მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
იოანე მოციქულის გამოცხადება (აპოკალიპსისი)
თავი 2

1ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა:

2ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ.

3და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ.

4არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე.

5მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლე შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანო.

6არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან.

7რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, მივსცე მას ჭამად ძელისა მისგან ცხორებისა, რომელი არს შორის სამოთხესა ღმრთისა ჩემისასა.

8და ანგელოზსა ზმირნისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს პირველი და უკუანაჲსკნელი იგი, რომელი იქმნა მკუდარ და ცხონდა:

9ვიცნი საქმენი შენნი და ჭირი და სიგლახაკე, არამედ მდიდარ ხარ. და გმობაჲ იგი მათი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა ჰურიად, და არა არიან, არამედ შესაკრებელი ეშმაკისაჲ.

10ნუ გეშინის საქმეთაგან, რომელთა ეგულების მოწევნად შენ ზედა, რამეთუ აჰა ესერა ეგულების ეშმაკსა თქუენგანთა შთაგდებად საპყრობილესა, რაჲთა გამოიცადნეთ ათ დღე. იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკუდილადმდე, და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ.

11რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა: რომელმან სძლოს, არაჲ ევნოს მას სიკუდილისა მისგან მეორისა.

12და ანგელოზსა პერღამისა ეკლესიისასა მიუწერე: ამას იტყჳს, რომელსა-იგი აქუს მახჳლი ორპირი აღლესული:

13ვიცნი საქმენი შენნი, და თუ სადა მკჳდრ ხარ, სადა-იგი არს საყდარი ეშმაკისაჲ, და გიპყრიეს სახელი ჩემი და არა უარ-ჰყავ სარწმუნოებაჲ ჩემი დღეთა მათ ანტიპაჲს, მოწამისა ჩემისა სარწმუნოჲსათა, რომელი-იგი მოიკლა თქუენ შორის, სადა-იგი ეშმაკი მკჳდრ არს.

14არამედ მაქუს შენდა მომართ მცირედი, რამეთუ გყვანან ვინმე, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ბალამისი, რომელი ასწავა ბალაკს, რაჲთა დადვას დაბრკოლებაჲ წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, და ჭამად კერპთა ნაზორევისა და სიძვად.

15ეგრეთვე შენცა გყვანან, რომელთა უპყრიეს სწავლაჲ იგი ნიკოლაელთაჲ.

16შეინანე; უკუეთუ არა, მოვალ შენდა ადრე და ბრძოლა-ვყო მათ თანა მახჳილითა პირისა ჩემისაჲთა.

17რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს.

18და ანგელოზსა თჳატირისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ძე ღმრთისაჲ: რომლისა თუალნი არიან, ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და ფერჴნი მისნი მსგავს არიან რვალსა გუნდრუკსა.

19ვიცნი საქმენი შენნი და სიყუარული შენი, და სარწმუნოებაჲ და მსახურებაჲ და მოთმინებაჲ და საქმენი შენნი უკუანაჲსკნელნი უმრავლეს პირველისა.

20არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ უტევე ცოლი შენი იეზაბელ, რომელი იტყჳს თავსა თჳსსა წინაწარმეტყუელად და ასწავლის და აცთუნებს ჩემთა მონათა სიძვად და ჭამად კერპთა ნაზორევისა.

21და მივეც მას ჟამი, რაჲთა შეინანოს, და არა ჰნებავს სინანულად სიძვისაგან მისისა.

22აჰა ესერა დავამჴუა იგი სარეცელსა ზედა, და რომელნი იმრუშებდეს მის თანა, შთავყარნე ჭირსა დიდსა, უკუეთუ არა შეინანონ საქმეთაგან მათთა.

23და შვილნი მისნი მოვსწყჳდნე სიკუდილითა, და ცნან ყოველთა ეკლესიათა, ვითარმედ მე ვარ, რომელი განვიკითხავ გულსა და თირკუმელთა; და მიგცე თქუენ თითოეულსა საქმეთა თქუენთაებრ.

24ხოლო თქუენ გეტყჳ, სხუათა მაგათ, რომელნი ხართ თჳატირას შინა, რომელთა არა გაქუს სწავლაჲ ესე, რომელთა არა გიცნობიან სიღრმენი ეშმაკისანი, ვითარ იტყჳან, არღარა მოვაწიო თქუენ ზედა სხუაჲ სიმძიმე.

25არამედ რომელი-ეგე გაქუს, დაიმჭირეთ, ვიდრემდის მოვიდე.

26და რომელმან სძლოს და დაიმარხნეს ვიდრე აღსასრულადმდე საქმენი ჩემნი, მივსცე ჴელმწიფებაჲ წარმართთა ზედა,

27და ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა; ვითარცა ჭურნი იგი მეკეცეთანი შეიმუსრნიან, ვითარცა მე მოვიღე მამისაგან.

28და მივსცე მას ვარსკულავი იგი განთიადისაჲ.

29რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა.


წინა თავი შემდეგი თავი