მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იგავნი სოლომონისა |
თავი 8 |
1ამისთჳს შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ. 2რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების. 3ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების. 4თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა. 5სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა. 6ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ, 7რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი. 8სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ. 9ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ. 10მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა, 11უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა. 12მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე. 13შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ. 14ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი. 15ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. 16ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა. 17და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ. 18სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა. 19უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა. 20გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი, 21რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა. 22უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე, 23დასაბამსა უწინარეს ქუეყანისა შესაქმისა, 24და უწინარეს უფსკრულთა ყოფისა, ვიდრე გამოსლვადმდე წყაროჲსა წყალთასა, 25ვიდრე მთათა დაფუძნებადმდე, უწინარეს ყოველთა ბორცუთა მშვა მე. 26უფალმან შექმნა სოფელი და უბენი და კიდენი სოფლისანი და რომელნი არიან ცასა ქუეშე, 27რაჟამს განჰმზადებდა ცათა, მე მის თანა ვიყავ, და ოდეს განაჩინებდა საყდართა თჳსთა ქართა ზედა. 28და ოდეს განაძლიერებდა ზესკნელთა ღრუბელთა ზედა, ვითარ-იგი კრძალულად დასდებდა წყაროთა ცასა ქუეშე, 29ოდეს-იგი დაუდვა ზღუასა წესი მისი, რათა არა გარდაჴდენ წყალნი ზედა პირსა მისსა. და ოდეს დაამტკიცებდა საფუძველთა ქუეყანისათა, 30ვიყავ მის თანა მომზავებელ, მე ვიყავ, რომლისა თანა უხაროდა უფალსა და დღითი დღედ ვიხარებდი წინაშე პირსა მისსა ყოველსა ჟამსა. 31ოდეს იშვებდა ქუეყანისა განსრულებასა ზედა, შვებულ იქმნა ძე კაცისაცა. 32შვილო, ისმინე ჩემი და ნეტარ იყვნენ, რომელთა გზანი ჩემნი დაიცვნენ. 33ისმინეთ სწავლა, რათა ბრძენ იყვნეთ, და ნუ დაიყოფთ სასმენელთა. 34ნეტარ არს კაცი, რომელმან ისმინოს ჩემი, და კაცი, რომელმან გზანი ჩემნი დაიმარხნეს და იღჳძებდეს კართა ჩემთა ზედა მარადის, და სცვიდეს შესავალთა ზღურბლთა ჩემთასა, 35რამეთუ გამოსავალნი ჩემნი გამოსავალ ცხორებისა, და განემზადების ნებაჲ უფლისა მიერ. 36ხოლო რომელნი ცოდვენ ჩემდამო, უღმრთოებენ თავისა თჳსისა სულთა და რომელნი მე მძულობენ, უყუარს მათ სიკუდილი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |