მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 17

1მოვისპები მე სულითა მიმოტაცებულითა, ვევედრები დაფლვად და ვერ მივემთხუევი.

2ვიურვი და დავშრები და რაჲ ვყო, რამეთუ მიმპარეს მონაგები ჩემი უცხოთა.

3ვინ არს ესე? ჴელი მომეცინ მე!

4რამეთუ გული მათი დამალეს გონიერებისაგან, ამისთჳს არა აღამაღლნე იგინი?

5ნაწილი მიუთხრას უკეთურებისა. თუალნი მისნი ძეთა მისთა ზედა დადნეს.

6დამდევ მე სასიტყუელად თესლებსა შორის და საცინელ მათდა ვიქმენ.

7დაბრმობილ არიან რისხვისაგან თუალნი ჩემნი, მოცვულ ვარ მე დიდძალად ყოველთა მიერ.

8უკჳრდინ ჭეშმარიტთა ამათ ზედა და მართალი უსჯულოსა ზედა აღდეგინ!

9აქუნდინ მორწმუნესა გზაჲ თჳსი და წმიდამან ჴელითა მოიღენ ნუგეშინის-ცემაჲ.

10არა ეგრე, არამედ ყოველნი ჰჴდებოდეთ და მოვედით, რამეთუ არა ვპოებ თქუენ თანა ჭეშმარიტებასა.

11დღენი ჩემნი წარჴდეს მყრალობასა შინა და განსთქდა აპკაჲ გულისა ჩემისაჲ.

12ღამე იგი დღედ დავდევ; ნათელი ახლოს არს პირსა წინაშე ბნელისასა.

13და-ღა-თუ-ვითმინო, ჯოჯოხეთივე არს სახლ ჩემდა და წყუდიადსა შინა დარეცილ არს სარეცელი ჩემი.

14სიკუდილსა ვხადე მამად ჩემდა და დედად და დად ჩემდა საძაგელებასა.

15სადა უკუე არს სასოებაჲ ჩემი? ანუ კეთილი ჩემი ოდესმე ვიხილო?

16ანუ ჩემ თანა ჯოჯოხეთად შთავიდენ, გინა თუ ერთბამად მიწად დაჰჴდეთ


წინა თავი შემდეგი თავი