მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იგავნი სოლომონისა
თავი 24

1შვილო, ნუ ჰბაძავ კაცთა უგუნურთა, ნუცა გული გითქუამნ ყოფად მათ თანა,

2რამეთუ სიცრუვესა იწურთის ენაჲ მათი, და სალმობასა იტყჳან ბაგენი მათნი.

3სიბრძნით იშენების სახლი და გულისჴმის-ყოფით აღემართების.

4და მეცნიერებით აღივსებიან საუნჯენი ყოვლითა სიმდიდრითა პატიოსნითა და კეთილითა.

5უმჯობეს არს ბრძენი ძლიერისა და კაცი, რომელსა გონიერებაჲ აქუნდეს, ქუეყანისმოქმედისა დიდისა.

6

7

8

9

10

11

12

13

14

15ნუ მოიყვანებ უღმრთოსა საყოფლად მართლისაჲ, ნუ სცთები მაძღრობითა გულისათა,

16შჳდგზის ღათუ დაეცეს მართალი, აღ-ვე-დგეს, ხოლო უღმრთონი მოუძლურდნენ ბოროტსა შინა.

17უკუეთუ დაეცეს მტერი შენი, ნუ მოგცხრებინ და შებრკოლებასა მისსა ნუ აჰმაღლდები.

18ნუუკუე იხილოს იგი უფალმან და არა სთნდეს და გარეწარიქციოს გულისწყრომაჲ თჳსი მისგან.

19ნუ გიხარინ ბოროტისმოქმედთა ზედა, ნუცა ჰბრძავ ცოდვილთა ზედა,

20რამეთუ არა ესუას ნაშობი უკეთურთა და ბრწყინვალებაჲ უღმრთოთა დაშრტეს.

21გეშინოდენ, შვილო, ღმრთისა და მეფისა და ნუ ურჩ ექმნები ორთავე მათ,

22რამეთუ მეყსეულად იჴმინიან უღმრთონი, ხოლო ტანჯვაჲ ორთავე ამათ ვინმე ცნას.

23რომელი შვილი სხუასა ეკრძალებოდის წარწყმედასა, მსწრაფლ და ადრე განერეს; შეწყნარებით შეიწყნაროს იგი უფალმან, და რამეთუ არარაჲ ტყუვილი პირისა მისისაგან გამოვიდეს.

24ამას გეტყჳ თქუენ: გონიერთა ცნობად სამართლისა ნუ გრცხუენინ, თუალთ-ღებაჲ სასჯელსა შინა არა კეთილ არს.

25რომელმან ჰრქუას უღმრთოსა მართალ, წყეულ იყავნ ერისაგან და საძაგელ ნათესავთა შორის.

26ხოლო რომელთა შეატყვან იგინი, უმჯობესად გამოჩნდენ და მათ ზედა მივიდეს კურთხევაჲ.

27

28ნუ იყოფი ცრუმოწამე მოქალაქისა შენისათჳს, ნუცა განჰვრცნები ბაგითა შენითა.

29ნუ იტყჳ ვითარმედ: ვითარცა მიყო, უყო მეცა. და მივაგო მას, რაოდენი მავნო მე.

30ქუეყანაჲ საქმარი არს კაცი უგუნური და, ვითარცა ვენაჴი, კაცი ნაკლული გონებითა.

31უკეთუ დაუტეო იგი, მოოჴრდეს და თივაჲ აღმოცენებულ იქმნეს და ყოვლადვე მოოჴრდეს. და ზღუდენი ქვათა მისთანი დაირღუენ.

32უკუანასკნელ სთქუა: მე შევინანე და მოვიხილე გამორჩევად სწავლულებისა.

33მცირედ დავიძინო და მცირედ დავისხნე ჴელნი მკერდსა ჩემსა. უკეთუ ესე ჰყო,

34მოიწიოს, ვითარცა წინამორბედი სიგლახაკე შენი და ნაკლულევანებაჲ შენი, ვითარცა კეთილმსრბოლი.


წინა თავი შემდეგი თავი