მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 19

1მიუგო იობ და ჰრქუა:

2ვიდრემდე დააშთობდეთ სულსა ჩემსა და დამჴსნიდეთ მე სიტყჳთა?

3ცანთ ხოლო, რამეთუ უფალმან მიყო მე ესრეთ. ძჳრსა მიზრახავთ და არა გრცხუენის ჩემდა და ზედადამესხმით მე.

4ესე ნანდჳლვე მე შეცთომილ ვარ და ჩემ წინაშე იქცევის საცთური და ვიტყოდე სიტყუასა, რომელ არა ჯერ-იყო და სიტყუანი ჩემნი სცთებიან და არა ჟამსა.

5აცადეთ, რამეთუ ჩემ ზედა განსიტყუდებით და ზედამომივალთ მე ყუედრებით.

6გულისჴმა-ყავთ, რამეთუ უფალი არს, რამეთუ ესე ესრეთ ყო და ძნელოვანნი მისნი ჩემ ზედა აღამაღლნა,

7აჰა ესერა, ვეცინი ყუედრებასა და არა ვიტყოდე, ვღაღადებ. არა ვინა არს საშჯელი ჩემი.

8გარემოზღუდვილ არს ჩემსა და ვერ გარდავალ, წინაშე პირსა ჩემსა ბნელი დადვა.

9და დიდებაჲ ჩემი განმძარცუა ჩემგან. მიმიღო გჳრგჳნი თავისაგან ჩემისა.

10დამარღჳა მე გარემოჲს და წარვჴედი, მოეკუეთა ვითარცა ხე სასოებაჲ ჩემი.

11და ბოროტად ჩემ ზედა რისხვა მოაწია, შეურაცხიე მე ვითარცა მტერი

12ერთბამად მოიწინეს განსაცდელნი მისნი ჩემ ზედა, გზათა ჩემთა გარემომიცვეს მე მზირთა ჩემთა.

13ძმანი ჩემნი განმეშორნეს ჩემგან, იცნეს უცხოჲ ვიდრეღა მე.

14მეგობარნი ჩემნი უწყალო მექმნეს მე, არად შემრაცხეს მე მახლობელთა ჩემთა, და რომელთა იცოდეს სახელი ჩემი, დამივიწყეს მე.

15მოძმეთა სახლისა მსახურთა ჩემთა უცხო ვეყავ მე წინაშე მათსა.

16მსახურსა ჩემსა უწოდე და არა ისმინა ჩემი, პირი ჩემი ევედრებოდა.

17და ვექენებოდე ცოლსა ჩემსა, მოვხადე ქენებით ძეთა ხარჭთა ჩემთასა,

18ხოლო მათ უკუე განმწირეს მე, რაჟამს აღვიდე, იგინი ჩემთჳს ძჳრსა ზრახვიდიან.

19მომიძაგეს, რომელთა მიცოდეს მე და რომელთა ვჰყუარობდ, ჩემ ზედა აღდგომილ არიან.

20ტყავსა შინა ჩემსა დალპეს ჴორცნი და ძუალნი ჩემნი კბილთა შინა თქუენთა გქონან.

21შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.

22რაჲსათჳს მდევნით მე, ვითარცა-იგი უფალი და ჴორცთა ჩემთაგან ვერ განსძღებით?

23ვინ მომცნეს მე დაწერად სიტყუანი ჩემნი და დაგებად იგინი წიგნთა შინა უკუნისამდე

24საწერელითა რკინისათა და ბრპენისათა, გინა თუ კლდესა შინა გამოწერად?

25ვიცი, რამეთუ საუკუნე არს, რომელსა დაჴსნა ჩემი ეგულების, ქუეყანით აღდგინებად

26ტყავი ჩემი, რომელმან თავს-ისხნა ესენი, რამეთუ უფლისა მიერ აღესრულნეს ესენი ჩემ ზედა,

27რომელნი მე თჳთ თავით ჩემით მიცნობიან; რომელნი თუალმან ჩემმან იხილა და არავინ სხუამან, ყოველნივე აღსრულებულ არიან წიაღთა ჩემთა.

28უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: რასამე ვიტყოდით წინაშე მისსა? და ძირნი სიტყუათანი ჰპოვნე მას შინა.

29გეშინოდენ თქუენცა დაფარულისა მისთჳს, რამეთუ გულისწყრომაჲ უსჯულოთა ზედა მოიწიოს და მაშინ ცნან, სადა არს მათი იგი სიმართლე.


წინა თავი შემდეგი თავი