მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 29 |
1უმჯობეს არს კაცი მამხილებელი კაცსა ქედფიცხელსა, მეყსეულად რაჲ აღეგზნას, მისსა არა იყოს კურნება. 2ქებასა მართალთასა იხარებდენ ერნი და მთავრობასა უღმრთოთასა კუნესიედ კაცნი. 3კაცსა, რომელსა უყვარნ სიბრძნე, მხიარულ არნ მამაჲ მისი, ხოლო, რომელი სდევნ მეძავთა, წარწყმიდის სიმდიდრე. 4მეფემან მართალმან ჰმართის სოფელი, ხოლო კაცმან უსჯულომან დაამჴჳს იგი. 5რომელი განემზადოს ბრძოლად პირსა მეგობრისა თჳსისასა, შეიბლარდნენ, ვითარცა საბლარდნელითა, ფერჴნი მისნი. 6კაცი ცოდვილი მრავალსა მახესა შეებას, ხოლო მართალი შუებასა და სიხარულსა შინა იყოს. 7იცის მართალმან სასჯელი გლახაკისა, ხოლო უღმრთომან არა იცის მეცნიერება და გლახაკსა არა აქუს ბუნება მეცნიერებისა. 8კაცთა უსჯულოთა ადვეს ცეცხლი ქალაქსა, ხოლო ბრძენთა გარეწარაქციეს რისხვა. 9კაცმან ბრძენმან განსაჯნეს ნათესავნი, ხოლო კაცსა უგუნურსა განრინებასა შინა ეკიცხევედ, და არა შეიკდიმის. 10კაცთა მოსისხლეთა სძულს კაცი ღმრთისაჲ, ხოლო წრფელნი გამოეძიებედ სულსა მისსა. 11ყოელი გულისწყრომა თჳსი გამოიცადის უგუნურმან, ხოლო ბრძენი იგი იუნჯებნ ჟამად-ჟამად. 12მეფჱ რომელი ერჩდეს სიტყუასა ცრუსა, ყოველნი მის წინაშე უსჯულო არიან. 13მასესხებელი და მოსესხე ურთიერთას შეიმთხჳნეს, ხოლო მოხედვა მათ ორთავე ყოს უფალმან. 14მეფე, რომელი ჭეშმარიტებით შჯიდეს გლახაკთა, საყდარი მისი საწამებელად აღემართოს. 15გუემათა და მხილებათა მოსციან სიბრძნე, ხოლო შვილმან უგუნურმან არცხჳნის მამა-დედათა თჳსთა. 16მრავალ-ღათუ იყვნენ უღმრთონი, მრავალნი ქმნნენ ცოდვანი, ხოლო მართალნი დაცემასა შიშნეულ იქმნნენ... 17 18 19სიტყჳთა მიერ ვერ განისწავლის მონა ფიცხელი. დაღათუ ცნას, არავე ერჩდეს. 20უკუეთუ იხილო კაცი მოსწრაფე სიტყჳთა, უწყოდე, რამეთუ სასოება აქუს უგუნურსა უფროს, ვიდრეღა მას. 21რომელი იშუებდეს სიყრმითგან, იგი მონა იქმნეს და უკანასკნელ ჰგოდებდეს თავსა ზედა თჳსსა. 22კაცმან გულმწყრალმან აღმოითხარის ძლევა, ხოლო კაცმან მრისხანემან აღმოითხარის ცოდვა. 23 24რომელი თანაეყოფოდის მპარავსა, სძულს მას თავი თჳსი, უკუეთუ ფიცი შუა შემოიღონ, შეძრწუნდენ და არღარა მიუთხრან. 25რომელთა ეშინოდის და ჰრცხუენოდის კაცთათჳს, ამას უბრკუმეს ღმრთისა მიერ, ხოლო, რომელი ესვიდეს უფალსა, იგი იხარებდეს საუკუნოდ; უღმრთოებამან კაცსა შეამთხჳვის საცთური, ხოლო რომელი ესვიდეს უფალსა, იგი ცხოვნდეს. 26მრავალნი მსახურებდეს პირსა წინაშე მთავართასა, ხოლო უფლისა მიერვე არს მართალი კაცისა. 27საძაგელ არნ კაცი მართალი კაცისა თანა ცოდვილისა და საძაგელ უსჯულოთა შორის, რომელსა წარუმართებიეს გზასა კეთილსა. |
წინა თავი | შემდეგი თავი |