მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 3 |
1შვილო, სჯულსა ჩემსა ნუ დაივიწყებ და სიტყუანი ჩემნი დაიმარხენინ გულმან შენმან. 2რამეთუ სიგრძე ჟამთა და წელიწადნი ცხორებისანი და მშჳდობაჲ შეგეძინოს შენ. 3მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბენ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა. 4და ჰპოო მადლი წინაწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცთა. 5იყავ შენ მოსავ ყოვლითა გულითა შენითა უფლისა მიმართ და სიბრაძნესა შენსა ნუ აჰყვები. 6ყოველთა შინა გზათა შენთა იცან იგი, რათა წარჰმართნეს გზანი შენნი და ფერჴი შენი არა წარჰკუეთო. 7ნუ იქმნები შენ ბრძენ თავით თჳსით; გეშინოდენ უფლისა და მოიქეც ყოვლისაგან ბოროტისა. 8მაშინ კურნებაჲ იყო ჴორცთა შენთაჲ და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთა. 9პატივ-ეც უფალსა ნაშრომთაგან შენთა სიმართლისათა და შეწირე მისსა პირველთა ნაყოფთაგან შენთა სამართალთა. 10რამეთუ აღივსნენ საუნჯენი შენნი სიმაძღრითა იფქლისათა, და ღჳნითა საწნეხელნი შენნი გარდამოეცემოდიან. 11შვილო, ნუ სულმოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა; ნუცა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა, 12რამეთუ, რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის და ტანჯის, ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 13ნეტარ არს კაცი, რომელმან პოვა სიბრძნე და მოკუდავმან, რომელმან იხილა გონიერებაჲ, 14რამეთუ უმჯობეს არს იგი მოგებად, ვიდრე ოქროჲსა და ვერცხლისა საუნჯეთა, 15და უპატიოსნეს არს იგი ანთრაკთა პატიოსანთა; არა რაჲ ჰჴდების მას, არცა ერთი ბოროტი. კეთილად ცხად არს იგი ყოველთა, რომელნი მიეახლებიან მას, 16რამეთუ სიგრძე ჟამთაჲ და წელნი ცხორებისანი მარჯუენით მისსა, ხოლო მარცხენით მისსა დიდებაჲ და სიმდიდრე; პირისა მისისაგან გამოვალს სიმართლე; შჯული და წყალობაჲ ენასა მისსა ჰმოსიეს. 17გზანი მისნი - გზაჲ კეთილ და ყოველნი ალაგნი მისნი მშჳდობით. 18ხე ცხორებისა არს ყოველთა, რომელთა შეიწყნარონ იგი, და რომელნი შევედრებულ არიან მას, ვითარცა უფლისა მიმართ, უცთომელ. 19ღმერთმან სიბრძნითა თჳსითა დააფუძნა სოფელი და განჰმზადნა ცანი გონიერებით. 20მეცნიერებითა უფსკრულნი გამოეცნეს და ღრუბელნი ადინებდეს ცუარსა. შვილო, 21ნუ მოჰმედგრდები, დაიცვენ ზრახვანი ჩემნი და მცნებანი, 22რათა ცხონდეს სული შენი, და მადლი იყოს თავსა შენსა, და იყოს კურნებაჲ ჴორცთა შენთა, და მოღუაწებაჲ ძუალთა შენთაჲ, 23რათა ხჳდოდი სასოებით, მშჳდობით ყოველთა გზათა შენთა და ფერჴი შენი არა წარსცე. 24უკუეთუ შჯდე, უშიშად შჯდე; და, უკუეთუ გეძინოს, განსუენებით გეძინოს 25და არა გეშინოდის შენ შეძრწუნებისაგან მომავალისა, არცა ზედამოსლვისა უღმრთოთაგან მოწევნულისა, 26რამეთუ უფალი იყოს ყოველთა გზათა შენთა და დაამტკიცნეს ფერჴნი შენნი, რათა არა შეიძრა. 27ნუ დააყენებ კეთილის-ყოფად ნაკლულევანისასა, რაჟამს აქუნდეს ჴელსა შენსა შეწევნა. 28ნუ ეტყჳ - წარვედ აწ და მოვედ და ხვალე გცე: ძალ-თუ-გედვას კეთილის-ყოფად, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს ხვალემან. 29ნუ ზრახავ მეგობრისა შენისათჳს ძჳრსა, რომელი შეყოფილ და მოსავ იყოს შენდა. 30ნუ მტერ-მოყუარე ექმნები კაცსა ამაოსა, ნუუკუე ბოროტი რაჲმე გიყოს შენ. ნუ მოიგებ კაცთა ბოროტთა მაყუედრებელად, 31ნუცა ჰბაძავ გზათა მათთა; 32რამეთუ არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე უშჯულოჲ და მართალთა თანა არა დაადგრეს იგი. 33წყევაჲ უფლისა სახლთა შინა უღმრთოთასა და საყოფელნი მართალთანი იკურთხნეს უფლისა მიერ. 34უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. 35დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |