მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იობის წიგნი |
თავი 11 |
1მიუგო სოფარ მინეველმან და ჰრქუა: 2რომელი მრავალსა იტყჳნ, მან კუალადცა ისმინისვე სიტყუაჲ. ანუ კეთილად მეტყუელი იგი ჰგონებნმე, ვითარმედ მართალ იყოს? 3კურთხეულ არს ნაშობი დედათა მცირედ ცხორებული, ნუ ფრიად სიტყუასა შინა ხარ, რამეთუ არავინ არს სიტყჳს-მგებელ შენდა. 4ნუ ეგრე იტყჳ, ვითარმედ წმიდაჲ ვარ მე საქმითა და უბრალოჲ წინაშე უფლისა, 5არამედ ვითარძი უფალი იტყოდის შენდამი და აღახუნეს ბაგენი მისნი შენ თანა. 6მაშინ გეთხრას შენ ძალი სიბრძნისა, რამეთუ ორ წილ იყოს შენსა და გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას. 7ანუ კუალი უფლისაჲ ჰპოვემე, ანუ დასასრულსა მისწუდეა, რომელი-იგი ქმნა ყოვლისა მპყრობელმან? 8მაღალ არიან ცანი და შენ რაჲმე ჰყო?, ანუ უღრმესი ჯოჯოხეთს შიდა რაჲ იცი? 9ანუ უგრძესი საზომისა მის ქუეყანისაჲ, ანუ სივრცე ზღჳსა? 10უკუეთუ დააქციოს ყოველი ერთბამად, ვინ ჰრქუას მას: რა-ეგე ჰყავ? 11რამეთუ მან იცნის საქმენი უსჯულოთანი, იხილა უჯეროებაჲ და არა უგულებელს-ჰყო. 12ხოლო კაცი სხუად სახედ აქცევს სიტყუასა, კაცი შობილი დედაკაცისაჲ. სწორ არს კანჯრისა მის უდაბნოჲსა. 13უკუეთუ შენ წმიდა-ჰყავ გული შენი და განიპყრნე ჴელნი შენნი მისა მიმართ, 14უკუეთუ უსჯულოებაჲ რაჲმე არს ჴელთა შენთა, შორად განიშორე შენგან და სიცრუე საყოფელსა შენსა ნუ იქცევინ. 15და ესრეთ გამობრწყინდეს პირი შენი, ვითარცა წყალი წმიდაჲ. განიძარცო მწიკულევანებაჲ და არა გეშინოდის. 16და შრომანი დაივიწყნე, ვითარცა ღელვანი წარჴდენ და არა შესძრწუნდე, 17ხოლო ლოცვაჲ შენი, ვითარცა მთიები, იყოს და შუასამხრის გამოგიბრწყინდეს შენ ცხორებაჲ. და გულპყრობილ იყო, ვითარმედ არს შენდა სასოება, გულისსიტყჳსაგან და ზრუნვისა გამოგიჩნდეს შენ მშჳდობაჲ. 18დაეყუდო და არავინ იყოს მბრძოლ შენდა, 19მოაქციოს და მრავალნი გევედრებიან შენ და ცხორებაჲ მათ მოაკლდეს, 20რამეთუ სასოებაჲ მათი წარწყმედაჲ არს, ხოლო თუალნი უღმრთოთანი დადნენ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |