მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იობის წიგნი |
თავი 12 |
1მიუგო იობ და თქუა: 2აწ თქუენცა სამე კაცნივე ხართა, ანუ თქუენ თანა აღესრულოს სიბრძნე? 3რამეთუ ჩემიცა გული თქუენებრივე არს და არა უუგნურეს ვარ თქუენსა, 4რამეთუ მართალი კაცი და უბრალოჲ იქმნა საკიცხელ, 5რამეთუ ჟამად დაწესებულად განმზადებულ იყო დაცემად სხუათაგან და სახლნი მათნი გამოტყუენვად უსჯულოთაგან, 6ხოლო ნუვე ვინ ესავნ, რომელი-იგი უკეთური იყოს, ვითარმცა უბიწოჲ იყო, რომელნი-იგი განარისხებენ უფალსა, ვითარმცა განკითხვაჲ მათი არა იყო, 7არამედ ჰკითხეთა ოთხფერჴთა, უკუეთუ რაჲმე გითხრან შენ, ანუ მფრინველთა ცისათა, უკუეთუ რაჲმე გაუწყონ შენ? 8მიუთხარ ქუეყანასა, უკუეთუ თქუას რაჲმე, გინათუ გამო-რაჲ-გითხრან შენ თევზთა ზღჳსათა. 9ვინმე არა უწყის ამათ ყოველთა შორის, რამეთუ ჴელმან უფლისამან შექმნა ესე ყოველი? 10არამე ჴელსა შინა მისსა არს სული ყოველთა ცხოველთაჲ და სული ყოვლისა კაცისაჲ? 11რამეთუ გონებამან სიტყუანი განიკითხნის და სასამან გემოჲ ცნის ჭამადისაჲ. 12მრავალთა ჟამისათა სიბრძნე პოვიან და მრავალსა შინა ცხორებასა მეცნიერებაჲ. 13მის მიერ არს სიბრძნე და ძალი მისი არს ზრახვაჲ და გულისჴმისყოფაჲ. 14უკუეთუ მან დაამჴუას, ვინმე აღაშენოს? ანუ დაჴშას კაცთათჳს ვინმე, სხუამან განაღოს? 15უკუეთუ დააყენოს წყალი, განაჴმოს ქნეყანაჲ, უკუეთუ მიუტეოს ერთბამად, წარწყმიდოს იგი და დააქციოს. 16მის მიერ არს სიმტკიცე და ძალი, მისი არს მეცნიერებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ. 17წარსცის მზრახვალნი ტყუედ. და მსაჯულნი ქუეყანისანი განაკჳრნის. 18დასცნის მეფენი საყდართა ზედა და შეარტყის სარტყელი ძლიერებისა მათისა. 19განავლინნის მღდელნი ტყუედ და ძლიერნი ქუეყანისანი დაამჴუნა. 20დააგნის ბაგენი მორწმუნეთანი და გულისჴმის-ყოფაჲ მოხუცებულთა იცის. 21მიჰფინის უპატიობაჲ მთავართა და მდაბალნი განკურნნა. 22გამოაცხადნის სიღრმენი ბნელისაგან და გამოიყვანნის ნათლად აჩრდილთაგან სიკუდილისათა. 23შეაცთუნნის წარმართნი და განუტევნის იგინი, გარნა მოიყვანნის ძენი ნათესავთანი და წარმოუძღჳს მათ. 24დააგნის გულნი მთავართა ქუეყანისათანი და შეაცთუნნა იგინი გზასა, რომელ არა იცოდეს. 25ჰრევდედ იგინი ბნელსა და ნუ ნათელსა, შესცთედ იგინი ვითარცა მართალნი. |
წინა თავი | შემდეგი თავი |