეცნიერებისათა.

13ნუ განაყენებ ჩჩჳლთა ყრმათა სწავლასა; უკუეთუ სცე მას კუერთხითა, არა მოკუდეს.

14შენ სამე სცე კუერთხითა, ხოლო სული მისი იჴსნე სიკუდილისაგან.

15შვილო, უკუეთუ ბრძენ იყოს გული შენი, ახარო გულსაცა ჩემსა.

16და იყვნენ ბაგეთა შინა ჩემთა სიტყუანი პირისა ჩემისანი, უკუეთუ მართალ იყვნენ.

17ნუ ჰგაძავ გულითა შენითა ცოდვილთა, არამედ შიშსა შინა უფლისასა იყავ ყოველსა დღესა,

18რამეთუ, უკუეთუ დაიმარხო, ესე გექმნეს შენ ნაშობ და სასოებაჲ შენი არა განგეშოროს.

19ისმინე, შვილო ჩემო, და ბრძენ იქმენ და წარჰმართო გონიერება გულისა შენისაჲ.

20და ნუ იყოფი მეღჳნე და ნუცა ხედავ ზიარებასა სხუათასა ჴორცისა სყიდასა,

21რამეთუ ყოველი მემთრვალე და მეძავი დაგლახაკნეს და შეიმოსო დაბებკული ყოველმან მოძილემან.

22ისმინე შვილო, მამისა, რომელმან გშვა შენ და ნუ შეურაცხ-ჰყოფ, რამეთუ დაბერდა დედა შენი.

23მოიგე ჭეშმარიტებაჲ და ნუ განიშორებ სწავლულებასა.

24კეთილად ზრდინ მამაჲ მართალი და ძესა ზედა ბრძენსა იხარებნ გული მისი.

25იხარებდინ მამაჲ შენი და დედაჲ შენი და შენ ზედა და მხიარულ-ყვენ მშობელნი შენნი.

26მომეც მე, შვილო, გული შენი და თუალნი შენნი გზათა ჩემთა ხედვასა.

27ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი და ჯურღუმული იწროჲ უცხოჲ.

28და ესე მოსწრაფედ წარწყმდეს და ყოველი უშჯულოჲ მოიჴოცოს.

29ვისსა ვაჲ? ვისსა შფოთი? ვისსა სასჯელი? ვისსა დაუწყუედელნი უძრვანი? ვისსა შემუსრვანი ამაონი? ვისნი ლბილ არიან თუალნი?

30ანუ არა მათთა, რომელთა დაიყოვნიან ღჳნოსა ზედა? და რომელნი იმსტურობენ, სადაძი სუმანი არიან?

31ნუ დაითრვებით ღჳნითა, არამედ ზრახევდით კაცთა მართალთა და ზრახევდით ურთიერთსა სლვასა შინა, რამეთუ, უკუეთუ ფიალებსა და სასუმელებსა მისცნე თუალნი შენნი, უკუანაჲსკნელ ხჳდოდი უშიშულეს საცეხულისთავისა,

32ხოლო დასასრულსა, ვითარცა გუელი, განისხირპო და, ვითარცა რქოსანისა მის, განგეზაოს გესლი.

33თუალთა შენთა რაჟამს იხილონ დედაკაცი უცხოჲ, მაშინ პირი შენი იტყოდის გულარძნილსა.

34და დაადნვის, ვითარცა გულსა შინა ზღჳსასა და ვითარცა ნავისმავლინებელი შორის მრავალთა ღელვათა.

35და მაშინ სთქუა: მცეს მე და არა მტკიოდა, მეკიცხევდეს მე და არა ვცან, ოდესმე ცისკარი იყოს, რათა განვიდე და ვიძიო, რომელთა თანა ვიდოდი?


წინა თავი შემდეგი თავი