მთავარი გვერდი - ბიბლია |
ძველი აღთქმა |
იობის წიგნი |
თავი 15 |
1მიუგო ელიფას თემანელმან და თქუა: 2აწ უკუე ბრძენმან სიტყუაჲ მოუბის გულისჴმის-ყოფისა სულისაჲ და აღავსო სალმობითა მუცლისათა. 3ამხილებ სიტყჳთა, რომელ არა ჯერ-იყო სიტყჳთა, რომელ არა სარგებელ? 4და აღასრულენ სიტყუანი ესევითარნი წინაშე უფლისა. თანამდებ ხარ სიტყუათა პირისა შენისათა, 5არარაჲ განიკითხენ სიტყუანი ძლიერთანი. 6გამხილენ შენ პირმანვე შენმან და ნუმედა ბაგეთა შენთა შეგწამონ შენ. 7აწ რაჲ? ნუ უწინარეს კაცთა შენ იყავ? ანუ უწინარეს მთათა დაებადე? 8ანუ პირველად ბრძანებაჲ უფლისაჲ შენ გესმა? ანუ შენ ზედა ხოლო მოიწია სიბრძნე? 9ანუ შენ რაჲ იცი, რომელი ჩუენ არა ვიცით? ანუ შენ რაჲმე გულისჴმა-გიყოფიეს, რომელ ჩუენ არა? 10და მოხუცებულ და უძუელეს ჩუენსა და უმრავლეს ჩუენსა და უმრავლეს მამისა დღითა. 11მცირედ რავდენ-იგი სცოდე, იტანჯები, არამედ დიდძალად და გარდარეულად იტყოდე: 12ვითარ იკადრა გულმან შენმან, ანუ რაჲ იხილეს თუალთა შენთა, 13რამეთუ გულისწყრომაჲ აღმოსთქუ წინაშე უფლისა და პირისაგან წარმოიხუენ ესევითარნი სიტყუანი? 14ვინმე უკუე არს კაცთაგანი, რომელიმცა იყო უბრალო. ანუ ყოფილმე ვინ არს მართალ ნაშობი დედაკაცისაჲ? 15უკუეთუ წმიდათა მიმართ არა ჰრწამს და ცაჲ არაწმიდაჲ არს მის წინაშე. 16აცადეთ საძაგელი და არაწმიდაჲ კაცი, რომელი სუამს სიცრუესა სწორად სასუმლისა. 17ხოლო გითხრა შენ და ისმინე ჩემი და, რაჲ-იგი ვიხილე, გაუწყო შენ, 18რაჲ-იგი ბრძენთა თქუან და არა დაუმალეს მამათა მათთა, 19მათ ხოლო მოეცა ქუეყანაჲ და არა მოვიდა უცხოთესლი მათ ზედა. 20ყოველივე ცხორებაჲ უღმრთოთა ზრუნვით, წელნი რიცხჳთ მოცემულ არიან ძლიერისა მისგან; 21ხოლო შიში მისი ყურთა მისთა, რაჟამს ჰგონებდეს, ვითარმედ მშჳდობით არს, მაშინღა მოიწიოს მის ზედა დაქცევაჲ. 22ნუ ჰრწამნ მას გარემოქცევად ბნელისაგან, რამეთუ ბრძანებულ არს მის მიერვე ჴელთა მახჳლისათა მიცემად. 23და განჩემებულ არს საჭმლად ორბთა და იცის თავისა თჳსისაჲ, რამეთუ ელის დაცემად, და დღემან ბნელისამან შეაძრწუნოს იგი. 24ურვამან და ჭირმან შეიპყრას იგი, ვითარცა ერისთავი მთავრად მდგომარე რაჲ დაეცის, 25რამეთუ აღიპყრნა ჴელნი მისნი წინაშე ღმრითისა და წინაშე ყოვლისა მპყრობელისა. 26ქედი აღმართა და იქცეოდა წინაშე მისსა გინებით სიზრქითა საჭურველისა მისისათა, 27რამეთუ დაჰფარა პირი მისი ცმელსა თჳსსა და ქონსა ყელე მისი ბარკალსხვილით. 28იქცეოდენ იგი ქალაქთა ოჴერთა და შევედინ სახლსა უმკჳდროთა და, რაჲ-იგი განიმზადეს, სხუათა წარიღონ. 29არცა განმდიდრდეს, არცა დაადგრეს ნაყოფი მისი, არა დაადგრეს ქუეყანასა ზედა აჩრდილი მისი, 30არცა განერეს ბნელსა, მცენარე მისი დააჭნვენ ხორშაკმან და დასცჳვენ ყუავილი მისი. 31ნუ ჰრწამნ, ვითარმედ დათმოს, რამეთუ ცუდი ცუდად გარდაექცეს მას. 32მოკაფული მისი უწინარეს ჟამისა განირყუნეს და მორჩი მისი არა განედლდეს. 33და მოისთულონ იგი, ვითარცა კაწახი ნჟამოდ და დასცჳვენ, ვითარცა ყუავილი ზეთისხილისა, 34რამეთუ საწამებელი უღმრთოთა სიკუდილი არს, ხოლო ცეცხლმან დაწუნეს სახლნი მოქრთამეთანი. 35და მუცლად-იღენ სალმობანი, შეემთხჳენ მას ცუდი ცუდსა ზედა და მუცელმან მისმან შთაიკრიბოს ზაკუაჲ. |
წინა თავი | შემდეგი თავი |