მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
იობის წიგნი
თავი 26

1მიუგო იობ და ჰრქუა:

2ვის კერძო ხარ, ანუ ვისა შეწევნაჲ გეგულების? არამეა, რომელი მრავლითა ძალითა და მკლავი მისი ძლიერ არს?

3ანუ ვის აზრახო, არამეა, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნე?

4ანუ ვისმე შეუდგე, არამეა, რომლისა მიერ არს სიმდიდრე ძლიერებისაჲ? ვისმე უთხრენ სიტყუანი, სული ეგე ვისი არს, რომელი გამოვალს შენგან?

5ნუ გმირთა მაჭენონ მე ქუეშე კერძო წყალთა და მოძმეთა მისთა?

6შიშუელ არს ჯოჯოხეთი წინაშე მისსა და არა არს საფარველ წარსაწყმედელისა.

7განჰმარტეს ბღუარი არარასა ზედა და დამოჰკიდა ქუეყანაჲ არავერასა ზედა.

8შეაყენნის წყალნი ღრუბელთა მისთა. და ვერ განსთქდეს ღრუბელნი ქუეშე მისსა,

9რომელსა უპყრიეს პირი საყდრისაჲ და გარდაართხნის მას ზედა ღრუბელნი მისნი.

10ბრძანებითა მოამრგუალო წინაშე პირსა წყლისასა აღსრულებამდე ნათელი ბნელსა თანა,

11და სუეტნი ცათანი აღფრინდეს და განჰკრთეს შერისხვითა მისითა.

12ძალითა დააცხრვო ზღუაჲ და მეცნიერებითა მისითა დარეცილ არიან ღელვანი.

13და კლიტეთა ცისათა ეშინის მისა, ბრძანებითა მოაკუდინა ვეშაპი იგი განდგომილი,

14აჰა, ესერა, ესე არს ნაწილი გზათა მისთაჲ და მერმე კუალად სიღრმე სიტყუათაჲ ვისმინო მას შინა და ძალი იგი ქუხილისა მისისაჲ ვინ იცის, ოდეს სადა ყოს?


წინა თავი შემდეგი თავი