მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 30 |
1ესრეთ ჰრქჳს კაცმან მორწმუნეთა ღმრთისათა, ვითარმედ: ვდუმნე. რამეთუ უსულელჱს ვარ ყოველთა კაცთა 2და სიბრძნე კაცობრივი არა არს ჩემ თანა. 3ღმერთმან მასწავა მე სიბრძნე და მეცნიერება წმიდათა გულისჴმა-ვყავ და ვიცი სიწმიდჱ. 4ვინ აღჴდა ცად და გარდამოჴდა? ვინ შვკრიბნა ქარნი უბეთა თჳსთა, ანუ ვინ შეიკრძალნა წყალნი სამოსელსა თჳსსა? ვინ დაიპყრნა კიდენი ქუეყანისანი? რა არს სახელი მისი, ანუ რა არს სახელი ძისა მისისა, რათა უწყოდი? 5რამეთუ ყოველნი სიტყუანი ღმრთისანი რჩეულ არიან და მგულებელ არს იგი მოშიშთა მისთა, 6რათა არა შეგატყუას შენ და ცრუდ იპოო შენ. 7ორსა ამას ვითხოვ შენგან: ნუ მიმიღებ ჩემგან მადლსა, ვიდრე არა მომკუდარ ვარ. 8სიტყუათა ცრუთა, ამაოთა განმაშორე ჩემგან, სიმდიდრესა და უპოვარებასა ნუ მომცემ მე, არამედ აღწონით ყავ წესი, 9რათა არა განვმდიდრდე და განვცრუვდე და თუ უპოვარი ვიყო, ვიპარო და ცილი ვფუცო სახელსა ღმრთისა ჩემისასა, 10ნუ მისცემ მონასა ჴელთა უფლისა თჳსისათა, რათა არა გწყეოს შენ და განირყუნეს. 11ნაშობი უკეთური მამასა თჳსსა სწყევნ და დედასა თჳსსა არა აკურთხევნ. 12ნაშობსა უკეთურსა მართალთა თანა შეურაცხიეს თავი თჳსი და საგმობელობა მისი არა განიწმიდის. 13ნაშობსა უკეთურისანი ამპარტავან არიან თვალნი მისნი და წამწამითა თჳსითა მაღლოინ. 14ნაშობისა უკეთურისანი, ვითარცა ჴრმალნი, ლესულ არიან კბილნი მისნი და შუანი მისნი, ვითარცა მკუეცელნი, შემუსრვად და შეჭმად მდაბალთა ქუეყანისათა და კაცთა გლახაკთა. 15წურბელსა სამ ასულ ესხნეს სიყვარულითა, საყუარელნი და სამთავე მათ ვერ განაძღეს იგი, და მეოთხესა მას ვერ კმა-ეყო თქუმად, ვითარმედ: კმა არს. 16ჯოჯოხეთი და ტრფიალება დედათა, და ტარტაროზი და ქუეყანა ვერ განმაძღარი წყლითა. წყალმან და ცეცხლმან არა თქუეს, ვითარმედ: კმა არს. 17თვალნი, რომელნი ეკიცხევედ მამასა და შეურაცხ-ჰყოფედ სიბერე დედისასა აღმოჰჴადნედ იგინი ყორანთა ჴევისათა და შეჭამნედ იგინი მართუეთა ორბისათა. 18სამ არს შეუძლებელი ჩემდა და მეოთხე იგი ვერ გულისჴმა-ვყავ: 19კუალი ორბისა მფრინველისა, და გზა გუელისა კლდესა ზედა, ალაგნი სლვისა ნავისანი და გზანი კაცისანი სიჭაბუკესა შინა. 20ესევითარი გზა არს დედაკაცისა მომრუშისა, რომელმან-იგი, რაჟამს ქმნის, დაიბანის და ეგრეთ თქჳს, ვითარმედ: არა უჯერო ვქმენ. 21სამისაგან იძლევის ქუეყანა და მეოთხესა მას ვერ შემძლებელ ვარ დათმენად. 22უკუეთუ მეფობდეს მონა, და უგუნური თუ განძღეს პურითა, 23და მჴევალმან თუ გამოაძოს დედოფალი და საძულელი თუ ცოლი შეემთხჳოს ქმარსა კეთილსა. 24ოთხი არს უმცირეს ქუეყანასა ზედა და იგინი არიან უბრძნეს ბრძენთასა. 25ჯინჭველთა, რომელთა არა აქუს ძალი და განიმზადიან ზაფხულის საზრდელ, 26და მაჩუთა ნათესავი უძლური, რომელთა შინა იქმნიან კლდეთა ბუდენი თჳსნი; 27უმეფო არს მკალი და მრავალი განეწყობის, ვითარცა ერთისაგან ბრძანებისა წესიერად. 28მსუენი ჴელითა ემტკიცებინ კედელსა, დაღათუ ადვილად შესაპყრობელ არს, არამედ დამკჳდრებულ არს იგი ტაძართა შინა სამეუფოთა. 29სამი არს, რომელი კეთილად ვალს, და მეოთხე იგი კეთილად თანაწარჰვალს. 30ლეკჳ ლომისა უძლიერესი მჴეცთა, რომელი არა გარემოიქცვვის, არცა შეძრწუნდების ნადირისაგან, 31მამალი, რომელი იქცევინ დედალთა შორის განსუენებულად, და ვაცი, წინამძღუარი სამწყსოთა, და მეფე, რომელი იზახებნ თესლთა ზედა. 32უკუეთუ მისცე თავი შენი შუებასა და მიჰყო ჴელი შენი ლალვით პირად შენდა, შეურაცხ იქმნე. 33მოიწუელე სძე და იქმნეს ერბო, უკუეთუ გამოზიდვიდე დრყილსა, გამოჰჴდეს სისხლი, უკუეთუ დამოჰზიდვიდე სიტყუათა ამაოთა, გამოვიდენ სასჯელნი და ლალვანი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |